“ჟურნალისტობა ბევრს უდარდელი პროფესია ჰგონია, ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა კი გაუსაძლისი და დამთრგუნველი დღეებით არის სავსე”, – გვითხრა 29 წლის ნოდარ ჯოჯუამ. ის უკვე 10 წელია, რაც ჟურნალისტიკაშია და ამ სფეროში რომ დარჩენილიყო, უამრავი რამის გადატანა მოუხდა. არ ჰქონდა ჭერი, ზამთარში – სითბო, წყალიც კი, რომ ხელ-პირი დაებანა. ყველაფრის მიუხედავად, სხვა საქმის კეთებაზე არ უფიქრია. ამ […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
როგორ შეაშინა ლაშა ჯოხაძე მარიამ როინიშვილმა – ”დამირეკა და თამრიკო ჭოხონელიძე მომიყვანა”
დიზაინერი ლაშა ჯოხაძე საზოგადოებამ სხვადასხვა ტელეპროექტიდან გაიცნო. აქტიურად იმუშავა ცხრა მეგაპროექტზე, უამრავი ცნობილი ქალი შემოსა. მისი კოლექციები ქალურობითა და დახვეწილობით გამოირჩევა. ქართული მოდაში მისი ნიშა საღამოს კაბებია. მანამდე კი, სანამ მის სახელს და გვარს საზოგადოება დაიმახსოვრებდა, გაიარა გაჭირვების მძიმე წლები, თუმცა ის პერიოდი მაინც “ფერადად” ახსენდება. სწორედ მაშინ აღმოაჩინა თავისი წარმატების ფორმულა, რომელიც “სარკეს” გაუზიარა. […]
თეა გოგოტიშვილი: “დიმიტრის რომ შევხვდი, ტრავმირებული ვიყავი, ჩემთვის ძნელი იყო ოჯახის დანგრევა და ახალი ოჯახის შექმნა”
ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ევროპაში EAGT აკრედიტებულ ფსიქოთერაპევტს, პროფესორ თეა გოგოტიშვილს, ცხოვრებაში ბევრი პრობლემის დაძლევა მოუხდა, რომ საყვარელ საქმეშიც და პირადშიც რეალიზებული ყოფილიყო. პროფესიით მუსიკისმცოდნემ ერთ დღეს გადაწყვიტა, აბსოლუტურად სხვა სფეროში ეცადა ბედი და ფსიქოლოგიის შესწავლა დაიწყო. მაშინ ქმართან უკვე განქორწინებული იყო და ვაჟს ზრდიდა. ახალმა პროფესიამ მის პირად ცხოვრებაშიც სასიკეთო ცვლილება მოახდინა, თავისი ნამდვილი მეორე […]
ნათია სალაძე: ”ან თავი უნდა ჩამომეხრჩო, ან გადავრჩენილიყავი” – ქართველი ემიგრანტის ისტორია
“ვუვლი მოხუცს, ვულაგებ, ვუსუფთავებ. მე არ მრცხვენია, ჩემი შრომით ვიშოვო ფული. 27 წლის ვხდები და 8 წელია არაფერს ვიკლებ, არც ჩემს ოჯახს და არა მარტო… ვმუშაობ იმიტომ, რომ არ ვთხოვო მშობლებს, არ დავჯდე მათ ხარჯზე, არ ვთხოვო სხვას, არ გავხდე მათხოვარი. დიახ, 7 წელი და თვეებია, ოჯახი არ მინახავს… ამ ტანჯული წლების მონაგარს ჩემს ოჯახს […]
ნანა გეგეჭკორი: “უყოყმანოდ გავცვლიდი ამერიკის ულტრათანამედროვე მედიცინას გალში დაბრუნებაზე” – რაზე ოცნებობს ნიუ იორკში წარმატებული ქართველი კარდიოლოგი
ქართველი კარდიოლოგი, 38 წლის ნანა გეგეჭკორი, უკვე 16 წელია, რაც ემიგრაციაშია. ჯერ იყო მოსკოვში, 7 წლის წინ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად და ამჟამად ნიუ იორკის ყველაზე წარმატებულ ჰოსპიტალში მუშაობს. ამერიკაში დაიბადა მისი ორი შვილი, 7 წლის ნინო და 6 წლის ანა-მარია, რომლებიც ქართულ გარემოში იზრდებიან და ქართულიც კარგად იციან. წარმატებული კარიერის მიუხედავად, ახალგაზრდა […]
“საიდუმლო მიწაში უნდა წამეღო, მაგრამ ახლახან ჩემს ქალიშვილს მოვუყევი” – თურქეთში ლაზ კაცზე გათხოვილი ქართველი ქალის ისტორია
