კატეგორია: საზოგადოება

თეოდორე გიგნაძე: ,,ეკლესიის ამბიონიდან რუსეთის პროპაგანდა, მინიმუმი, არასახელმწიფოებრივია”

ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეკლესიის ამბიონის პოლიტიკური პროპაგანდისთვის გამოყენებას მიუღებლად მიიჩნევს. მისი თქმით, მინიმუმი, არასახელმწიფოებრივია, როდესაც ეკლესიაში ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის პროპაგანდა ხდება. – ეკლესიის ამბიონი პოლიტიკური პროპაგანდისათვის ხომ არ არის? მით უმეტეს, ორჯერ ორი ოთხია იმის მტკიცება, რომ რუსეთი ოკუპანტია, ჩვენი ტერიტორიები აქვს მითვისებული და შესაბამისად ასეთი ქვეყნის პროპაგანდა, მინიმუმი, არასახელმწიფოებრივია, – განაცხადა […]

ჯუმბერ ქემხაძე ყოველდღე 450 მტრედს აპურებს

76 წლის ჯუმბერ ქემხაძე 30 წელზე მეტია მტრედებს უვლის. ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე პატარა სავაჭრო ჯიხური აქვს, სადაც საეკლესიო სანთლებს ყიდის. მის ჯიხურში სანთლების გარდა. ბლომადაა ძველი პური, ხორბალი, ბრინჯი და წიწიბურა მეგობარი მტრედებისთვის. ჯუმბერ ბაბუ, როგორც მას ინასარიძის ქუჩის მცხოვრებნი ეძახიან, ყოველდღიურად დაახლოებით 450 მტრედს აპურებს. ბათუმელები

ბათუმში სომხური ქადის ფესტივალი ჩატარდა

18 მარტს, ბათუმის გრიგორიანულ ეკლესიასთან ტრადიციული ქადის ფესტივალი გაიმართა, რომელიც დიდი მარხვის დროს ტარდება. ბათუმში მცხოვრებმა სომხებმა საგანგებოდ ამ დღისათვის მომზადებული ქადები გამოიტანეს და ფესტივალის მონაწილეებს გაუმასპინძლდნენ. ბათუმელები 

82 წლის ქალი ჩამორთმეულ ბინაში ამწეთი შევიდა – ,,მას თავის დროზე პირადი ნივთების გატანის უფლებაც არ მისცეს”

ბათუმელები მძიმე სცენის მომსწრენი გახდნენ. 82 წლის ალექსანდრა ტერუნი ამწეს დახმარებით შევიდა ჩამორთმეულ ბინაში. სახლის მეორე სართულის აივანზე გადავიდა, აივნიდან კი ბინაში შევიდა. ის 1983 წლიდან ამ სახლში ცხოვრობდა. როგორც ,,ბათუმელები” წერს, ალექსანდრა ქუჩაში მას შემდეგ დარჩა, როცა მისმა შვილიშვილმა, წლების წინ სესხი აიღო და ბინა იპოთეკით დატვირთა. შვილიშვილი საზღვარგარეთ წავიდა, ბინა კი მეზობელმა იყიდა, […]

გიორგი გაბუნია: ,,იესო აჭარაში რომ მოსულიყო, ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, იმიტომ, რომ ხე აღარ იქნებოდა”

ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას თავისი ხისტი გამონათქვამების გამო ხშირად აკრიტიკებენ. ამჯერად საზოგადოების წყრომა გადაცემა ,,პოსკრიპტუმში” გაკეთებული კომენტარის გამო დაიმსახურა. მან ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ ბაღზე საუბრისას თქვა: “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, იმიტომ, რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი და […]

თამარ ჩერგოლეიშვილი ბიძინა ივანიშვილის მეუღლეზე: ,,ყველა წარმატებული კაცის უკან წარმატებული ქალი დგას”

