კატეგორია: შემთხვევა

სვანეთში მოსახლეობა სიმაღლეებს აფარებს თავს

ჭუბერის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, ნინო ვიბლიანი ,,ნიუპოსტთან” ამბობს, რომ 10 თემი, ჭუბერის მთელი ხეობა არის მოწყვეტილი გარე სამყაროს. -წაღებულია მდინარის კალაპოტის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობები. მდინარე სოფლის ცენტრში, მთის ჩამოშლა სავარაუდოდ, გუშინ ღამით მოსულმა ნალექმა განაპირობა. მოწყდა მთის გარკვეული მასა, ჩახერგა მდინარე, რომელიც შემდეგ ერთბაშად წამოვიდა, – განაცხადა ვიბლიანმა. ჭუბერში, ნენსკრაჰესთან მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც […]

გურჯაანში ხანძარს 2 წლის გოგონა ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ორსართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად 2 წლის გოგონა გარდაიცვალა. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცავები იმყოფებიან. ნიუპოსტი

შავშვებთან სატვირთო ამობრუნდა – მოძრაობა პარალიზებულია

შიდა ქართლში, სოფელ შავშვებთან, სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან. ამასთან, ავტომაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობის გართულება მეტეოროლოგიურ პროცესებს, კერძოდ, ძლიერ წვიმას უკავშირდება. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, დასავლეთის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე წუთია, პარალიზებულია.

,,ვაიმე, დავიღუპეთო, იყვირა მძღოლმა” – რას ყვება მოსწავლე გომბორზე დატრიალებულ ტრაგედიაზე

9 ივნისს გომბორის უღელტეხილზე საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ექსკურსიაზე წასული მოსწავლეები ავარიაში მოყვნენ. დაიღუპა 4 ადამიანი, დაშავდა 20-ზე მეტი. ,,ნიუსონლაინს” სამარშრუტო ტაქსში მჯდომი მოსწავლე  ავარიის დეტალებს მოუყვა: „მოსახვევში, ,,მარშუტკაში” რომ ვისხედით, მუხრუჭს რომ აწვებოდა, მუხრუჭი ჩავარდა თუ გაფუჭდა, არ ვიცი, მაგრამ ვაიმე, დავიღუპეთო, რომ იყვირა მძღოლმა, ყველანი ავყვირდით. მერე სამი ბრუნი გააკეთა, პირველ ბრუნზე მე და […]

ვერონიკა ფხაკაძე – გოგონა, რომელიც ფარცხანაყანებში ავარიას ემსხვერპლა

7 ივნისს ფარცხანაყანებში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან მძღოლი მიიმალა. როგორც “პრაიმტაიმს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ავარიის შედეგად ვერონიკა ფხაკაძე დაიღუპა. მის ფეისბუქის გვერდზე ვერონიკას ახლობლები […]

აშშ-ში ტრაილერის გადაბრუნების შედეგად კარლო წვერავა და კახა კომახიძე დაიღუპნენ – ”განათლებული და იუმორით სავსე ადამიანი იყო”

აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიისას სატვირთოში სამი მამაკაცი იჯდა, რომელთაგან ორი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა. “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ერთ-ერთი დაღუპული თბილისიდანაა, ერთი კი – ქუთაისიდან. ასევე ჩვენთვის ცნობილი გახდა გარდაცვლილების ვინაობა – 26 წლის კარლო წვერავა და კახა კომახიძე. როგორც “პრაიმტაიმს” გარდაცვლილი კარლო წვერავას მეგობრის დედამ განუცხადა, კარლო მართავდა იმ ტრალიერს, […]

“გიგა ტყემალაძემ შეყვარებულს დაუბარა, მთებს გადავხედავ და საღამოს მოვალო” – როგორ დაიღუპა ევროპის ჩემპიონი პანკისის კლდეებში

“მე მინდა, უბრალოდ მთებზე ვიარო, ალბათ მომიწევს ძალიან ბევრი სიარული კლდეებზე ფეხით. ვიდეოს და სურათებს გაჩვენებ საღამოს, საყვარელო”, – ასე მითხარი, შემპირდი, მაგრამ აღარ დაბრუნდი. შენ ჩემი გული ხარო, ისიც მომაძახე და წახვედი”, – იხსენებს გიგა ტყემალაძის უკანასკნელ დღეს მისი შეყვარებული სოციალურ ქსელში. გიგა პანკრატიონში მსოფლიო ჩემპიონი იყო. 26 წლის სპორტსმენი პანკისში, ხადორის ხეობაში, ხევში […]

ემიგრანტმა თავი შვილის გამო მოიკლა – ,,თვითმკვლელობამდე 46 წლის თეა ნიკოლეიშვილი შვილს საპატიმროში შეხვდა”

ემიგრანტმა თავი შვილის გამო მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე 46 წლის თეა ნიკოლეიშვილი შვილს საპატიმროში შეხვდა, რომელიც იტალიელმა სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას ,,ემიგრანტების იმედი” შოთო სიხარულიძე ავრცელებს. 20 წლის საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი იტალიელმა სამართალდამცავებმა მოხუცის გაძარცვის ბრალდებით დააკავეს. ფაქტი ტარანტოს პროვინციაში, ქალაქ მარკინა ფრანკაში მოხდა. სწორედ ამ ქალაქშია დაპატიმრებული ქართველი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, […]

ჰავაიზე ვულკანის ამოფრქვევამ სახლები გაანადგურა, ხალხის ევაკუაცია გრძელდება

ჰავაიზე მასშტაბური ევაკუაცია გრძელდება. ვულკან კილაუ-ეას ამოფრქვევის შედეგად გადმოსულმა ლავამ უკვე გაანადგურა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, ხოლო მომწამვლელი აირმა საშიშროება ახლომდებარე დასახლებაში მყოფ ადამიანებს შეუქმნა. სამაშველო სამსახურებმა 2000-ზე მეტი ადამიანი დროებით თავშესაფარში უკვე გადაიყვანეს. რამდენიმე დღის წინ ვულკანის გააქტიურებას კუნძულზე ძლიერი მიწისძვრა მოჰყვა. ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. რუსთავი 2

დაიღუპა 2 და 17 დაშავდა – ფოკას მონასტრიდან მომავლები ავარიაში მოყვნენ

ავტოსაგზაო შემთხვევა მანგლისთან მსხვერპლით დასრულდა – დაიღუპა 2 ადამიანი, 17 კი სხვადასხვა სახის დაზიანებით თბილისისა და მარნეულის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მიკროავტობუსს სავარაუდოდ ტურისტები, მათ შორის ერთი უცხოელი, ფოკას მონასტრიდან მოჰყავდა,  მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მიკროავტობუსი გადატრიალდა. 4 დაშავებული კატასტროფის ბრიგადამ თბილისის პირველ საავადმყოფოში გადმოიყვანა. მათ ნაწილს გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა. მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება. რუსთავი 2