კატეგორია: სოციალური მედია

,,ვატო დაჭრილია, ოღონდ, როგორც ჩანს, მძიმედ არ არის” – ქეთევან ენუქიძე

,,დაგვეხმარეთ, ვისაც სად მიგიწვდებათ ხმა" - უკრაინაში მყოფ ვატო გელაშვილთან კავშირი შეწყდა

,,შეაჩერე კორუფციის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვატო გელაშვილი დაჭრილია, მაგრამ მძიმედ არ არის – ამის შესახებ მისი მეგობარი ქეთევან ენუქიძე წერს: ,,ვატო დაჭრილია, ოღონდ, როგორც ჩანს, მძიმედ არ არის, რადგან ბაზაზე წევს და სავადმყოფოში არ გადაუყვანიათ”. დღეს, გამთენიისას დაიბომბა იაროვოს სამხედრო ბაზა, სადაც ვატო გელაშვილი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, 134 პირი დაიჭრა.

ქართველი ჯარისკაცი: ,,ლაიქების გამო ნუ თესავთ პანიკას! ამოხვედით ყელში! კიევში ჩემს ფეხებს შემოვლენ რუსები!”

ქართველი ჯარისკაცი: ,,ლაიქების გამო ნუ თესავთ პანიკას! ამოხვედით ყელში! კიევში ჩემს ფეხებს შემოვლენ რუსები!"

ვანო ნადირაძე, რომელიც უკრაინაში რუს ოკუპანტებს ებრძვის, სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ყველას მიმართავს, რომ დეზინფორმაციას ნუ ავრცელებენ და ნუ იტყუებიან, თითქოს კევი ალყაში იყოს. -ვკითხულობ და ტელევიზიიდანაც ვისმენ, რომ კიევი ალყაშია. ეს არის სისულელე! ნუ დაუჯერებთ ამ ტყუილებს, კიევი ალყაში არ არის და არც იქნება! მე მოგაწვდით ოპერატიულ ინფორმაციებს. მე დაგისახელებთ, სად არიან რუსები […]

ელისო კილაძე: ,,72 საათში პუტინს მოკლავენო, ამერიკის დაზვერვამ გამოუშვა ინფო”

"ასეთიც რა დავაშავეთ!!!!" - ელისო კილაძე ეკატერინე ტიკარაძეზე

გაზეთ ,,ქრონიკა +”-ის რედაქტორი, ელისო კილაძე წერს, რომ პუტინის მკვლელობამდე წამზომი ჩართულია და მას ძალიან ცოტა დრო დარჩა. ,,ამერიკის დაზვერვამ გამოუშვა ინფო, რომ 72 სთ-ში პუტინს მოკლავენ. მოსულა ომში მსგავსი გაჟონვა”, – წერს ჟურნალისტი ელისო კილაძე და იქვე, კომენტარებში ამატებს: ,,საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ეს ხუმრობაა – კიევზე შეტევის წინ მთავარსარდლის დემორალიზაცია ცუდი საქმე არაა”.

მარიამ გეგუჩაძეზე საქმე აღიძრა

მარიამ გეგუჩაძეზე საქმე აღიძრა

აქტივისტ მარიამ გეგუჩაძეზე საქმე აღძრეს. ამის შესახებ მარიამის დედა, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს: ,,მარიამზე საქმე აღძრეს წვრილმანი ხულიგნობის მუხლით და ახლა უკვე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ აქტივისტი შვილი მყავს. მარიამ, მე კიდევ მგონია, რომ ძალიან კარგი გოგო ხარ და ეგრე გააგრძელე”.

,,ტყეში იპოვა, იგორს ახლა საკუთარი 20-მილიონიანი საზენიტო სისტემა აქვს”

,,ტყეში იპოვა, იგორს ახლა საკუთარი 20-მილიონიანი საზენიტო სისტემა აქვს''

გიგა ინაშვილი უკრაინელი იგორის ფოტოს აქვეყნებს და წერს: ,,ეს იგორია უკრაინიდან. იგორი ყოველ დილით ახლომდებარე ტყეში სეირნობს. დღეს დილით სეირნობისას ტყეში რუსული არმიის მიტოვებული საზენიტო-სარაკეტო სისტემა 9K330 TOP-M2 იპოვა. იგორს ახლა საკუთარი 20 მილიონიანი საზენიტო სისტემა ჰყავს. გილოცავ, იგორ!”

