,,გამოიხედე, რა დაჯღანულად ტირიხარ, ბიჭო!” – სკოლას მოძალადე მოსწავლეების გარიცხვის უფლება არ აქვს

,,გამოიხედე, რა დაჯღანულად ტირიხარ, ბიჭო!" - სკოლას მოძალადე მოსწავლეების გარიცხვის უფლება არ აქვს – ისმის ვიდეოში, რომელზეც ასახულია გარდაბნის რაიონის სკოლის მოსწავლეზე თანატოლები როგორ ძალადობენ. მიუხედავდ იმისა, რომ სოციალურ ქსელში ეს  კადრები სექტემბრიდან დევს, სამართალდამცავებმა და საზოგადოებამ ახლა მოახდინეს რეაგირება.

რამდენიმე დღის წინ მოსწავლეების მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი მოითხოვდნენ, იმ სამი მოსწავლის სკოლიდან გარიცხვას, რომლებმაც თანატოლზე იძალადეს, თუმცა უშედეგოდ.

როგორც ძალადობის მსხვერპლი ბავშვის დედა აცხადებს, დირექტორმა უთხრა, რომ მას ძალადობაში დადანაშაულებული მოსწავლეების გარიცხვის უფლება არ აქვს. მათივე თქმით, დირექტორმა კონსტიტუციის ის მუხლი განმარტა, რომლის მიხედვითაც 9 კლასის დამთავრებამდე მოსწავლის სკოლიდან გაშვების უფლება კანონით არ გააჩნია.