,,ჩემს შვილს მეხუთე დღეა ვეძებთ” – ბათუმელი მოზარდის ფეისბუქში საშინელი ვიდეოები ნახეს

ბათუმში, ე.წ ბარცხანის დასახლებაში, მეხუთე დღეა მე-10 კლასის მოსწავლეს ეძებენ. როგორც გაუჩინარებული გოგონას დედამ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ოჯახმა სამართალდამცავებს მიმართა.

-ჩემს შვილს მეხუთე დღეა ვეძებთ, სახლიდან რომ გავიდა, ,,ფეისბუქი” ჩართული დარჩა, სადაც საშინელი ვიდეო მასალები ჰქონდა. არანაირი ძალადობა მასზე ოჯახის მხრიდან არ ყოფილა. არ ვიცი, სად ვეძებო. მივმართეთ სამართალდამცავებს და მიმდინარეობს გამოძიება, – აცხადებს გაუჩინარებული მოზარდის დედა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018