სალომე გეგეჭკორი 24 წლის იყო, საქართველოდან უკრაინაში უკანმოუხედავად რომ გაიქცა. მიზეზი, რის გამოც სამშობლოდან შორს ყოფნა და მშობლებისგან გაქცევა მოუწია, მხოლოდ მისმა ქალიშვილმა იცის, რომელიც ახლა 18 წლის არის. სალომე გეგეჭკორმა უკრაინაში 3 წელი იცხოვრა. იქ გატარებულ წლებს ჯოჯოხეთს უწოდებს, რომლისგანაც თურქმა მამაკაცმა იხსნა. სწორედ ეს მამაკაცია დღეს მისი ქმარი და ქალიშვილის მამა და მასთან […]
თამაზ ელიზბარაშვილი: “ჩემს მეგობარს არც სწყენია და არც სტკენია, თავში რომ წამოვარტყი”
ბიზნესმენი და ცხოველთა თავშესაფრის მფლობელი, თამაზ ელიზბარაშვილი, უსიამოვნებაში გაეხვა და სკანდალის გმირად იქცა. სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც ჩანს, რომ ის თანამშრომელს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და მერე თავშიც ურტყამს ხელს, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამ ვიდეომასალასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამაზ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება ძალადობის ფაქტზე, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯარიმას ან თავისუფლების ერთი […]
დები მეგრელიშვილების ათდღიანი გაუჩინარების საიდუმლო
10 დღის განმავლობაში უცნობი იყო გორელი მოზარდი გოგონების, დების, ბედი, რომლებიც 12 აპრილს გავიდნენ სახლიდან, წავიდნენ სკოლაში და ამის შემდეგ მათ კვალს ვერ მიაგნეს. 17 წლის მარიამს და 16 წლის ანას ოჯახი, მოსახლეობა და სამართალდამცავები ეძებდნენ. დარდისგან გაგიჟებული მშობლები უკვე უბედურების მოლოდინში იყვნენ, როცა, საბედნიეროდ, 21 აპრილს გოგონები პოლიციამ იპოვა. ისინი რუსთავში, მეგობართან აღმოაჩინეს. 10 […]
როგორი მამაკაცი სჭირდება ჯულიანა ბარგ-ნარს – “მას ჩემთან ერთად ჩემი ისტორიაც უნდა შეუყვარდეს”
მოცეკვავე ჯულიანა ბარგ-ნარმა 26 წლის ასაკში თავის ვიზუალსა და ნებისყოფაზე სერიოზულად დაიწყო მუშაობა. სპეციალურ ვარჯიშებს აკეთებს და შედეგი უკვე თვალშისაცემია. ჯულიანა დასახული მიზნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს. ცოტა ხნის წინ მან და ოთო ფოლადაშვილმა რუსეთში, ჩელიაბინსკში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებაზე მე-8 ადგილი აიღეს. ეს მათთვის დიდი სტიმულია იმისთვის, რომ არ შეჩერდნენ და მსოფლიოს ტოპ 50-ეულში მოხვდნენ. – ჩელიაბინსკში […]
ლელა თოლორდავა: “ზოგი ქართველი ქალი იტალიაში ისე თხოვდება, მისმა ქართველმა ქმარმა არც იცის”
იტალიის ქალაქ რეჯო-დი-კალაბრიოში მცხოვრები 85 წლის ბაბუა დომენიკოს ამბები საქართველოში ბევრმა იცის. რამდენიმე თვე დომენიკოს ქუთაისელი ლელა თოლორდავა უვლიდა და სამშობლოდან შორეულ ქვეყანაში სიდუხჭირის გამო გადახვეწილი პროფესიით ჟურნალისტი ქალი იქაურ ამბებს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე აქვეყნებდა. თითოეული დღის ამბავი პატარა ნოველასავით იყო. საქართველოში დაბრუნებულმა, ეს “ნოველები” წიგნად აკინძა. წიგნის სათაური “ბადანტე” იქნება. “ბადანტე” იტალიურ ენაზე მომვლელს […]










