კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”

ასმათ ტყაბლაძე: “ცოლშვილიან კაცებს ვუყვარდი, მაგრამ ოჯახი არავისთვის დამინგრევია”

„სარკე“, ლანა კიკნაძე, არქივი მსახიობმა ასმათ ტყაბლაძემ 70 წელს გადააბიჯა. როცა წარსულს თვალს გადაავლებს, შეცდომებს ხედავს, თუმცა საკუთარი თავისთვის საზიანოს და არა – სხვისთვის. ერთადერთი შვილი საკუთარი შრომით გამოზარდა და სარესტორნო ბიზნესი კერვითა და ქსოვით დაგროვილი თანხით დაიწყო. ახლა მხოლოდ ორ რამეზე ოცნებობს – მის გვერდით გაჭირვებული ადამიანები აღარ იყვნენ და ქალიშვილმა შვილიშვილები კიდევ აჩუქოს. […]

“ჩემსა და ჩემს შეყვარებულს შორის ერთი ბიჭი მურმანის ეკალივით ჩადგა”

გამარჯობათ! მე 18 წლის გოგო ვარ. ზაფხულში გავიცანი ბიჭი, რომელიც ძალიან შემიყვარდა. სულ მასზე ვფიქრობ, მისთვის სიცოცხლესაც არ დავიშურებ. მასაც ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ ჩვენ შორის მურმანის ეკალივით დგას მისი ძმაკაცი, რომელსაც ჰგონია, რომ მატყუარა გოგო ვარ, შეყვარებულს მივატოვებ და გულს ვატკენ. ალბათ იკითხავთ, ასეთი უნდობლობა რითი დავიმსახურე. 15 წლის ვიყავი, როცა ერთი ბიჭის მიმართ სიმპათია […]

სალომე გოგიაშვილი: “ვახოსთან ბევრს რომ არ ვთმობდე, ერთად არ ვიქნებოდით”

ყოფილმა ტელეწამყვანმა, სალომე გოგიაშვილმა, ქმარი, ბიზნესმენი ვახო ნიკოლაიშვილი, ძალიან გააოცა თავისი ბიზნესალღოთი. როცა ფეხსაცმლის წარმოებას იწყებდა, მეუღლე ეუბნებოდა, რომ არაფერი გამოუვიდოდა. მთელი კოლექციის გაყიდვის შემდეგ კი სიტყვები უკან წაიღო და ცოლს დაეხმარა კიდეც, ტანსაცმლის ხაზიც გაეკეთებინა. სალომეს მოდის ინდუსტრიაში უკვე დიდი ამბიციები აქვს. – სალომე, ფეხსაცმელების დიზაინიდან ტანსაცმელზეც გადახვედით? – ფეხსაცმლის პარალელურად ტანსაცმელზე მუშაობაც დავიწყეთ. […]

“ჩემს მამიდაშვილებს ჰგონიათ, რომ პაპის ქონებაში ვეცილები”

ზუსტად ვიცი, რომ ამ წერილს ბევრი ჩემი ახლობელი წაიკითხავს და ჩემი მიზანიც ეს არის. ძალიან მინდა, ვიღაც-ვიღაცებს გავაგებინო, რომ სხვის ქონებაზე დახარბებული არ ვარ და არც ჩემი მშობლები იყურებიან სხვების სახლ-კარისკენ. 17 წლის დედისერთა გოგო ვარ და რაც მჭირდება, ყველაფერი მაქვს. კარგი იქნება, ამას ზოგ-ზოგიერთებიც თუ მიხვდებიან. მამაჩემს სოფელი აქვს, სადაც მამიდაჩემი და მისი შვილები […]

ნინი წიკლაური: “ჩაცმულობით ჩემს ქალურ სიძლიერეს ვუსვამ ხაზს”

მომღერალი ნინი წიკლაური უკვე წელიწადზე მეტია, რაც ქმართან, თემო ტუღუშთან და პატარა შვილთან, საბასთან, ერთად ამერიკაში ცხოვრობს. ამერიკულმა ცხოვრებამ მის სტილზე გავლენა, რა თქმა უნდა, მოახდინა, მაგრამ თბილისში ჩამოყალიბებულ გემოვნებას ძირეული ცვლილებები არ განუცდია. ერთადერთი, რაც შტატებში ჩასვლის შემდეგ მის გარდერობში შეიცვალა, ფერებია. მანამდე თუ უმეტესად მუქი, შავი ფერის ტანსაცმელს იცვამდა, ახლა მისი ტანსაცმელი გაფერადდა. […]