ინტერნეტგამოცემა “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი პასუხობს კითხვას: ,, დღეს საქართველოში ვინ არის რუხი კარდინალი?” თამარ ჩერგოლეიშვილი: – “რუხ კარდინალობას” ლევან რამიშვილს ვერანაირად ჩამოვართმევ (იცინის). ასე რომ, შეგიძლიათ, ისევ ის მოიაზროთ (იცინის). – ადრე, თქვენს მეუღლე გიგა ბოკერიასაც ერთ–ერთ არაფორმალურ მმართველად მოიაზრებდა ზოგი. – გიგა რანაირი “რუხი კარდინალი” იქნებოდა, თანამდებობაზე იყო. ასეთი მხოლოდ ლევან რამიშვილი იყო, შეთქმულების […]

ქართველ მორაგბეებს ჰიმნის შესრულებისას მაისურებზე ტატუნაშვილი ეწერათ – ,,ღირსეულებო”, ,,მართლა ლომებო” _ წერენ ქომაგები

საქართველოს ნაკრები რაგბში ევროპის გამარჯვებულია. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბის ევროპის ფინალურ შეხვედრაში რუმინეთი 25:16 დაამარცხა. საქართველო-რუმინეთის ფინალურ მატჩზე ქართველი სპორტსმენები მოედანზე გამოვიდნენ მაისურებით, რომლებზეც ეწერა ,,ტატუნაშვილი” _ ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საპატივსაცემოდ. მორაგბეები ჰიმნის შესრულების დროს სწორედ ამ მაისურებით იდგნენ მეტოქეების გვერდით. ბორჯღალოსნები ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელებიც გახდნენ. დღევანდელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი კოკი თხილაიშვილი […]

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე მისულებს უთოებს, ტელეფონებს, ჩაიდნებს ჩუქნიან _ ,,ჩვენთან ჩუმად ხომ იღებენ 20 ლარიანებს, აქ ეს ყველაფერი ოფიციალურადაა”

დღეს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია. ,,სარკენიუსს” რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა უამბო, თუ როგორ ტარდება არჩევნები. _ მოგიყვებით, აქ როგორი არჩევნები ტარდება. მიხვალ, შემოხაზავ შენს რჩეულს. მერე გამოხვალ და შენს ნომერს ჩააგდებ ყუთში. გვერდით ოთახში დევს კიდევ ერთი ყუთი, სადაც ფურცლები ყრია. ჩაყოფ ხელს, ამოიღებ და ზედ წერია პრიზი. არიგებენ უთოებს, ფენებს, ჩაიდნებს, ტელეფონებს, ანუ საყოფაცხოვრებო ტექნიკას. ყველაფერი […]

თბილისის ცნობილ რესტორნებში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის შეუსაბამო პირობები აღმოჩნდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმების შედეგად 7 ცნობილ კაფე-რესტორანში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველი პირობები აღმოაჩინა. M2B-ის ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ინსპექტირების შედეგად კრიტიკულად შეუსაბამო პირობების მქონე რესტორენების სიაში შემდეგი ცნობილი რესტორნები მოხვდნენ: „კრუიზი“, „თაღლაურა“, „ძველი ქალაქი“, „პლაზა ჰოლი“, მუხამბაზი“, „ოქროს კათხა“ და კაფე „კალა“. ამ ჩამონათვალის ამსახველი დოკუმენტის ასლი სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. […]

ისტორიულ ძეგლებს დატბორვა ემუქრებათ

ტვიში-ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურები 19 ისტორიულ ძეგლს საფრთხეს უქმნის – ისტორიული ძეგლები ჰესების აშენების შემთხვევაში ხელოვნურად დაგუბებული წყალსაცავების სიახლოვეს აღმოჩნდებიან, რაც საუკუნოვან მემკვიდრეობას საფრთხეს შეუქმნის. გარემოზე ზემოქმედების კვლევაში – 400-გვერდიან დასკვნაში, იმ 19 ძეგლის გარდა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, საუბარია კიდევ 23 ობიექტზე. კვლევის ავტორები ინვესტორს და სახელმწიფოს უთითებენ, რომ პროექტის განხორციელებამდე და ტერიტორიის დატბორვამდე არქეოლოგიური […]