,,ლელოს” წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ლუკა სირაძის შესახებ წერს: ,,ორი წლის წინ ეს ბიჭი დავკარგეთ. სისტემამ შეიწირა! ამ სისტემას სახელი და გვარი ჯერ არ აქვს – სამართალი არ აღსრულებულა. ბევრ მძიმე საქმეს გაუვლია ჩემს ხელში, მაგრამ ამ საქმემ დამანგრია. ვერ მოვისვენებ, სანამ სამართალი არ აღსრულდება! ჩოლოიანის გამოშვებამ ვადაზე ადრე ყველა შეგვძრა, მაგრამ ერთი დღე ვიშვიში […]
კატეგორია: სოციალური მედია
ელისო კილაძე: ,,აგერ, ბატონო, ერთად ვართ მე და თემურ ალასანია”
დღეს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია გამოკითხვაზე იყო დაბარებული. მან გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. ,,ქოცების ,,წყაროები” რომ არ შეცდნენ,და მორიგი დეზინფირმაცია არ გაავრცელონ, აგერ, ბატონო, ერთად ვართ მე და თემურ ალასანია. გადატრიალებას არ ვგეგმავთ, სნაიპერსკი ვინტოვკაც არ გვაქვს, ინტერვიუს ორშაბათს ქრნიკა+-ში წაიკითხავთ… მთელი საღამოა ვუსმენ თემურ და გიული ალასანიებს. იშვიათად […]
ფადი ასლი: ,,რუსთაველზე შიშველი ვივლი, თუ ეს მოხდება”
საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ფადი ასლი სოციალურ ქსელში წერს: ,,2013-2020 წლებში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ზრდა დოლარში იყო ნულოვანი პროცენტი და ახლა მხოლოდ ერთ წელიწადში პრემიერი 15%-ით გაზრდის? თუ მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2022 წელს 5500 დოლარს მიაღწევს, გპირდებით, რომ შიშველი ვივლი რუთაველის გამზირზე!”.
,,არაადამიანური ხმით ვიყვირე – მამა! მეგონა, ჭკუიდან შევიშალე” – ნუგზარ სულაშვილი
საფრანგეთში მცხოვრები ნუგზარ სულაშვილი თავისი ცხოვრების მძიმე პერიოდს იხსენებს და წერს: ,,ზუსტად 8 წლის წინ, 13:15 წ-ზე, საშინელი ტკივილი ვიგრძენი სულში და არაადამიანური ხმით ვიყვირე – მამა! კაბინეტში რამდენიმე თანამშრომელი შემოვარდა… – რა მოხდა ?- მკითხეს გაკვირვებულებმა. – მამა აღარა მყავს-მეთქი, ვუპასუხე მათ და საკუთარმა პასუხმა მუხლებში მომკვეთა. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩემმა ძმამ დამირეკა… – […]
მამა პეტრე: ,,ბარბარობის რა გითხრათ, მაგრამ ლობიანობა შეგვეწიოს!”
ნანიკო ხაზარაძე: ,,პენსიონერს რომ უნიშნავ 340 ლარის წამლებს… ყველას არ ჰყავს შვილი”
ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე ფეისბუქპოსტში წერს პრობლემაზე, რომელიც საქართველოში უამრავ ადამიანს ეხება და ძალიან მტკივნეული თემაა. ,,როდესაც პენსიონერს უნიშნავ წამლებს, რომლებიც მიმოფანტულია საქართველოს მასშტაბით, უნდა ირბინო, გაოფლიანდე დაიღალო და დახარჯო 340 ლარი. ექიმებო, ყველა პენსიონერს არ ჰყავს შვილი, თავად უწევს ჯერ ფულის და მერე წამლის მოპოვება. იქნებ ჯენერიკ მედიკამენტები მაინც გამოუწეროთ, რომლებიც უფრო იაფია და არ […]
,,სიმსივნე ჰქონია, ტკივილისგან გონება გაეთიშა და აფთიაქში შევარდა” – რას წერს ხატია ჯანაშია
დღეს ზუგდიდში ავტომანქანა ,,ჯიპისის” აფთიაქში შევარდა, არტ-უნივერსალის დამფუძნებელი ხატია ჯანაშია ფეისბუქით გამოეხმაურა. ,,დღეს დილიდან სოცქსელში ისტერიკულად ვრცელდება ფოტოები, როგორ შევარდა ჯიპი ,,ჯიპისი” აფთიაქში… ზოგი ღლიცინებს, ზოგიც ლანძღავს მანქანის მძღოლს და ზოგიც გამოხატავს ამ ადამიანისადმი სიბრალულს. გაირკვა, რომ მძღოლს, რომელიც მანქანით შევარდა აფთიაქში, ჰქონია ტვინის სიმსივნე, საჭის მართვისას დაწყებია თავის აუტანელი ტკივილი, აფთიაქთან მანქანა რომ უნდა […]
ნანა გეგეჭკორს განადგურებით ემუქრებიან – ,,ასეთი სულელები როგორ ხართ”
ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ექიმს, ნანა გეგეჭკორს განადგურებით ემუქრებიან. ამის შესახებ ის ფეისბუქში წერს: ,,ანტივაქსერების ახალი სტრატეგია – პირადში მწერენ გაუთავებლად, უშიშროებას არ სძინავს და გაგანადგურებთო. არ ვიცი, როგორ წარმოუდგენიათ ეს განადგურება. ნიუ-იორკში ავტოკატასტროფას თუ მომიწყობენ, თორემ ჩაის არ ვსვამ და პოლინიუმს ვერ მაყლაპებენ. ან რატომ უნდა ხარჯონ ბიუჯეტის ფული ჩემზე, რომელი მნიშვნელოვანი ფიგურა მე ვარ. […]
,,ამ გოგოს შვილების წყევლა და იიი, ის გაუნათლებელიო, ცუდი საქციელია ,,შვეჩკებო!” – ირაკლი ყურაშვილი
ყოფილი ტელეწამყვანის, ხატია სიჭინავას განცხადებებს და ბოლოდროინდელ ინტერვიუებს, სადაც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის უარყოფით მხარეებზე ლაპარაკობს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში აგრესია გამოიწვია. ამას გამოეხმაურა ჟურნალისტი ირაკლი ყურაშვილი და სოციალურ ქსელში დაწერა: ,,ხატია სიჭინავას ინტერვიუს წინ და უკან ფრიალი, იიი, მე ჭკვიანი ვარ და ის გაუნათლებელი (არ დავწერ, რა სიტყვებითაც იხსენიებთ), არის ცუდი საქციელი, […]
,,ჭიათურის მერიის მაღალჩინოსანმა 75 წლის ქალი თანამშრომელი სცემა!” – ირაკლი ვაჩიბერაძე
ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე ფეისბუქში წერს: ,,ჭიათურის მერიის მოძალადე მაღალჩინოსანი, სპარტაკ კობახიძე, რომელმაც 75 წლის ქალი თანამშრომელი სცემა, სამუშაო კაბინეტიდან გაიპარა. აბა, გამოდი თუ ბიჭი ხარ, ხანდაზმულ ქალებს, რომ კაბინეტში ურტყამ. P.s ფოტო გადაღებულია ბატონი სპარტაკის კაბინეტში, მისავე სავარძელში”.










