კატეგორია: საზოგადოება

ბედობის დღის ისტორია – 2 და 15 იანვრის ტრადიციები

დღეს საქართველოში ბედობის დღეა. მიუხედავად იმისა, რომ ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, საქართველოში ეს ტრადიცია უკვე საუკუნეებს ითვლის. ძველ დროში მიჩანდათ, რომ როგორც შეხვედებოდნენ ამ დღეს, მთელი წელი ისე გაატარებდნენ. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება, რომლის თანახმად, ბედობას ყოველთვის ხალისიანი განწყობით უნდა შეხვდეთ. ბედობას თავის რიტუალიც ჰქონდა. ამ დღეს ოჯახი მეკვლეს ირჩევდა. ცდილობდნენ, ოჯახიდან არ გასულიყვნენ […]

პიროტექნიკის აფეთქების გამო 3 კაცს თითების ამპუტაცია დასჭირდა

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს ახალი წლის ღამით დამწვრობით ხუთმა ადამიანმა მიმართა. დაშავებულებიდან სამს თითების ნაწილობრივ ან სრული ამპუტაცია დასჭირდა. როგორც ექიმი ქეთი ხვისტანი განმარტავს, 12 საათის შემდეგ დროის მოკლე ინტერვალით დამწვრობით ხუთი ადამიანი მივიდა ქირურგიის ეროვნული ცენტრში. ხვისტანის თქმით, როგორც დაშავებულები ამბობდნენ, პიროტექნიკა ხელში აუფეთქდათ. იმედინიუსი

საქართველოს პატრიარქი – ვულოცავ ახალ წელს მკვიდრთა საქართველოისათა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს. ”ქრისტესმიერ სიყვარულით ყველას მოგესალმებით და გილოცავთ ახალ წელს. ჩვენ შეჩვეული ვართ, როდესაც ვადარებთ წარსულს და მომავალს. წარსული წელი იყო მძიმე, მაგრამ ღვთის მადლით დავძლიეთ ეს წელი. სიყვარულით მივესალმები, ვულოცავ ახალ წელს მკვიდრთა საქართველოისათა-ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ბერძნებს, რუსებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს […]

ნინო შუბლაძე “პირველის” ეთერში დეკრეტში გასულ დიანა ტრაპაიძეს შეცვლის

ნინო შუბლაძე ეთერს უბრუნდება. “აქცენტის” ინფორმაციით, ტელეკომპანია “პირველის” ტელეწამყვანი დიანა ტრაპაიძე დეკრეტულ შვებულებაში გადის და მის ნაცვლად დღის ამბებს ნინო შუბლაძე წაუძღვება. ამ დროისთვის შუბლაძე ტელეკომპანია “პირველში” დირექტორის პოზიციას იკავებს. აღნიშნულ ტელევიზიაში გადასვლამდე შუბლაძეს “რუსთავი 2”–ზე საკუთარი შოუ მიჰყავდა.

ამერიკელს ბათუმის ღამის კლუბში თანხა გამოსძალეს

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ამბობს, რომ ბათუმში ერთ-ერთ ღამის კლუბში თანხა გამოსძალეს. რობი [სახელი შეცვლილია] კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორანტია და კონკრეტული თემის საკვლევად ერთი წლით ჩამოვიდა საქართველოში. რობიმ სამეცნიერო კვლევა ბათუმში შემოდგომაზე დაიწყო. – 23 ნოემბერს მეჩეთთან ახლოს თურქი ეროვნების კაცი გავეცანი. მითხრა, მურატი მქვიაო. შემომთავაზა ღამის კლუბში წავიდეთ, კარგად გავერთობითო, კლუბი ჩემია და ფულზე არ […]

მეუფე შიო – “დღეს არის წელიწადის ბოლო დღე, ხვალ ახალი წელი შემოდის და სწორედ ამაზე ვფიქრობთ, როგორ ვეგებებით ჩვენ ახალ წელიწადს”

– ახალ წელიწადს უნდა მივეგებოთ განწყობით, რომ ჩვენი ცხოვრების ყოველი მიზანდასახულობა უნდა იყოს არა ამქვეყნიური კეთილმოწყობისთვის, არამედ მარადიული სიცოცხლისთვის, – ამის შესახებ პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. – ახალ წელიწადს უნდა მივეგებოთ განწყობით, რომ ჩვენი ცხოვრების ყოველი მიზანდასახულობა უნდა იყოს არა ამქვეყნიური კეთილმოწყობისთვის, არამედ მარადიული სიცოცხლისთვის, – ამის შესახებ პატრიარქის […]

ლიკა ქავჟარაძის შვილიშვილი საშკა თაქთაქიშვილი საქართველოშია

როგორც ბევრმა იცის, ტრაგიკულად გარდაცვლილ ცნობილ მსახიობ ლიკა ქავჟარაძეს ერთი ვაჟი დარჩა – ლევან თაქთაქიშვილი, რომელიც პირველ მეუღლესთან შეეძინა. ლევანი მამასთან ცხოვრობს ამერიკაში. იქვე შექმნა ოჯახი თამარ ლოლუასთან, რომელთანაც ვაჟი საშკა ჰყავს. პატარა ძალიან ჰგავს ბებიას. როგორც ლევანის ფეისბუქგვერდიდან ირკვევა, ოჯახი ამჟამად საქართველოში იმყოფება. ბავშვს თბილისში არსებულ საბავშვო გასართობ ადგილებში დაატარებენ მშობლები და ფოტოებსაც დებენ სოციალურ […]

რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს

ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით 2018 წელი ძაღლის წელია, რომელსაც განსაკუთრებული დახვედრა სჭირდება. შესაბამისად უნდა იყოს შერჩეული საახალწლო სამოსი და აქსესუარები. რჩევებს 7Days.us-ი გვთავაზობს. ძაღლის წლისთვის მთავარი ფერებია ყვითლის გრადაციები, მკვეთრი ყვითელი და ყავისფერი. რაც შეეხება ქსოვილის ფაქტურას, უმჯობესია თუ კაბა ატლასის იქნება. თეთრი, შავი, ნაცრისფერი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და ვარდისფერი ძაღლის წლისთვის ნეიტრალური ფერებია. აქსესუარების შერჩევის დროსაც მნიშვნელობა მიანიჭეთ […]

კახა კალაძემ თავშესაფარში მოხუც ქალთან იცეკვა – ვიდეო

თბილისის მერი კახა კალაძე, მოხუცთა თავშესაფარში იმყოფებოდა მან ბენეფიციარებს დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა და მათთან ერთად იცეკვა კიდეც. “ახალი წელი ყველა ასაკში ერთნაირად უხარიათ” – წერს ვიდეოს ავტორი. ნიუპოსტი

ქუთაისი-კავალას თვითმფრინავს მეხი დაეცა – ქუთაისიდან რეისები გადაიდო

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისიდან საბერძნეთის მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავს მეხი დაეცა, რის გამოც რეისი სოფიაში დაჯდა. შესაბამისად, ფრენა გადაიდო ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტშიც, საიდანაც მგზავრები სალონიკის მიმართულებით უნდა გაფრენილიყვნენ. „დღეს 30 დეკემბერს, ავიაკომპანია Wizz Air-ის რეისი W66401 ქუთაისი – კავალა, კავალას საერთაშორისო აეროპორტთან მიახლოებისას, საჰაერო ხომალდზე მეხის დაცემის გამო, გადამისამართდა სოფიას საერთაშორისო აეროპორტში. ამ ეტაპზე ბორტს უტარდება […]