მარინა ბერიძე დათო არჩვაძეს: ,,ჯიგრებმა იმღერონ ჯიგრული და ფანოღური სიმღერები ასე მეხუთე სადღერძელოდან”

2 აპრილს “რუსთავი 2”-ის ეთერში ახალი მუსიკალური პროექტი “მხოლოდ ქართული” დაიწყება. კონკურსის ანონსის გასვლის შემდეგ მუსიკოსმა დათო არჩვაძემ ფეისბუქში ,,მხოლოდ ქართულის” ვიდეო გააზიარა და სკანდალური კომენტარიც გააკეთა: “ამ მუსიკოსის მიმართ არაფერი საწინააღმდეგო არა მაქვს, მაგრამ ესაა ” მხოლოდ ქართული”?!
ძალიან მიხაროდა და დიდი ინტერესით გავუშვი ბევრი ღირსეული კონკურსანტი, მარა ვერც ერთი ვერ მოხვდა კონკურსში, ვინც მართლაც რომ ჭეშმარიტად ქართული ჯიგრით მღერის. გაკვირვებული ვარ, კოლეგებო”.
პროექტის ჟიურის წევრმა, მუსიკოსმა მარინა ბერიძემ დათო არჩვაძეს საჯაროდ გასცაპასუხი და ფეისბუქში დაწერა:
“ჩემო დათო, ჯიგრული სიმღერა დიდი დოზით არის. აი, ახალგაზრდა ამერიკულ მუსიკაზე შემჯდარ ნიჭიერ და არაორდინალურ ბიჭს ქართულს რო შეაყვარებ და ამღერებ, ეს იქნება პროექტის გამარჯვება!!!!!! და ჯიგრებმა იმღერონ ჯიგრული და ფანოღური სიმღერები, ასე მეხუთე სადღერძელოდან”.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018