,,დარწმუნებული ვარ, როგორც პროფესიონალი იურისტი, დეკანოზი გიორგი მამალაძე არის უდანაშაულო,“ – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა. მან საპატრიარქოში ვიზიტის შესახებ ილაპარაკა, როდესაც ის ილია II-ს შეხვდა და ციანიდის საქმეზე ისაუბრეს. – მან მითხრა, რომ არ ვიცი ბოლომდე ეს საქმე იმიტომ, რომ ბევრი ახსნა და სიმართლე მივიღე, ბევრი პოზიცია მოვისმინე და მაინტერესებს, შენ […]
კატეგორია: საზოგადოება
მაია ასათიანი: ,,მე აქ ვარ, თქვენთან ერთად და თქვენთვის” – ვიდეო
,,მე აქ ვარ, თქვენთან და თქვენთვის” _ ასეთი სიტყვებით ბრუნდება ეთერში ტელეწამყვანი მაია ასათიანი. ბოლო რამდენიმე კვირაა, გადაცემა ,,პროფილი” ეთერში აღარ გადის. ამის მიზეზად წამყვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდებოდა. წერდნენ, რომ ის თავს ცუდად გრძნობდა და ექიმები დასვენებას ურჩევდნენ. ,,ჩვენ ვიწყებთ ხუთშაბათს 22:00 საათზე, რაღა თქმა უნდა, ,,რუსთავი 2”-ზე. დილა მშვიდობისა, საქართველო” _ წერია ფეისბუქში ,,თოქ-შოუ პროფილის” გვერდზე. […]
გია გაჩეჩილაძე ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკზე: ,,ეს დიდი საქმეა და მსხვერპლს მოითხოვს”
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი და “მწვანეთა პარტიის” თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე ყოფილი პრემიერის, ბიინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკზე და ხეების გაჩეხვაზე ამბობს, რომ დიდი საქმე მსხვერპლს მოითხოვს: _ დენდროლოგიური პარკი არის უნიკალური საქართველოსთვის რეგიონული და, შესაძლოა ითქვას, საერთაშორისო მასშტაბითაც. საერთოდ დენდროლოგიური პარკების შექმნა ძვირადღირებული საქმეა. ეს იქნება 60 ჰექტაზრე გაკეთებული უნიკალური პარკი, სადაც იქნება არა მარტო ქართული, […]
ქალთა სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ზვიად დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა
ქალთა მოძრაობის მიმართვის პასუხად, რომელმაც ის რამდენიმე ქალის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, CiDA-ს დირექტორმა, ზვიად დევდარიანმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ის ხსნის საკუთარ კანდიდატურას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობიდან. დევდარიანი ამ პოზიციაზე 16 მარტს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ წარადგინა. “გუშინ მთელი ღამის განმავლობაში პირადად ჩემზე, ჩემს ოჯახსა და […]
ნინო ლომჯარიას წარდგენილ ზვიად დევდარიანს ქალები სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ
ქალთა მოძრაობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად ომბუდსმენის მიერ წარდგენილ კანდიდატს, ზვიად დევდარიანს ქალთა მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს და ამის შესახებ სპეციალურ მიმართვას უგზავნის პარლამენტს და სახალხო დამცველს. განცხადება მოძრაობის Facebook-ის გვერდზე ვრცელდება. “16 მარტს, მას შემდეგ, რაც ომბუდსმენმა დევდარიანის კანდიდატურა წარადგინა, ქალთა მოძრაობის სამუშაო ჯგუფში, მოძრაობის წევრები ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების, სექსუალური ხასიათის არასასურველ ფიზიკურ […]
