პარლამენტის დეპუტატი ეკა ხერხეულიძე წერს, რომ უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ გიორგი ლორთქიფანიძე დაინიშნა. ,,ეს ის გიორგი ლორთქიფანიძეა, საქართველოს ხელისუფლება პასუხისგებისთვის რომ ეძებს, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში გამომგზავრების ბრალით”, – დაწერა დეპუტატმა.
კატეგორია: სოციალური მედია
რუსები ცდილობენ, დეზინფორმაციების გავრცელებას, რომ ქალაქები აიღეს
რუსულმა პროპაგანდამ დღეს აქტიურად დაიწყო ინფორმაციების გავრცელება, რომ უკრაინის ქალაქები რუსებმა დაიკავეს და სერიოზული წარმატებები აქვთ. სამწუხაროდ, ქართულ ტელეარხებზეც გამოჩნდნენ ,,ექსპერტები”, რომლებიც იმავეს იმეორებენ. ოღონდ სხვადასხვა კონტექსტით. ჟურნალისტი უჩა აბაშიძე ერთ-ერთ ასეთ დეზინფომაციაზე წერს: ,,გუშინ გაგვაფრთხილეს უკრაინელებმა – ხვალიდან შემოიპარებიან ქალაქებში და გაავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ აღებულიაო. დღეს ანნა ნიუსი (აფხაზი დედამო**ების ტელევიზია) დებს ტელეგრამ არხებზე, […]
რუსეთში სტომატოლოგიური მასალების მწარმოებლებმა იმპორტი შეაჩერეს
სტომატოლოგიური მასალებისა და აპარატურის მწარმოებლებმა რუსეთში იმპორტი შეაჩერეს. ამის შესახებ სტომატოლოგი თამუნა ყურაშვილი წერს: ,,თითქმის ყველა სტომატოლოგიური მასალების და აპარატურის მწარმოებელმა ბრენდმა შეაჩერა რუსეთში იმპორტი, ასობით კომპანიამ, ასევე ფილერების და ბოტოქსების მწარმოებელმა კომპანიებმა. ამას კიდევ არაუშავს და საბჭოთა ფოსფატცემენტზე უწევთ გადასვლა ჩვენს კოლეგებს. მართლა რა ეშველებათ, არ ვიცი. შავი ბაზარის გზებზე ფიქრობენ”.
ხათუნა ხოფერია: ,,ზელენსკიც ლაჩარი და ნაძირალაა და სააკაშვილიც! შენ გაგიმარჯოს, ირაკლი ღარიბაშვილო!”
,,ოცნების” მხარდამჭერებმა სიტყვები ,,საქართველომ (სააკაშვილმა) დაიწყო ომი” ასე შეცვალეს: ,,სააკაშვილმა აწარმოა ომი რუსეთთან”. პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერიაც წერს, რომ სააკაშვილმა აწარმოა ომი რუსეთთან და ახლა ზელენსკი აწარმოებს ომს რუსეთთან. ნაცმოძრაობას მკვლელებს უწოდებს და მათ მიმართავს: ,,აბა, ნაცებო, ნაცანასხლეტებო, ნაცმკვლელებო! გვაქვს,ერთმანეთის გამომრიცხავი, ორი მოცემულობა: 1. მიხეილ სააკაშვილი-საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც 2008 წელს აწარმოა ომი რუსეთთან. დაკარგა ტერიტორიები, […]
,,უცხოეთიდან ვეღარ შევძლებთ ფულის გამოგზავნას, რომ ოჯახები ვარჩინოთ” – საშიში სიგნალი ქართველი ემიგრანტებისთვის
უმსხვილესი შვედური ბანკი ,,ჰენდელსბანკენი“ საქართველოსა და სომხეთში ტრანზაქციებს წყვეტს. ამის მიზეზი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შექმნილი ვითარებაა. ისინი ხედავენ საფრთხეს, რომ რუსეთის მოქალაქეებმა სანქციებს გვერდი აუარონ და რუსული სანქცირებული თანხები საქართველოსა და სომხეთში გაათერონ. უმსხვილესი შვედური ბანკი 21 მარტიდან ტრანზაქციებს ოფიციალურად წყვეტს. ექსპერტების თქმით, თუ ამას კამპანიური სახე მიეცემა და სხვა ბანკებიც აუბამენ მხარს, შესაძლებელია […]
ინგა გრიგოლია: ,,ღმერთო, მოკალი პუტინი! ღმერთო, დაასრულე ეს ჯოჯოხეთი!”