ქეთი ორჯონიკიძე ღამის ცხოვრებას დაემშვიდობა

მომღერალ ქეთი ორჯონიკიძის გზა შოუბიზნესისკენ “რუსთავი 2”-ის პროექტ “ვარსკვლავების აკადემიიდან” დაიწყო, ახლა კი ამავე არხზე ტელეჟურნალისტიკის სფეროში დგამს პირველ ნაბიჯებს. ახლახან გამოჩნდა დილის გადაცემაში, რომელიც შაბათ-კვირას გადის ეთერში და ამან მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. ამ სიახლეს უყურებს, როგორც შანსს, რომელიც უნდა გამოიყენოს. – ქეთი, უჩვეულო ამპლუაში ხართ, წამყვანი გახდით. როგორ შეხვდით ამ გამოწვევას? – “რუსთავი […]

ნიკა ლომიძე: “ბოლო პერიოდში მე და ნიტას ძალიან გვიჭირს”

შოუმენ ნიკა ლომიძეს პოპულარობა დიდი ხნის წინ ტელეკომპანია “მაესტროს” დილის გადაცემა “ტოროლამ” მოუტანა, სადაც მისი თანაწამყვანი ნანიკო ხაზარაძე იყო. დილაადრიან გაღვიძება მაშინ ისე მობეზრდა, რომ მას მერე ამ ტიპის გადაცემაში მუშაობა აღარ უფიქრია. მაგრამ გავიდა დრო და ისევ დილის პირდაპირ ეთერში მოგვევლინა, ამჯერად “რუსთავი 2”-ზე. საერთოდ ამ კომპანიაში მყარად დაფუძნდა – პარალელურად ამავე არხის მთავარი […]

“ეჭვი მაქვს, რომ მამაჩემს სხვა ქალისგან შვილი ჰყავს”

ჟურნალ ”სარკეს” 15 წლის გოგონამ ასეთი წერილი მისწერა: ”გამარჯობა! ამ წერილს 15 წლის გოგო გწერთ. გამოუვალ მდგომარეობაში რომ არ ვიყო, ალბათ არც მოგმართავდით. პრობლემა მამაჩემშია. არ მინდა, ჩემი ეჭვები გამართლდეს, მაგრამ მგონია, რომ მთელ ოჯახს გვღალატობს. ასე მგონია, მამას ერთ ქალთან ძალიან ახლო, სხვანაირი ურთიერთობა აქვს. ყველაფერს კი ცოტა ხნის წინ, აღდგომას მივხვდი. დედაჩემს მამა […]

გიორგი გილიგაშვილი: “თეთრი ხალათი დასჭირდებათ, იმდენად გადარეული შეყვარებული ვიქნები”

გიორგი გილიგაშვილი მსახიობიც არის, მუსიკოსიც, პოეტიც, მაგრამ ორი სიტყვით გახდა პოპულარული – “ჩემმა მზემ”. ეს გამოთქმა, რომელსაც ხშირად იმეორებს, უცებ აიტაცა მასმედიის აუდიტორიამ და გიორგი სოციალური ქსელების ვარსკვლავად გადაიქცა. სიმპათიურ ჩოხოსანს ბევრი თაყვანისმცემელი ქალი ჰყავს, მისი გული კი ჯერჯერობით თავისუფალია. როგორც გვითხრა, სიყვარული ჯერ არ განუცდია. – გიორგი, როგორია ან ვინ არის თქვენი მშვენიერი ლედი? […]

როგორ მოხვდა ეკონომისტი ვატიკანა ,,ჩემი ცოლის დაქალებში” და რა საერთო აქვს ლევან ლაშხს თავის პერსონაჟთან

სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” მაყურებლის ყურადღება ახლა განსაკუთრებით ერთი გმირისკენ, ვაკელი ვატიკანასკენ არის მიპყრობილი. სერიალში მისი დაფარული მხარეები თანდათან იკვეთება. სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ მაფიოზური ტიპაჟის უკან მგრძნობიარე პოეტი დგას. ამ გმირის პოპულარობა მისი როლის შემსრულებელმა ლევან ლაშხმაც განაპირობა. ბევრს გაუკვირდება, რომ ის პროფესიით ეკონომისტია და არა – მსახიობი. ლევანი 27 წლის გახლავთ. ეს მისთვის […]