კატეგორია: შემთხვევა

,,ჩემი თვალით ვნახე, დედა-შვილს როგორ წაეკიდა ცეცხლი” – რას ყვებიან საბერძნეთში მცხოვრები ქართველები

-ტე­ლე­ვი­ზორ­სა და ინ­ტერ­ნეტს ვერ ვწყდე­ბი – ყო­ველ წუთს გად­მოს­ცე­მენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, სა­ნუ­გე­შო ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რია… ათე­ნის გარ­შე­მო, სამი მხრი­დან ხან­ძრის მას­შტა­ბუ­რი კე­რე­ბი არ ცხრე­ბა… მე კატ­ში ვცხოვ­რობ და მხო­ლოდ ამ ქა­ლაქ­ში 5 ლო­კა­ლუ­რი ხან­ძა­რი მძვინ­ვა­რებს, ვერ აქ­რო­ბენ. ქუ­ჩე­ბი, სახ­ლის სა­ხუ­რა­ვე­ბი, აივ­ნე­ბი, ეზო­ე­ბი ფერ­ფლით არის სავ­სე… გარ­შე­მო შავი კვამ­ლია და ხალ­ხი ვერ ხვდე­ბა, საით გა­იქ­ცეს, – ყვე­ბა ამბები.ჯი-სთან […]

საბერძნეთი 74 დაღუპულს გლოვობს, დაკარგულებს ეძებენ

სა­ბერ­ძნეთ­ში ტყე­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად სულ მცი­რე 74 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ცეცხლის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად მო­სახ­ლე­ო­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ზღვა­ში შე­სუ­ლი­ყო. CNN-თან მო­სახ­ლე­ო­ბა სა­ზა­რელ ამ­ბებს იხ­სე­ნებს. ცეცხ­ლი ათენ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე კუ­რორტ მა­ტის მთლი­ა­ნად მო­ე­დო, გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი გზა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ზღვა იყო. სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში სა­ნა­პი­რო­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო ნა­ვე­ბი. „რო­ი­ტერ­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, პლა­ჟე­ბი­დან 696 ადა­მი­ა­ნი გა­იყ­ვა­ნეს, ზღვი­დან კი – 19. ამას­თან, […]

ამ წუთებში საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ – დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

საბერძნეთში ქართული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ წუთებში მატის ტერიტორიაზე ახლობლები ეძებენ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინდელი 22:00 სთ-იდან კონტაქტზე არ გამოდის. საბერძნეთში მომხდარ ხანძარს 50 ადამიანი ემსხვერპლა, 100-მდე დაშავებულია, რომელთაგან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.

დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა – საბერძნეთში დიდი ტრაგედია ტრიალებს

საბერძნეთში დიდი ტრაგედია ტრიალებს. ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით,  50 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი  კი დაშავდა. მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულთა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. დაკარგულია რამდენიმე ტურისტი, რომლებსაც ამ დრომდე ეძებენ. ადამიანებმა სტიქიის სწრაფად გავრცელების გამო სახლებისა და ავტომობილების დატოვება ვერ მოასწრეს. ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. ამასთან, მთავრობამ […]

,,ილოცეთ ჩვენთვის“ – საბერძნეთში ხანძარმა 20 ადამიანი იმსხვერპლა, 60-ზე მეტი დაშავდა

საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები სოციალურ ქსელში საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებენ: „ ათენის მიმდებარე დასახლებები ცეცხლშია გახვეული. ცეცხლის გავრცელებას საშინელი ქარიც ხელს უწყობს. სუნთქვა ჭირს.მთელი ქალაქი კვამლშია გახვეული.უმორჩილესად გთხოვთ, ილოცეთ ჩვენი გადარჩენისთვის“. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 20 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვნებიც. 60-ზე მეტი კი დაშავდა.

