გურამ ბაღდოშვილი: ,,არჩილ ტატუნაშვილი ჩემი ნათესავია… ჩემო სისხლო და ხორცო, ჩემო გმირო”

გურამ ბაღდოშვილი: ,,არჩილ ტატუნაშვილი ჩემი ნათესავია... ჩემო სისხლო და ხორცო, ჩემო გმირო”შეფმზარეული გურამ ბაღდოშვილი, რომელიც ფართო საზოგადოებამ შოუდან ,,ჩემი სამზარეულოს წესები” გაიცნო, ფეისბუქში წერს, რომ ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილი მისი ნათესავია.
,,ჩემო არჩილ, ჩემო სისხლო და ხორცო, ჩემო გმირო. სამწუხაროდ, შენი სიცოცხლე შეეწირა“, – წერს გურამ ბაღდოშვილი.
მოგვიანებით კი ,,პრაიმტაიმთან” საუბრისას აღნიშნა:

-არჩილ ტატუნაშვილი ჩემი შორეული ნათესავი არის, მამაჩემის ბიძაშვილის შვილია, მე ძალიან კარგად არ ვიცნობდი არჩილს, რამდენჯერმე მყავს ნანახი. ეს ის პერიოდია, როდესაც არჩილი ჯარში იყო და მე საქართველოში არ ვიყავი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018