ბექა ყორშია: ,,ათასამდე წიგნი გადმოვზიდე, კიდევ დარჩა”

ბექა ყორშია: ,,ათასამდე წიგნი გადმოვზიდე, კიდევ დარჩა"

,,მთავარი არხის” ჟურნალისტი ბექა ყორშია წიგნებით სავსე ოთახის ფოტოს აქვეყნებს და წერს: ,,უკვე მეორე კვირაა, ახალ სახლში ნელ-ნელა გადმომაქვს ჩემი წიგნები. ათასამდე წიგნი გადმოვზიდე. კიდევ ხუთასამდე დარჩა და რავი, ისეთი პირი უჩანს, ესენი დაბინავდებიან და მე გარეთ მომიწევს დაძინება ჩემი კრგც მვნ”.

ზელენსკის მრჩეველი: ,,ომი აწი ნახეთ, პირუტყვებო!”

ზელენსკის მრჩეველი: ,,ომი აწი ნახეთ, პირუტყვებო!"

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში სამშობიარო სახლი და ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს. დაშავებულია 17 ადამიანი, მათ შორის ორსულები. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ვიდეო გაავრცელა, სადაც ოკუპანტებს მიმართავს: ,,მარიუპოლის სამშობიარო სახლზე თავდასხმამდე ჩათვალეთ, რომ ყვავილები იყო. ომი აწი ნახეთ, პირუტყვებო. ამ წუთიდან სრულიად სხვა ომს მიიღებთ!”

SOS: ,,აღარ დამიტოვეთ სხვა გზა… იმედია, ჩემს შვილს უდედობას არ აგრძნობინებთ” – ქართველი დედის სასოწარკვეთილი წერილი

SOS: ,,აღარ დამიტოვეთ სხვა გზა... იმედია, ჩემს შვილს უდედობას არ აგრძნობინებთ" - ქართველი დედის სასოწარკვეთილი წერილი

ქართველი ახალგაზრდა დედა, ანა ანესაშვილი წერს, რომ ამდენ გაჭირვებას ვეღარ უძლებს, სიცოცხლე აღარ სურს, თავის 13 წლის შვილს კი კეთილი ადამიანების იმედად ტოვებს. სასოწარკვეთილი მარტოხელა დედის ამოძახილს გულგრილად ნუ აუვლით გვერდს, ვისაც რითი შეგვიძლია, ნიკუშას დედას გვერდით დავუდგეთ. საქმე ის არის, რომ ანა შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მეპატრონემ კი ბინის სასწრაფოდ დაცლა მოსთხოვა, სავარაუდოდ, […]

,,შაქარზე რაც ხდება, ისეთი ბანძობა და სიწუწეა, მრცხვენია!” – ქეთევან ენუქიძე

,,შაქარზე რაც ხდება, ისეთი ბანძობა და სიწუწეა, მრცხვენია!" - ქეთევან ენუქიძე

უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პარალელურად საქართველოში სუპერმარკეტების დახლები ცარიელდება, ფასები კი კატასტროფულად იმატებს. მაგალითად, 4 დღის წინ ერთი ტომარა ფქვილი (პირველი ხარისხის, 50 კილო) თუ 74 ლარი ღირდა, დღეს უკვე 90 ლარზე მეტი ღირს. დახლებიდან დაიტაცეს უკრაინული წარმოების მარილი, ასევე ადვილად ვეღარ იშოვით შაქარს, რადგან ხალხი ტომრებით ყიდულობს. ორგანიზაციის ,,შეაჩერე […]

ქართველ მამაკაცს უკრაინაში 2 დღის ჩვილი დაეღუპა, ცოლი კი სიკვდილს ებრძვის – რა მოხდა ქართულ ოჯახში

ლამზირა ლილუაშვილი: ,,შეიძლება მოიპარეს და მე მომყიდეს"

უკრაინაში მცხოვრებ ქართველს 2 დღის ჩვილი დაეღუპა, მისი მეუღლე კი ახლა სიკვდილს ებრძვის. ამ უმძიმესი ისტორიის შესახებ ,,პრაიმტაიმი” თორნიკე სირბილაძის პოსტს აქვეყნებს: „მინდა, მოგიყვევთ უკრაინაში მეორედ დევნილად ქცეულ ქართველზე, არჩილ სურმანიძეზე და მის 2 დღის ომს შეწირულ გიორგი სურმანიძეზე, რომელიც ჭურვების ქვეშ დაიბადა და 2 დღეში ისევ ცაში გაფრინდა. არჩილი და ოლია მესამე ბიჭს ელოდებოდნენ, […]