კატეგორია: შემთხვევა

25 წლის მედეა იქვე დაიღუპა, მისი და სიცოცხლისთვის იბრძვის – საბედისწერო ტურში დები და მისი მეგობარი იყვნენ

25 წლის მედეა იქვე დაიღუპა, მისი და სიცოცხლისთვის იბრძვის - საბედისწერო ტურში დები და მისი მეგობარი იყვნენ

საბედისწერო ექსკურსიაზე დებიც იმყოფებოდნენ _ მედეა და ხატია დევსურაშვილები. 25 წლის მედეა ადგილზე გარდაიცვალა, 23 წლის ხატია კი ამ წუთებში სიცოცხლისთვის იბრძვის. ექიმების თქმით, ამ ეტაპზე მისი ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელია, გოგონას მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ასევე გარდაცვლილია გოგონების ახლო მეგობარიც. პრაიმტაიმი

საქართველო 17 ახალგაზრდას გლოვობს – ,,20-დან 4 ცო­ცხა­ლი ამო­ვიყ­ვა­ნეთ და ერთი მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა”

საქართველო 17 ახალგაზრდას გლოვობს - ,,20-დან 4 ცო­ცხა­ლი ამო­ვიყ­ვა­ნეთ და ერთი მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა"

საქართველო 17 ახლგაზრდას გლოვობს. რამდენიმე საათის წინ, 23 აგვისტოს შა­ტი­ლის გზა­ზე, სოფელ ბისოს სიახლოვეს მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი 80 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და. 20 მგზავრიდან 17 გარდაიცვალა, 3 კი მძიმე მდგომარეობაშია. ,,კურიერის” ინფორმაციით, დაღუპულთა უმრავლესობა ერთი კომპანიის წარმომადგენელია. ისინი ორდღიან ტურში აბუდელაურის ტბებზე მიდიოდნენ. მათი ტრანსპორტირება ,,თრეველ.ჯი”-მ უზრუნველყო. გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი გაჩერებულ სატვირთო მანქანას დაეჯახა და კლდეში გადაიჩეხა. თვითმხილ­ვე­ლი […]

შემზარავი ავარია შატილის გზაზე – 12 ადამიანი დაიღუპა

შემზარავი ავარია შატილის გზაზე - 12 ადამიანი დაიღუპა

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, 12 მოქალაქე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი გადავარდა კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან. […]

შემზარავი ავარია თბილისში – დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 3 არასრულწლოვანი

შემზარავი ავარია თბილისში - დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 3 არასრულწლოვანი

მსხვერპლი მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში – თვითმხილველების ინფორმაციით, ფონიჭალაში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 3 არასრულწლოვანი. მათივე ცნობით, კიდევ ერთი პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. რა გახდა ავარიის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივები ყვებიან, რომ დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანა ჯერ საცხოვრებელ სახლს, შემდეგ კი ქორწილიდან მომავალ ადამიანებს დაეჯახა. ცნობილია, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე […]

11 წლის ნიაკო ბახუტაშვილმა სიკვდილამდე დედას გვირილები დაუკრიფა – ,,ყველა იმედი მომიკვდა, მთელ ოჯახს ცუდ სიზმარში გვგონია თავი”

11 წლის ნიაკო ბახუტაშვილმა სიკვდილამდე დედას გვირილები დაუკრიფა - ,,ყველა იმედი მომიკვდა, მთელ ოჯახს ცუდ სიზმარში გვგონია თავი"

,,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე 2 მაისს მთელი ქვეყანა შეძრა ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ. ნიაკო ბახუტაშვილი ველოსიპედით სეირნობდა. ამ დროს გზაზე დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი გამოჩნდა და გოგონას დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბავშვი საბურავების ქვეშ მოიყოლა. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მოზარდი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, მაგრამ  მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მძღოლი […]

ჭავჭავაძეზე ბორდიურზე მანქანა შევარდა

ჭავჭავაძეზე ბორდიურზე მანქანა შევარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ვაკეში – ჭავჭავაძის გამზირზე, ავტომობილი სავალი გზის სავალი ნაწილის შუაში დამონტაჟებულ ბორდიურზე შევარდა. შემთხვევა ვაკის პარკის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე, საავტომობილო გზის სავალი ნაწილის შუაში ბორდიურები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გაჩერებები, გზის რეაბილიტაციის ფარგლებში დაამონტაჟეს. მთავარი

