რიკოთის გვირაბთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას,ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი ემსხვერპლა. დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მოგვიანებით დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. თვითმხილველთა თქმით, გზის საპირისპირო ზოლში მოძრავი ტრაილერი მსუბუქ მანქანას დაეხაჯა. როგორც “ნიუპოსტს” შს სამინისტროში განუცხადეს, ავარიაში მონაწილე ტრაილერის მძღოლი დაკავებულია. გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის […]
კატეგორია: შემთხვევა
“პეგასუსის” თვითმფრინავი ტრაბზონში ზღვაში ჩავარდნას სასწაულით გადაურჩა – ვიდეო
კომპანია “პეგასუსის” კუთვნილი თვითმფრინავის 162 მგზავრი, რომელიც ინციდენტის დროს “ბოინგში” იჯდა, თავს კარგად გრძნობს და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ამის შესახებ “ტელეგრაფი” წერს. ავიალაინერი თურქეთში, ტრაბზონის აეროპორტში დაჯდომას აპირებდა, როდესაც მოცურდა, ბილიკიდან გადავიდა და კლდეზე დაეშვა. ზღვაში ჩავარდნისგან თვითმფრინავი ტალახმა გადაარჩინა. ინციდენტის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა. თვითმფრინავი ტრაბზონში ანკარადან ჩაფრინდა. მომხდარის […]
ნიკა წულუკიძე სიკვდილს გადაურჩა
თეატრმცოდნე და ტელეკომპანია “იმედის” წამყვანი ნიკა წულუკიძე სიკვდილს გადაურჩა. ის გადაღებებზე გუდამაყარში კოლეგებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც კლდიდან დაგორდა. საავადმყოფოში გადაღებული ფოტო ნიკა წულუკიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა: ”გუდამაყრიდან ტრავმატოლოგიურამდე. გადავრჩი. ქართული თეატრის დღეს გილოცავთ. <3 ხევისბერთან ვიყავით გადაღებაზე გუდამაყარში, პირიმზის სალოცავში და ღამის ორ საათზე დავგორდი კლდიდან. ახლა კარგად ვარ.”