გიორგი მახარაძის მკურნალობამ კარგი შედეგი გამოიღო
გიორგი მახარაძის მკურნალობის შედეგი ცნობილია. “მადლობა უფალს, მკურნალობის შედეგები დადებითია, მადლობა უფალს” – წერს მსახიობ გიორგი მახარაძის დედა თეო ჩივაძე. რამდენიმე თვის წინ მსახიობ გიორგი მახარაძეს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ის სამკურნალოდ თურქეთში იმყოფებოდა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მკურნალობამ სასურველი შედეგი გამოიღო. ბრენდნიუსი
გია ბუღაძე: ”ნიკა რურუამ ნახატები დამიხია და სარდაფში გადაყარა”
რუსთაველის გამზირის N16-ში მდებარე ოფიცერთა სახლის სარდაფში განთავსებული, კირილე ზდანევიჩის მიერ 1919 წელს მოხატული კედლის პანო, რომელიც საქართველოში ერთადერთი იყო, განადგურებულია. ფართის მეიჯარე აცხადებს, რომ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის რემონტი დასრულებული იყო და პანო აღარ არსებობდა. ამჟამად ოფიცერთა სახლის პირველი სართულისა და სარდაფის ტერიტორია კერძო საკუთრებაშია. როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მომხდარი სისხლის […]
თბილისში მორბენალ ჰაჩიკოს ახლა ნოა ჰქვია – თეკლა კალანდაძემ მას პატრონი შეურჩია
ინტერნეტმომხმარებლები უკვე კარგად იცნობენ თბილისში “მორბენალ ჰაჩიკოს”, რომელიც N54 ავტობუსს დასდევდა. მას შემდეგ, რაც ისტორია სოციალურ ქსელში გავრცელდა და მთელმა ქვეყანამ შეიტყო ძაღლის ამბავი, რომელიც დიდი დიღმიდან მაღლივ კორპუსამდე აცილებდა მძღოლს მადლიერების ნიშნად, ბევრმა ადამიანმა გამოთქვა დახმარების სურვილი. ერთგული ცხოველის ბედზე თეკლა კალანდაძემ და რამდენიმე ცხოველთა მოყვარულმა იზრუნა. მათ ამ საოცარ ძაღლს საუკეთესოთა შორის საუკეთესო […]
გურანდა გაბუნია: „მთელი ცხოვრება რუსეთს გვერდით ვედექით და ისინი – ჩვენ“
„ქართველებმა სულ უნდა იმღერონ სახლშიც, ზუგდიდშიც და წყალტობოშიც“, – ეს განცხადება მსახიობმა გურამდა გაბუნიამ “პრაიმტაიმთან” საუბარში გააკეთა. – მოსკოვშიც, ქალბატონო გურანდა? – აბა რაა, მოსკოვშიც. მთელი ცხოვრება გვერდში ვედექით რუსებს და ისინი – ჩვენ. შესაშური ურთიერთობა გვქონდა. ბიჭვინთაში ჩამოდიოდნენ რუსი მსახიობები, ყველა ერთად ვიყავით. დავდიოდით სპექტაკლებზე, ოპერაში, ბალეტზე. რატო არ უნდა იყოს ურთიერთობა რუსებთან, რატომ, […]
,,თქვენი შვილი ნამდვილი გმირი იყო, ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩია” – პილოტ ზურა იარაჯულის ვაჟკაცობა მტერმაც კი აღიარა
საქართველოს უამრავი გმირი ჰყავს, რომლებმაც ისე იცხოვრეს და ისე დაასრულეს სიცოცხლე, რომ მტრიცგანაც კი პატივი დაიმსახურეს. ფეისბუქგვერდი ,,ყველაფერი სამხედრო” ერთ-ერთი ასეთი გმირის, პილოტ ზურა იარაჯულის ტრაგიკულ ისტორიაზე წერს: ,,- Эй, грузин, сдавайся, в плен возьмем, не убьем, не бойся- ჩეჩნური აქცენტით დაიძახა ვიღაცამ, რომელსაც პასუხად პისტოლეტის ტყვიების წივილი მოჰყვა… დაახლოებით ერთი წლით ადრე, ვიდრე გუმისთის პირას, […]










