„ცხოვრება გაუსაძლისი გახდა… მაპატიეთ…” – დალიდა – ყველასგან მიტოვებული მომღერალი – ვიდეო

„ცხოვრება გაუსაძლისი გახდა... მაპატიეთ..." - დალიდა - ყველასგან მიტოვებული მომღერალი - ვიდეო„ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. მაპატიეთ…” – დაწერა სიკვდილის წინ ქალმა, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რომ ბედნიერი ყოფილიყო – სილამაზე, ღვთაებრივი ხმა, ხალხის სიყვარული, ჰყავდა თავყვანისმცემლები, მაგრამ… დალიდას ცხოვრება ბევრ სიურპრიზს, ბედნიერებას ჩუქნიდა, სიყვარულის ზღვაში შეიყვანდა, მაგრამ მერე, უცებ ყველაფერს ართმევდა და მხოლოდ მარტოობას, ტკივილს უტოვებდა.

დალიდა 20 წლის ასაკში „მის ეგვიპტე“ გახდა. საკონკურსო ფოტოს გამო, სადაც დალიდა  საცურაო კოსტიუმში იყო გადაღებული, საქმრო დაშორდა, დედამ სახლიდან გააგდო. დალიდა პარიზში წავიდა და მას შემდეგ სიყვარულის ქალაქი მისი სახლი გახდა.

დასახლდა ჟან-მერმოზის ქუჩაზე, სადაც მის მეზობლად ცხოვრობდა ჯერ კიდევ უცნობი ალენ დელონი. ისინი მალე დამეგობრდნენ და ჩაწერეს დუეტი „სიტყვები, სიტყვები“ (Paroles, paroles). მალე დალიდას კალასს, შავ ორქიდეას უწოდებდნენ. წერდა დისკებს და რეკორდული რაოდენობით ყიდდა.

მას მამაკაცები აღმერთებდნენ, მაგრამ ის ოჯახსა და შვილებზე ოცნებობდა.

მის ცხოვრებაში იყო დიდი სიყვარული –  იტალიელი მომღერალი და კომპოზიტორი ლუიჯი ტენკო პირველივე ნახვით სიგიჟემდე შეუყვარდა. იმავე წელს ისინი ერთად გამოვიდნენ სან-რემოს ფესტივალზე სიმღერით ,,მშვიდობით, სიყვარულო, მშვიდობით“, მაგრამ სიმღერა ფინალშიც კვერ გავიდა.

იმ ღამეს ლუიჯიმ თავი მოიკლა.  მისი ცხედარი პირველმა დალიდამ აღმოაჩინა. ერთი თვის მერე დალიდამ თავი მოიწამლა, მაგრამ 90 დღიანი კომის შემდეგ მდგომარეობიდან გამოვიდა.

3 წლის შემდეგ გაიცნო  მწერალი და მოგზაური არნო ჯერეჯენი და მასთან ერთად ტიბეტსა და ნეპალში გაემგზავრა. იქ შეხვდა  ლამას, რომელმაც დაარწმუნა, რომ მისი მთავარი მისია იყო სიმღერა და ადამიანებისთვის ბედნიერების ჩუქება.

ამის შემდეგ დალიდას სიმღერები შეიცვალა, მისმა წარმატებამ პიკს მიაღწია. 80 მილიონი გაყიდული ფირფიტისთვის „ბრილიანტის დისკიც“ მიიღო.

მერე კი იყო საბედისწერო შეხვედრა მხატვარ რიშარ შამფრესთან. მათი რომანი 9 წელი გრძელდებოდა. დალიდა ბედნიერებისგან ბრწყინავდა, სცენაზე თავდავიწყებით მღეროდა, მაგრამ რიშარმაც დატოვა, მერე კი  თავი მოიკლა.

დალიდას ნერვიულობისგან მხედველობა დაუქვეითდა. სცენაზე გასვლაზე უარი განაცხადა.  ფილმ ,,მეექვსე დღის” შემდეგ დეპრესიაში ჩავარდა, სახლში ჩაიკეტა. როგორც ამბობენ, ერთადერთი, ვისთანაც ურთიერთობდა, მეყვავილე იყო, რომლისგანაც ყოველდღე უამრავ ყვავილს ყიდულობდა.

ბოლოს ვეღარ გაუძლო სულიერ ტკივილებს და 1987 წლის 2 მაისს საწამლავი დალია. მაგიდაზე კი დატოვა წერილი: „ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. მაპატიეთ“…