ნიკოლ კიდმანი: ,,უმჯობესია, იყო მარტო, ვიდრე გქონდეს ურთიერთობა, რომელიც განადგურებს”

ნიკოლ კიდმანი: ,,უმჯობესია, იყო მარტო, ვიდრე გქონდეს ურთიერთობა, რომელიც განადგურებს" ჰოლივუდის ავსტრალიელი ვარსკვლავი, ტომ კრუზის ყოფილი ცოლი, სუნამო “შანელის” სახე და უამრავი რეჟისორის საყვარელი მსახიობი, ოსკაროსანი ნიკოლ კიდმანი, 50 წლის ასაკშიც არაჩვეულებრივად გამოიყურება, აქვს აქტიური კარიერა და ოჯახური ბედნიერებით ტკბება.

მინი დოსიე

სრული სახელი და გვარი: ნიკოლ მერი კიდმანი.

დაბადების ადგილი და დრო: ჰონოლულუ, ჰავაი, 1967 წლის 20 ივნისი.

ნიკოლ კიდმანი: ,,უმჯობესია, იყო მარტო, ვიდრე გქონდეს ურთიერთობა, რომელიც განადგურებს"ქმრები: ტომ კრუზი (1990-2001 წ.წ.); კიტ ურბანი (2006 წლიდან დღემდე).

საინტერესო ფაქტები: მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლ კიდმანი ავსტრალიელ მსახიობად ითვლება, იგი ჰავაიზე, აშშ-ში დაიბადა. ბავშვობაში ნიკოლს თანაკლასელები სიმაღლის გამო ჯოხს ეძახდნენ. 13 წლის ასაკში ის 175 სანტიმეტრი იყო. წითური თმის გამო კიდმანს სტაფილოც შეარქვეს.

მსახიობმა აღიარა, რომ კარიერის დასაწყისში თმას წითლად იღებავდა, რაც უფრო მეტად შეეფერებოდა მის ფერმკრთალ სახეს. სინამდვილეში ბუნებრივი ქერა გახლდათ.

ნიკოლს ისტერიკამდე ეშინია პეპლების. ამ უაზრო შიშის დასაძლევად სპეციალურად ეწვია ამერიკის ბუნებათმცოდნეობის მუზეუმს და პირდაპირ პეპლების გალიაში შევიდა. უფრო მეტიც, თავზე მოფარფატე მწერებსაც გაუძლო.

ნიკოლ კიდმანი: ,,უმჯობესია, იყო მარტო, ვიდრე გქონდეს ურთიერთობა, რომელიც განადგურებს"ნიკოლი არ მალავს, რომ ნარკოტიკებს მოიხმარდა, მაგრამ მათზე დამოკიდებული არასოდეს ყოფილა.

2004 წელს კიდმანი ავსტრალიის უმდიდრეს ადამიანად დასახელდა 40 წლამდე ასაკის ქალებს შორის. მისი ქონება იმ მომენტისთვის 158 მილიონ ავსტრალიურ დოლარად იყო შეფასებული.

კარიერა: პროფესიის არჩევისას გადამწყვეტი როლი ფილმმა “ოზის ჯადოქრები” ითამაშა. კიდმანი აღფრთოვანებული იყო მარგარეტ ჰამილტონის ოსტატობით. მორცხვობა გვერდზე გადადო და დრამატული ხელოვნების სკოლას მიაშურა. მისი კინოდებიუტი 1983 წელს ერთ-ერთი ავსტრალიური ფილმით შედგა. დღეს კი მის კოლექციაში შედის “ოქროს გლობუსი”, ერთი “ბაფტა” და ერთი “ოსკარი”.

ჰოლივუდის ვარსკვლავურ ელიტაში 2001 წელს გადავიდა, როდესაც ბაზ ლურმანის ფილმში “მულენ რუჟი” მთავარი როლი შეასრულა და “ოსკარის” პირველი ნომინაცია მიიღო. მას შემდეგ ნიკოლ კიდმანი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობია.

პირადი ცხოვრება: ნიკოლ კიდმანის პირველი ქმარი ჰოლივუდის ვარსკვლავი ტომ კრუზი გახლდათ. მასთან გაყრის შემდეგ, 2006 წელს მომღერალ კიტ ურბანს გაჰყვა ცოლად.

თავისი ცხოვრების აფიშირება კიდმანს არასდროს ხიბლავდა, მაგრამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ კრუზისგან ბევრი შეურაცხყოფა აიტანა და კინაღამ ფსიქიატრიულ კლინიკაში ამოყო თავი.