სტიქია კახეთში – წაქცეული ხეები და გადახდილი სახურავები

სტიქია კახეთში - წაქცეული ხეები და გადახდილი სახურავები

სტიქია კახეთში – სეტყვა და ძლიერი ქარია ამ დრომდე გურჯაანსა და თელავში. თელავში, მშვიდობის ქუჩაზე ქარმა რამდენიმე ხე წააქცია, სოფელ კონდოლში სახლებს სახურავები ახადა, სეტყვამ კი სოფელი ნაფარეული დააზარალა. ძლიერი ქარისა შედეგად ხე წაიქცა გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე. შემთხვევა ბარჯისხევის მონაკვეთზე მოხდა, რის გამოც დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში სატრანსპორტო მიმოსვლა შეფერხებული იყო. წაქცეულ ხეს ,,ფორდის” მარკის […]

აფეთქება თემქაზე – შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა

აფეთქება თემქაზე - შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა

აფეთქება თემქაზე – შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. როგორც ადგილობრივები ,,მთავარს” უყვებიან, შემთხვევა სავარაუდოდ გაზის აფეთქებას უკავშირდება. მათივე ინფორმაციით, ადგილზე ამ წუთებში კიდევ ერთი აფეთქების ხმა გაიხმა. ,,კონკრეტული შეტყობინება აფეთქებასთან დაკავშირებით არ შემოსულა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გასულია და ვნახავთ, რა ხდება”, – ამბობენ  საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის პრესცენტრში. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. მთავარი

ქალი, რომელსაც ქმარი და სამი შვილი ავარიაში დაეღუპნენ, დღეს გარდაიცვალა

ქალი, რომელსაც ქმარი და სამი შვილი ავარიაში დაეღუპნენ, დღეს გარდაიცვალა

მხატვარ ბაქარ ბანძელაძის მეუღლის ხუთთვიანი ბრძოლა დასრულდა. 30 წლის ქალი დღეს გარდაიცვალა. ის ხუთი თვის განმავლობაში მართვითი სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული. ბანძელაძეების ოჯახში ტრაგედია 25 იანვარს დატრიალდა. ქვიშხეთთან ოჯახი ავარიაში მოყვა. 33 წლის ბა­ქარ ბან­ძე­ლა­ძე და მისი სამი შვი­ლი, ორი ბიჭი და ერთი გო­გო­ნა იქვე დაიღუპნენ. ბაქარის მეუღლე კი კლინიკაში გადაიყვანეს. ბაქარი ისრაელიდან ახალი ჩამოსული […]

მტკვარში 6 წლის ბავშვი დაიხრჩო -,,დედამ ორივე შვილი წყალში რომ დაინახა, ისიც შევიდა, მაგრამ…”

მტკვარში 6 წლის ბავშვი დაიხრჩო -,,დედამ ორივე შვილი წყალში რომ დაინახა, ისიც შევიდა, მაგრამ..."

თბი­ლის­ში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მტკვარ­ში 6 წლის ბავ­შვი და­იხ­რჩო, მისი და კი კლინიკაში მოათავსეს. ,,რუს­თა­ვი 2″-თან თვითმხილ­ვე­ლე­ბი ყვე­ბი­ან, რომ დედა შვი­ლებს მდი­ნა­რეს­თან, კლდე­ზე ფო­ტო­ებს უღებ­და, ამ დროს ბიჭს ქვა­ზე ფეხი და­უ­ცურ­და და მტკვარ­ში ჩა­ვარ­და. მო­ზარ­დის გა­და­სარ­ჩე­ნად წყალ­ში შე­ვიდ­ნენ დედა და მისი და, თუმ­ცა გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხეს. _რო­გორც ვი­ცით, ბავ­შვს ქვა­ზე და­უ­ცურ­და ფეხი, დაც გა­დამხტა­რა საშ­ვე­ლად… […]