ნინო გაჩეჩილაძე: ,,რუსეთში მცხოვრები ყველა ქართველი, ვინც პუტინის პოლიტიკას იზიარებს და არჩევნებში ხმა მას მისცა, საქართველოს მტერია!”

ნინო გაჩეჩილაძე: ,,რუსეთში მცხოვრები ყველა ქართველი, ვინც პუტინის პოლიტიკას იზიარებს და არჩევნებში ხმა მას მისცა, საქართველოს მტერია!"მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე არჩილ ტატუნაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს: “ასეთი დათრგუნული, დაზაფრული და ამავე დროს გამწარებული ალბათ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ არ ვყოფილვარ. მინდა დავაფიქსირო ჩემი, როგორც მოქალაქის აზრი და ვთქვა კიდევ ერთხელ (და თუ დამჭირდა 1000-ჯერ გავიმეორებ), რომ ოსეთი, ისევე როგორც აფხაზეთი საქართველოა!
და ის ცალკე სახელმწიფო არც არასოდეს ყოფილა და ვერც იქნება,

მსოფლიო რუქაზე არ არსებობს ასეთი ქვეყნები, რადგან ერთი-ორი უიღბლო რესპუბლიკის გარდა, არავის უღიარებია და არც შეიძლება, რომ აღიაროს, რადგან ორივე საქართველოს ნაწილია!
ხოლო რუსეთი- ოკუპანტია და საუკუნეების მანძილზე საქართველოს მთავარი მტერი იყო! ასე რომ, ყველა ის რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი, ვინც პუტინის პოლიტიკას იზიარებს და ვინც მას არჩევნებში ხმა მისცა, ისიც უდაოდ საქართველოს მტერია და თუ ასეთი ადამიანი ჩემს ეგრედწოდებულ “ფოლოუერებში” ხართ, ძაან გთხოვთ დატოვოთ ჩემი ინსტაგრამი!” – წერს ნინო გაჩეჩილაძე.