,,მთვარის” ჟურნალისტი ნინუცა კეკელია კოვიდით არის ინფიცირებული. ის იმ ყველაფერზე წერს, რაც ვირუსის მართვისას გადახდა თავს. ,,ახლა ვიცი, რატომ გიკვდებათ დღეში 70 კოვიდინფიცირებული. შაბათს კოვიდი დამიდასტურდა. მარტივი ფორმა მაქვს და გადავწყვიტე, დაგლოდებოდით, რა ბიუროკრატია გქონდათ, ძალიან მაინტერესებდა. დამირეკა ჯანდაცვამ შაბათს, კოვიდი გაქვთ, ხოვო? დამემშვიდობნენ. მეორე დღეს ისევ დამირეკეს, კონტაქტები ჩამაწერინეთო – ის კონტაქტები თვითიზოლაციაში არიან, […]
კატეგორია: სოციალური მედია
დავით ზურაბიშვილი: ,,საერთოდ რა ჯიშის ხართ და სად გაიზარდეთ?”
პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,გლდანის ციხის საავადმყოფოში პატიმრის უჩუმრად და ციმციმ გადაყვანა რა იყო ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე, ან ეს რას ჰგავს, სხვა პატიმრებს რომ აგინებინებთ მოშიმშილე და ავადმყოფ კაცს? რომელ გენიოსს მოგივიდათ ეს თავში? სრულიად წარმოუდგენელია, რასაც ეს ხელისუფლება სჩადის მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ვინ ხართ თქვენ საერთოდ, რა ჯიშის ხართ და სად […]
,,გვაქვს ეჭვი, რომ შეყვანისას სააკაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ”
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს: ,,ამ წუთებში იმედის ეთერში იუსტიციის ფარჩაკი მინისტრი ამბობს, რომ სააკაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეთვრამეტე დაწესებულების პერსონალს. ღიად ვაცხადებ, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეყვანისას მიხეილ სააკაშვილს გაუსწორდნენ ფიზიკურად და ახლა მიზეზს ამზადებენ, რომ დაზიანებები პაციენტის აგრესიით ახსნან. ამ ეჭვს ამძაფრებს ისიც, რომ ჯერჯერობით მიხეილ სააკაშვილი ჩვენთვის ცნობილ […]
ელისო კილაძე: ,,ძალიან ცუდადაა, გონება უკვე დაკარგა!”
გაზეთ ,ქრონიკა +”-ის რედაქტორი, ჟურნალისტი ელისო კილაძე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ,,აკი არ შიმშილობსო? აკი გლდანის ,,რეზბალნიცა” მზადააო? აკი ექიმები გვყავსო?! მკვლელების მთავრობა! მე მივდივარ გლდანში! ვიცი, რომ ძალიან ცუდადაა და გონება უკვე დაკარგა! ქვეყანაა ამ მკვლელებისგან გამოსახსნელი! ირაკლი ღარიბაშვილი – მკვლელი ხარ!”.
ნანა გეგეჭკორი: ,,პაციენტის ნების საწინააღმდეგოდ ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაციის ჩატარება დასჯადია”
ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ნანა გეგეჭკორი მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანას ასე ეხმაურება: ,,პაციენტის ნების საწინააღმდეგოდ ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაციის ჩატარება, თუნდას ეს მისი სიცოცხლის გადარჩენას ემსახურებოდეს, დასჯადი ქმედებაა. ექიმი, ვინც ხელს აწერს გადაწყვეტილებას პაციენტის ნების საწინააღმდეგოდ მის მკურნალობაზე, აუცილებლად უნდა დაისჯოს კანონის შესაბამისად. იმედია, ქართული კანონმდებლობა ამ ბარბაროსობის ლეგალურ უფლებას არ იძლევა”.
ელისო კილაძე ირაკლი კობახიძეს: ,,ილოცე, რომ მიშა გადარჩეს”
გაზეთ ,,ქრონიკა +”-ის რედაქტორი, ჟურნალისტი ელისო კილაძე ირაკლი კობახიძეს მიმართავს: ,,ბოლო რჩევაა ჩემგან. ცხელი თავი გაიგრილე და მოიქეცი ისე, როგორც ამ ქვეყნის უსაფრთხოებას სჭირდება. არ გაბედოთ და ხელი არ წაგიცდეთ პატიმრების ბუნტზე და შუმოკზე! არ გაბედოთ და თმის ღერი არ ჩამოუვარდეს პატიმარ სააკაშვილს! აღმოუჩინეთ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და ილოცე, რომ გადარჩეს! ჟანრის კლასიკა აჩვენებს, რომ […]
ნიკა გვარამია: ,,თუ ვინმე ხართ მიუნხენში ექიმი, გთხოვთ, დამიკავშირდეთ დაუყოვნებლივ”
მამუკა გამყრელიძე: ,,იმიტომაც მოგათრიეს ხელისუფლებაში, რომ არ იძალადო!”
პოლიტიკოსი მამუკა გამყრელიძე ფეისბუქში მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის კლინიკაში მალულად გადაყვანას, ფეისბუქით ეხმაურება: ,,როგორი ამბავია, იცით? მოხულიგნო უფროსკლასელი რომ თავისზე პატარას ჩაგრავს. თან იცის, არ დასჯიან, რადგან მამამისი მილიციის უფროსია, დედამისი კი სკოლის დირექტორი. ოპოზიციის პრობლემა არის ხალხის არასაკმარისი რაოდენობის მხარდაჭერა. ბევრი ხალხი რომ გიჭერდეს მხარს, დიდი ბიჭი უკვე შენ იქნები და იმ ხულიგანს მილიციონერი […]
თიკო ნატროშვილი: ,,აქ, გერმანიაში ჩემი შვილის შესახებ ექიმებმა ინფორმაცია რომ გაცვალონ, ჩემი ნებართვაა საჭირო”
ყოფილი მოდელი თიკო ნატროშვილი, რომელიც ქმართან და სამ შვილთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ციხის სამედიცინო ოთხში გადაღებული კადრების გამოქვეყნებაზე წერს: ,,ეს საკვები თუ ვინმემ არ დამაძალა ან დამავალდებულა, ვერაფრით შევჭამ, მით უმეტეს, ნაშიმშილარზე. 3 შვილის დედა ვარ და ყველანაირი სახეობის ბავშვთა საკვები ვიცი, ვიზუალურად როგორია. გასინჯვა არც მიცდია! მაგრამ მანდ სხვა, უფრო […]
ნანუკა ჟორჟოლიანი: ,,ვეღარ მოხერხდა გადარჩენა, გესმით? ადამიანი ვეღარ გადაარჩინეს… უმძიმესი ამბავია”
რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე მამაკაცი გარდაიცვალა. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს: ,,შეიძლება ასეთ აქციებზე სასწრაფო არ იდგეს? აქციაზე ადამიანი ცუდად გახდა, სასწრაფო იმდენი ხანი არ მოვიდა, მოქალაქეებმა წაიყვანეს. გზაში სასწრაფოც დაეწიათ და ვეღარ მოხერხდა გადარჩენა. გესმით? ადამიანი ვეღარ გადაარჩინეს. უმძიმესი ამბავია. და უფრო მძიმეა, რომ ოპოზიციის აქციებზე მყოფ ადამიანებს იმდენად არ აღიარებს მთავრობა, რომ სამედიცინო დახმარებას […]