”ცოფიან ძაღლად გადაქცეულ თვითმფრინავში ბოლო კადრად შეიძლება გვერდზე მჯდომი ლევან თაქთაქიშვილის უემოციო ღიმილი ჩაგრჩეს…” – გიორგი კეკელიძე ავიაკატასტროფას გადაურჩა

მწერალი გიორგი კეკელიძე ავიაკატასტროფას გადაურჩა. ამის შესახებ მან გუშინ ფეისბუქში დაწერა: ”ასე მოხდა, რომ გუშინ ჩემი არცთუ მცირე ,,ზეციური’’ გამოცდილების მარაგი მნიშვნელოვან შეივსო – კინაღამ ჩამოვვარდი. ძლიერი ჭექა-ქუხილისა და გრიგალის აკომპანიმენტით, ასე ორმოცი წუთი, თვითმფრინავი ცოფიან ძაღლად გადაიქცა, ზევით-ქვევით ეხეთქებოდა, კანკალებდა, გვერდზე ტრიალდებოდა და რა აღარ. სხვა რომ არაფერი, იატაკზე დაყრილი საგნები და სტიუარდესების განწირული […]

წყალდიდობა კახეთში – ,,6 ადამიანი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას”

კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგასა და ვაქირში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები და ხევები ადიდდა. ადიდებულმა წყალმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დატბორა და სოფლის გზები დააზიანა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში უკვე გაგზავნილია შესაბამისი ტექნიკა, რომელიც სტიქიის შედეგების აღმოფხვრის განახორციელებს. საგანგებო სიტუაციები მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დაიტბორა რამდენიმე სახლის ეზო და სარდაფი. ,,საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოვიდა 6 […]

მეშახტის შვილი: ,,ნა­ხეთ, ხე­ლე­ბი რო­გორ აქვს და­კე­ცი­ლი, უჰა­ე­რო­ბითაა მო­გუ­დუ­ლი”

-ეს სის­ხლისღვრა არა­ვის უნდა შერ­ჩეს. რო­დე­საც შრო­მით უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ, ოდ­ნავ და­ფიქ­რდნენ, თუ რას აკე­თე­ბენ, მარ­თლა იცა­ვენ თუ არა შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბას, – ამის შე­სა­ხებ მინ­დე­ლის შახ­ტში გუ­შინ და­ღუ­პუ­ლი მე­შახ­ტის, მი­ხე­ილ გა­მე­ზარ­დაშ­ვი­ლის შვილ­მა, გიგა გა­მე­ზარ­დაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. მისი გან­მარ­ტე­ბით, ტყი­ბულ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დია, რო­მელ­საც 4 მუ­შას­თან ერ­თად მა­მა­მი­სის სი­ცო­ცხლეც ემსხვერ­პლა, შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის დარ­ღვე­ვამ გა­მო­იწ­ვია. გიგა გა­მე­ზარ­დაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ […]

,,საჭესთან ტყუპების პაპა იჯდა, მას დამამშვიდებელ წამლებს ასმევენ” – ივანიაძეების ტრაგედია

ბა­თუ­მი-ქო­ბუ­ლე­თის შე­მოვ­ლით გზა­ზე მომ­ხდარ­მა ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფამ,  მამის და 6 თვის ტყუ­პი გო­გო­ნე­ბის და­ღუპვამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შოკ­ში ჩა­აგ­დო. ტრა­გე­დია ჩაქ­ვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს. ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფის შე­სა­ხებ ოჯა­ხის ერთ-ერთი ახ­ლო­ბე­ლი ყვება: – უდი­დე­სი უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და ჩვენ თავს. ვი­საც ეს ოჯა­ხი არ უნა­ხავს, […]

,,დედამისი მეტროსთან დგას და ტირის” – სამართალდამცველები და ოჯახი მოზარდს ეძებენ

ფეისბუქში მოზარდის ფოტო ვრცელდება, რომელსაც ორი დღეა ოჯახი ეძებს. ,,გთხოვთ, დააკვირდეთ სურათს. არის 15 წლის. ორი დღეა, გასულა სახლიდან და არ ჩანსო. დედა დგას დიდუბის მეტროსთან და ტირის, ეძებს, თხოვს ყველას დახმარებას თუ ვინმემ ნახეთ, მოგვწერეთ ან დარეკეთ ტელეფონზე _ 555 24 21 84. დედის ნომერია. გთხოვთ, გააზიარეთ, გაავრცელეთ, ეგებ ნახა ვინმემ. გთხოვთ, დავეხმაროთ ყველა”. […]