,,რუსთავი 2”-ში ვიღაც პრემიების წილს სთხოვდა თანამშრომლებს – ფინანსური სკანდალი ნინო არაზაშვილის წასვლას დაემთხვა

,,რუსთავი 2”-ში ვიღაც პრემიების წილს სთხოვდა თანამშრომლებს - ფინანსური სკანდალი ნინო არაზაშვილის წასვლას დაემთხვა2 კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რუსთავი2“-ის ტელეწამყვანმა და დილის გადაცემების პროდიუსერმა ნინო არაზაშვილმა არხი დატოვა, ჟურნალისტები მასთან დაკავშირებას ცდილობდნენ, მაგრამ არ უპასუხა.
,,პრაიმტაიმის” ინფორმაციით, არაზაშვილის წასვლამდე ერთი დღით ადრე არხზე სერიოზულმა ფინანსურმა სკანდალმა იფეთქა. გაჩნდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია საკუთარ თანამშრომლებს თებერვლის პრემიების უკან მიტანას აიძულებდა. ვითარების გასარკვევად ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაპირისპირებულ მხარეებს შეხვდა.
სწორედ ამ კონფლიქტისა და ხმაურის შემდეგ სახლში ნინო არაზაშვილი მიდის, სკანდალი კი ქრება.

„პრაიმტაიმი“ წერს, რომ არხზე „ატკატების“ პრობლემა დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიღაც საკუთარი გუნდის წევრებს პრემიების წილს სთხოვდა. ეს ორი ფაქტი ერთმანეთს საეჭვოდ დაემთხვა.

კითხვას, რა კავშირში იყო „ატკატები“ ნინო არაზაშვილთან, „რუსთავი2“-ის თანამშრომლები დუმილით პასუხობენ.