ქეთი გომართელის თამამი, ეპატაჟური და სარისკო ექსპერიმენტი – მომღერალმა ჯგუფ ,,სახის” ჰიტი ჩაწერა

ქეთი გომართელის თამამი, ეპატაჟური და სარისკო ექსპერიმენტი - მომღერალმა ჯგუფ ,,სახის” ჰიტი ჩაწერამომღერალი ქეთი გომართელი ახალ,  მასშტაბურ პროექტზე მუშაობს. 90-იანი წლების ყველასათვის ცნობილი, საყვარელი და პოპულარული ჰიტების ათეული მალე გახდება მსმენელისთვის და მაყურებლისთვის ცნობილი.

პირველი სიმღერა, ჯგუფი „სახის“ ჰიტი, სახელწოდებით – „როგორ მინდა, მოგეფერო“ – ახლებური ინტერპერეტაციით და სრულიად განსხვავებული ჟღერადობით  უკვე ჩაიწერა „ბრავო რექორდსში“. არანჟირება დათო ფორჩხიძეს ეკუთვნის, ხმის რეჟისურაზე ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა. სიმღერაზე ვიდეო-რგოლის გადაღება უკვე დაიწყო „ენსის“ სტუდიაში.

კლიპის რეჟისორია არაერთი წარმატებული ვიდეოს ავტორი ნესტან სინჯიკაშვილი. ვიდეოში გამოყენებულია ცნობილი ფოტოხელოვანის ჯორჯ ვანდეკამპის საავტორო ლუქები და ქართული ვიდეო პროდაქშენისთვის სრულიად განსხვავებული საიმიჯო არტი.

პლასტიკაზე იმუშავა ჯგუფ „ვერნისაჟის“ მოცეკვავემ ხათუნა სვიანიძემ, კოსტიუმების ავტორია დუდი ზირაქიშვილი, ვიზაჟის –  სოფო მაჭავარიანი. მომღერალს გადასაღებ მოედანზე პარტნიორობას უწევს „GB“-ის სიმპათიური მოდელი კახა მამულია.

კლიპი ძალიან თამამი, ეპატაჟური და სარისკო ექსპერიმენტია, ძირითადად ვიზუალურ ეფექტებსა და მრავალფეროვან, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ტიპაჟებს გვთავაზობს, საკმაოდ უხვადაა თამამი კადრები.

ვიდეორგოლი დღის სინათლეს აპრილის ბოლოს იხილავს. პრეზენტაცია კინოთეატრში გაიმართება, ხოლო სატელევიზიო პრემიერა ერთ-ერთ ტოქ შოუში შედგება.

პროექტის ფარგლებში სულ მალე ქეთი გომართელი რეპერ ლექსენთან ერთად გააცოცხლებს ყველასათვის ნაცნობ ჰიტს -„გესმოდეს“. საზაფხულო ტურნეს წინ კი დაგეგმილია ჯგუფ „ვინდის“ და გიგა აგლაძის სიმღერაზე „ლამაზი დღე“ კლიპის გადაღება. ორივე სიმღერის ფროდაქშენზე „ბრავო რექორდსი“ იზრუნებს.