– განქორწინების შემდეგ 6 წელი მარტომ გავატარე. რა თქმა უნდა, ეს ყველასთვის დიდი გამოცდაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უმჯობესია იყო მარტო, ვიდრე გქონდეს ისეთი ურთიერთობა, რომელიც განადგურებს.

რამდენიმე წლის შემდეგ ნიკოლი ცოლად მუსიკოს კიტ ურბანს გაჰყვა.2016 წელს გავცელდა ხმები ნიკოლისა და კიტის შესაძლო განქორწინების შესახებ. კიტ ურბანმა “ინსტაგრამზე” ცოლთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დააწერა: “ბედნიერი იუბილე, საყვარელო! 11 წელი ერთად ვართ და ერთმანეთი ისევ ძალიან გვიყვარს”. ცოტახნის წინ კი ნიკოლმა თავისი ქორწინების საიდუმლოებებზეც ისაუბრა, რამაც ყველანაირი ჭორი გააქარწყლა. საჩუქრების კეთება საჭირო არაა.

– მე ყოველთვის ვრეკავ. მიყვარს ხმოვანი ურთიერთობა. მე და კიტი არასოდეს ვწერთ, მხოლოდ ვურეკავთ ერთმანეთს. ცოტა მოძველებულია, მაგრამ სულ ასე ვართ.

კიდმანს ვარსკვლავური ცხოვრებისადმი თავისებური დამოკიდებულება აქვს:

– არ ვაკეთებ ბევრ ისეთ რამეს, რასაც სხვები პოპულარობისთვის გააკეთებდნენ. მაგალითად, მირჩევნია, წავიდე სახლში ან სასტუმროს ნომერში, ვიდრე დავრჩე ხმაურიან წვეულებაზე.

რამდენიმე კვირის წინ ლონდონში ჩასულმა ნიკოლ კიდმანმა ჟურნალისტებს კვლავ გადაუშალა გული. აღნიშნა, რომ, მართალია, ოთხი შვილის დედაა, მაგრამ კიდევ სურს შვილები, თუმცა ქმარი ჯერჯერობით მის შემართებას არ იზიარებს.

2018 წლის “ოქროს გლობუსის” დაჯილდოების ცერემონიალზე 50 წლის მსახიობმა თავისი მეოთხე “ოქროს გლობუსი” მოიპოვა მინისერიალის ნომინაციაში.

მიუხედავად ასაკისა, ნიკოლი არაჩვეულებრივ ფორმაშია. პირველ რიგში, ის ქალებს მოუწოდებს, მზის პირდაპირ სხივებს მოერიდონ. დაახლოებით 6 ჭიქა სუფთა წყალს სვამს დღის განმავლობაში, მისი თქმით, ეს ქალის სილამაზის მთავარი რეცეპტია.

ნიკოლი ამტკიცებს, რომ თუ დიდი რაოდენობით წყალს მიიღებთ, კანი გაგისუფთავდებათ და მუცელში სიმძიმის შეგრძნებისგან გათავისუფლდებით. ჯანსაღი ძილი კი, ვარსკვლავის აზრით, ყველანაირ ავადმყოფობას თავიდან აგაცილებთ.

მსახიობს განსაკუთრებით ეშინია ქირურგების. ამიტომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, არ ეწევა, არ სვამს, ცდილობს, შეძლებისდაგვარად ივარჯიშოს და სწორად იკვებოს.

– ჯანსაღი კვება, ბევრი ძილი და აერობიკა. ჩემს რაციონში განსაკუთრებული ადგილი სალათებსა და თევზისგან მომზადებულ კერძებს უჭირავს და სწორედ ამას მივაწერ ჩემს ახალგაზრდულ იერს.

ნიკოლი ქალებს აფრთხილებს, რომ განსაკუთრებით მოუარონ სახეს:

– ბევრ ქალს ჰგონია, რომ ვერ მოუვლის საკუთარ თავს ისე, როგორც ამას ვარსკვლავები აკეთებენ. მე კი პირიქით ვფიქრობ. ბევრ ქალს მსახიობებზე მეტი დრო აქვს თავის მოვლისთვის. ასევე, კვების სწორი რეჟიმი, ხილის ნაყინი, არც ისე ძვირადღირებული კრემები, რაც სილამაზის შენარჩუნების საშუალებას იძლევა.

ადრე ვფიქრობდი, რომ ცხოვრება 40 წლის შემდეგ იწყებოდა, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, რომ 50-ის მერეც ყველაფერი წინ არის, – ამბობს მსახიობი.

 სარკისთვის მოამზადა თათია ბოჭორიძემ