კატეგორია: შემთხვევა

ხადორის ხეობაში დაღუპული მამაკაცი მსოფლიოს ჩემპიონი გიგა ტყემალაძეა

მაშველებმა ახმეტაში, ხადორის ხეობაში, ხევში ჩავარდნილი 26 წლის მამაკაცის ცხედარი დღეს ამოიყვანეს. გარდაცვლილი პანკრატიონში მსოფლიო ჩემპიონი გიგა ტყემალაძეა. მისი გარდაცვალების ფაქტი Ambebi.ge-ს სპორტსმენის მეგობარმა დაუდასტურა. ტყემალაძე ამერიკაში ცხოვრობდა და თბილისში ხშირად ჩამოდიოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას კლდიდან ფეხი დაუცდა და ხევში გადავარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე გურჯაანის, თელავისა და ახმეტის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 20 მაშველი […]

საშინელი ავარია ქედაში – სატვირთო მსუბუქ მანქანას დაეჯახა – 5 ადამიანი დაიღუპა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ინტერპრესნიუსი

თავისუფლების მოედანზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, თავისუფლების მოედანზე მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია. პირველი

ამ წუთებში ბორჯომის ტყეში ხანძარია

ბორჯომის სოფელ საკირეს ტყეში ხანძარია. როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ცეცხლი ბუჩქებსა და ხეების ნარჩენებს უკიდია. სახანძო სამაშველო სამსახური რეგიონის მასშტაბითაა მობილიზებული. ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული. კვირა

,,ჯანმრთელ ბავშვს აუცრეს, კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა” – გია ყრუაშვილი

გია ყრუაშვილმა ფეისბუქში დაწერა: ,,ჯანმრთელ ბავშვს აუცრეს, კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. ბევშვების ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ ადარდებს. ღმერთმა გაგინათლოს სული, ჩემო პატარა. სამწუხაროა, როცა ჩემი ასაკის კაცს შენი სულის განათლებაზე მიწევს საუბარი, შენ შემოგევლე”. ,,ალია” ვეტერან რკინიგზელს, გია ყრუაშვილს დაუკავშირდა: – მაგ საწყალი ბავშვის მამა მუშაობს ჩვენთან, საქართველოს რკინიგზაში, თანამშრომლები ვართ. ვიცოდი, რომ ბავშვი კომაში ჰყავდა, დაახლოებით 6 თვეზე მეტხანს იყო გათიშული, მდგომარეობიდან ვერ გამოჰყავდათ, მაგრამ დეტალებს ვერ ვეკითხებოდი, კაცს თავისი გაჭირვება ჰქონდა… ახლა კვირას იყო ბავშვის დაკრძალვა, ვიყავი იქ მისული და მაშინ ვკითხე, რა მოხდა-მეთქი. ყველა მასალა და დოკუმენტები მაქვს, რითაც ექიმის ბრალეულობა იკვეთებაო და ბრძოლას ვაპირებო, ჩემი შვილის მკვლელობას არავითარ შემთხვევაში არ ვაპატიებ არავისო! ეს კაცი ახლა ხაშურშია, იმ კვირაში ჩამოვა… – თუ იცით, რა აცრა გაუკეთდა? […]

,,გამოიხედე, რა დაჯღანულად ტირიხარ, ბიჭო!” – სკოლას მოძალადე მოსწავლეების გარიცხვის უფლება არ აქვს

– ისმის ვიდეოში, რომელზეც ასახულია გარდაბნის რაიონის სკოლის მოსწავლეზე თანატოლები როგორ ძალადობენ. მიუხედავდ იმისა, რომ სოციალურ ქსელში ეს  კადრები სექტემბრიდან დევს, სამართალდამცავებმა და საზოგადოებამ ახლა მოახდინეს რეაგირება. რამდენიმე დღის წინ მოსწავლეების მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი მოითხოვდნენ, იმ სამი მოსწავლის სკოლიდან გარიცხვას, რომლებმაც თანატოლზე იძალადეს, თუმცა უშედეგოდ. როგორც ძალადობის მსხვერპლი ბავშვის დედა აცხადებს, დირექტორმა უთხრა, […]

ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატმა ოზურგეთში კაცი მოკლა

რამდენიმე საათის წინ ოზურგეთის  სოფელ შემოქმედში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილის მეზობლების განცხადებით, ახალგაზრდა შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც საკუთარი სახლის სხვენში შეწამვლითი სამუშაოები დაასრულა. – ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენების შემდეგ მისი მდგომარეობა რამდენიმე წუთში დამძიმდა, სასწრაფო გამოვიძახეთ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, – აცხადებენ ადგილობრივები. ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ძლიერი […]

ავარიაში 13 წლის გოგონა დაიღუპა, მანქანას მისი ძმა მართავდა – შემზარავი ტრაგედია ოზურგეთში

შემზარავი ტრაგედია დატრიალდა ოზურგეთი-ბაილეთის დამაკავშირებელ გზაზე. ავტომანქანაში, რომელიც გზიდან გადავარდა, დედა და მისი ხუთი შვილი იმყოფებოდნენ. ოჯახი ბაილეთიდან სახლში, ახალსოფელში ბრუნდებოდა. ავტოავარიის შედეგად 13 წლის გოგონა გარდაიცვალა, ხუთი დაშავებული კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. უმძიმეს მდგომარეობაშია კიდევ ორი არასრულწლოვანი ბავშვი, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. საჭესთან უფროსი შვილი ე. ჩ. იჯდა. თვითმხილველთა თქმით, […]

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე საწყობს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი ერთ-ერთ საწყობს უკიდია. როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 11 სახანძრო მანქანა მუშაობს. მათი ინფორმაციით, ცეცხლი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. კვირა

,,პეგასუსის” თვითმფრინავში მამაკაცი გარდაიცვალა – ,,აფრენამ დააგვიანა, სუნთქვა ჭირდა” – ვიდეო

13 აპრილს თბილისი-სტამბულის რეისზე, ავიაკომპანია ,,პეგასუსის” თვითმფრინავში, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. თამარ ამირანაშვილი, რომელიც იმ დროს თვითმფრინავში იჯდა, ამ ტრაგედიის  შესახებ ფეისბუქში წერს. ..ჩასხდომა გვიან დაიწყო, დაახლოებით დილის 04:10 წუთზე. შესაბამისად დააგვიანა აფრენამ და საკმაოდ დიდხანს ვისხედით თვითმფრინავში, ვენტილაცია მუშაობდა, თუმცა სუნთქვა ჭირდა. აფრენის დროც გადაიწია, ნაცვლად 04:30, თვითმფინავი დაიძრა 04:50-ზე. როგორც კი ოდნავ გავცდით აეროპორტის […]