კატეგორია: საზოგადოება

“ქმარი მაიძულებდა, პროსტიტუციით დავკავებულიყავი… ტაქსაობდა და ჩემს ფოტოებს თავის კლიენტებს აჩვენებდა” -ვიდეო

– ჩემი ქმარი მაიძულებდა პროსტიტუციით დავკავებულიყავი. თვითონ ტაქსაობდა და ჩემს ფოტოებს თავის კლიენტებს აჩვენებდა, მცემდა და ისე მივყავდი მათთან – 17 წლის გულია გადაცემა ,,პროფილში“ საკუთარ შემზარავ ისტორიას ჰყვება. გოგონა ამბობს, რომ პროსტიტუციის ბიზნესში მისი დედამთილიც იყო ჩართული. გულია ჰყვება, რომ მისმა ქმარმა და დედამთილმა გადაწყვიტეს 80 წლის ირანელ კაცზე გაეყიდათ, რომელიც ცოლს ეძებდა. საპირისპიროს […]

,,რუსთავი 2”-ში ვიღაც პრემიების წილს სთხოვდა თანამშრომლებს – ფინანსური სკანდალი ნინო არაზაშვილის წასვლას დაემთხვა

2 კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რუსთავი2“-ის ტელეწამყვანმა და დილის გადაცემების პროდიუსერმა ნინო არაზაშვილმა არხი დატოვა, ჟურნალისტები მასთან დაკავშირებას ცდილობდნენ, მაგრამ არ უპასუხა. ,,პრაიმტაიმის” ინფორმაციით, არაზაშვილის წასვლამდე ერთი დღით ადრე არხზე სერიოზულმა ფინანსურმა სკანდალმა იფეთქა. გაჩნდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია საკუთარ თანამშრომლებს თებერვლის პრემიების უკან მიტანას აიძულებდა. ვითარების გასარკვევად ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაპირისპირებულ მხარეებს შეხვდა. […]

გურამ ბაღდოშვილი: ,,არჩილ ტატუნაშვილი ჩემი ნათესავია… ჩემო სისხლო და ხორცო, ჩემო გმირო”

შეფმზარეული გურამ ბაღდოშვილი, რომელიც ფართო საზოგადოებამ შოუდან ,,ჩემი სამზარეულოს წესები” გაიცნო, ფეისბუქში წერს, რომ ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილი მისი ნათესავია. ,,ჩემო არჩილ, ჩემო სისხლო და ხორცო, ჩემო გმირო. სამწუხაროდ, შენი სიცოცხლე შეეწირა“, – წერს გურამ ბაღდოშვილი. მოგვიანებით კი ,,პრაიმტაიმთან” საუბრისას აღნიშნა: -არჩილ ტატუნაშვილი ჩემი შორეული ნათესავი არის, მამაჩემის ბიძაშვილის შვილია, მე ძალიან კარგად არ […]

გიორგი მარგველაშვილი: ,,ვუერთდებით ჭრელი წინდების კამპანიას” – პრეზიდენტმა ცოლ-შვილის ფოტო გამოაქვეყნა

დაუნის სინდრომის მქონეთა მხარდამჭერ ,,ჭრელი წინდების” აქციას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ოჯახი შეუერთდა. ,,ვუერთდებით ჭრელი წინდების კამპანიას #წინდამინდა!” -დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სოციალურ ქსელში და მეუღლის, მაკა ჩიჩუასა და შვილის, თემო მარგველაშვილის ფოტო გამოაქვეყნა. ერთი წყვილი ჭრელი წინდის შეძენით შეგიძლიათ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს დაეხმაროთ. მსოფლიო კამპანიის ფარგლებში დღეს შშმ ბავშვების მშობლები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. […]

არჩილ ტატუნაშვილის დედა: ,,გულზე დაიფინე დროშა და ზედ არ შედექი, ამიტომ დაგილურსმნეს თითები” _ ოჯახს მთელი საქართველო უსამძიმრებს

ოკუპირებულ ცხინვალში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი მთელი საქართველოდან იღებს სამძიმრებს. წამებით მოკლულ 35 წლის არჩილს მთელი ქვეყანა გლოვობს. -გულზე დაიფინე დროშა და ზედ არ შედექი, შვილო, ჩემო ვაჟკაცო ბიჭო. თქვიო, რომ ეს ოსეთიაოა, ეგ საქართველოაო, ოსეთი არასოდეს ყოფილა და არც იქნებაო. იმიტომ დაგიმტვრიეს, დაგილურსმნეს ეგ თითები, შვილო,“- დაატირა  დედამ შვილს. ცინიკურია რუსეთის ექპერტიზის დასკვნა, რომ […]