თემო საჯაია: ,,საწვავის ფასზე არავინ იღებს პასუხისმგებლობას? არავინ?”
მუსიკოსი და ტელეწამყვანი თემო საჯაია საქართველოში საწვავის ფასების კატასტროფულად გაზრდაზე სოციალურ ქსელში წერს: ,,ტერორისტული აქტის დროსაც კი ვიღაც ყოველთვის იღებს პასუხისმგებლობას. ჰოდა, საწვავის ფასზე,რა ხდება? არავინ იღებს პასუხისმგებლობას? არავინ? თუ ეს პონტია? ,,- ტომ! – პასუხი არ არის! -რა დაემართა ამ ბიჭს? ტომ! “
,,40 წუთია, რაც ოკუპანტები გარბიან, 40 კილომეტრით უკან დაიხიეს” – რადას ყოფილი დეპუტატი
უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატი ბორისლავ ბერეზა წერს: ,, ჩვენ ახლახან მოვიგეთ ომი, ყოველ შემთხვევაში, ლოკალური მაინც. 3 საათის განმავლობაში ირპენში, ბუჩაში, სტოიანკაში და ვორზელში ოკუპანტებისთვის ჯოჯოხეთი ტრიალებდა,, ცა ცეცხლის ალში იყო გახვეული. ეტყობა ჩვენები სერიოზულად გაბრაზდნენ. ალყაში მოქცეული რუსი ორკების ფეხქვეშ მიწა იწვოდა. მეეჭვება, ოკუპანტებისგან იქ ვინმე ცოცხალი გადარჩენილიყო. ჩვენები ესროდნენ რაკეტებს, გრადებს და კიდევ […]
,,ორ დღეში რუსული არმიის სრული ჩამოშლა შესაძლებელია” – გიორგი თავდგირიძე
სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირაძე საიმედო პროგნოზს აკეთებს. მან ცოტა ხნის წინ დაწერა: ,,კადრები, რომლებიც იდება და ინფორმაციები, რომლებიც ჟონავს, იძლევა საშუალებას, გაკეთდეს წინასწარი შეფასება, რუსეთის შეტევების პოტენციალი საბოლოოდ განადგურდა და იწყება რუსული არმიის მართვის მოშლა შეხების მთელ ზოლზე, რომელიც ორ დღეში არმიის სრული ჩამოშლით შეიძლება დასრულდეს…”
,,პოსტსაბჭოთა ქვეყნები დათანხმდებიან ამას და ჩემთვისაც მისაღებია ეს მოდელი” – სანდრო ბრეგაძე
ბოლო დროს რუსული პროპაგანდისტული მედია და ფეისბუქჯგუფები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას, რომ საქართველო თუ ნეიტრალიტეტს ოფიციალურად გამოაცხადებს, მას ექნება შანსი, დაიბრუნოს ის ტერიტორია, რომელიც სსრკ-ს დაშლამდე ჰქონდა. იმავეს იმეორებს სანდრო ბრეგაძე და მის ,,ხელთ არსებულ დადასტურებულ ინფორმაციაზე” დაყრდნობით წერს: ,,აღარ არის კეკლუცობის დრო და პირდაპირ უნდა ითქვას. დღეს არსებულ მძიმე გეოპოლიტიკურ კატასტროფაში ქართული სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა […]