სამედიცინო ექსპერტი: ,,ტატუნაშვილს თითი არ აქვს მოჭრილი, მაგრამ იმდენი დაზიანება აქვს მთელ სხეულზე, ვერ ჩამოვთვლი”

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ირაკლი თოიძე აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს არჩილ ტატუნაშვილს თითი ჰქონდა მოჭრილი, სიმართლეს არ შეესაბამება. -დაზიანებები აღწერილი გვაქვს, ფოტოები გადაღებულია და დასკვნის გაცემის შემდეგ იქ ყველაფერი იქნება აღნიშნული. ისეთი მრავლობითი დაზიანებები იყო მთელ სხეულზე, რომ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ინფორმაცია, თითქოს თითი ჰქონდა მოჭრილი სიმართლეს არ შეესაბამება. ყველა თითი […]

მერსი სულხანიშვილი ზვიად დევდარიანზე: „არ ვიცი, რას ეძახიან სექსუალურ შევიწროვებას“

უფლებადამცველ ზვიად დევდარიანის გარშემო ატეხილმა სკანდალმა კიდევ ერთხელ წამოწია წინა პლანზე თემა – სექსუალური შევიწროვება. ჩვენ დავინტერესდით, რას ფიქრობენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ამ თემასთან დაკავშირებით. მერსი სულხანიშვილი: – რთულია კომენტარი გააკეთო იმაზე, რაზეც მწირი ინფორმაცია გააგაჩნია. საქმის გამოძიება უნდა მოხდეს აუცილებლად. დღეს რაღაც ეგრეთ წოდებული სექსუალური შევიწროვების თემა აქტუალური გახდა. არ ვიცი რას გულისხმობენ ან რას ეძახიან. […]

გიორგი გაბუნია: ,,განდეგილობა მინდოდა, მშობლებისთვის ეს მძიმე მოსასმენი იყო” – რას ყვება ტელეწამყვანი სარკესთან

ჟურნალ ,,სარკის” არქივში ინახება ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ინტერვიუ, რომელიც 2 წლის წინ არის ჩაწერილი.  ჟურნალისტი იხსენებს თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდებს, მათ შორის, იმ წლებს, როცა ის რელიგიით იყო გატაცებული და ბერად შედგომაზე ფიქრობდა. – გიორგი, თქვენი ბავშვობა რითი იყო გამორჩეული? – ბავშვობიდან მიყვარდა ჩემს თავთან მარტო ყოფნა. წიგნებში თავჩარგული მოსწავლე ვიყავი. მიყვარდა ხატვა, ექსპერიმენტების ჩატარება, […]

გიგი უგულავა და გიორგი გაბუნია სტიქარით – თბილისის ყოფილი მერი ძველ ფოტოს აქვეყნებს

თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც ის და ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია სტიქარით არიან შემოსილი. მათ ბავშვობის მეგობრობა აკავშირებთ. ისინი კლასელები იყვნენ. გიორგი გაბუნია ჟურნალ ,,სარკესთან” გიგი უგულავასთან მეგობრობას იხსენებს და იმასაც ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მძიმე ის ეთერი იყო, როცა ციხიდან ერთი საათით გამოშვებულ ყოფილ მერთან ინტერვიუ ჩაწერა. – მე და […]

საპატრიარქო: ,,ვითხოვთ ხელისუფლებისაგან, რომ მორწმუნეთ უსამართლობისა და დაუცველობის განცდა მოეხსნათ”

საქართველოს საპატრიარქო ეხმაურება ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, ასევე კომპანია ,,აიისას” მიერ პრეზერვატივებზე დატანილ თამარ მეფის, ქართლის დედის და ა.შ. სურათებს და წერს: ,,სამწუხაროდ, ბოლო დროს კიდევ უფრო გაძლიერდა მორწმუნე საზოგადოების გრძნობების შეურაცხყოფისა და ღვთის გმობის გამოვლინებები. სახეზეა არაერთი შემთხვევა, თუმცა კომპანია „აიისას“ და მისი დირექტორის უზნეო თავგასულობა და „რუსთავი – 2“- ის  ა.წ. […]