ავთო ჩიტიძე, სარკე სატელევიზიო ცვლილებები “რუსთავი 2”-ის დილის გადაცემასაც შეეხო. “დილა მშვიდობისა, საქართველო” პროდიუსერმა ლიკა კინწურაშვილმა, წამყვანმა ეკა სამხარაძემ და რამდენიმე ჟურნალისტმა დატოვა. ისინი ახალ ტელეკომპანია “მესამეში” გადავიდნენ. მათ ნაცვლად ეკრანს ბევრი ახალი და რამდენიმე ძველი სახე დაუბრუნდება. რაც შეეხება დილის გადაცემის კიდევ ერთ სახეს, ანი გიუნტერს, ჟურნალისტი 13 წლიან კარიერას კვლავ “რუსთავი 2”-ზე აგრძელებს, […]
კატეგორია: საქმე
ვახო ბიჭიკაშვილი: “ფულზე არ გავყიდულვარ და მოღალატე არ ვარ”
ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე იუმორისტი ვახო ბიჭიკაშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანი იყო მას შემდეგ, რაც “რუსთავი 2”-ზე “კომედი ჯგუფი” ორად გაიყო, ნაწილი “მთავარ არხზე” გადავიდა, ნაწილი კი იქვე დარჩა, მათ შორის – ვახოც. ხალხი, რა თქმა უნდა, ფიქრობდა, რომ ვახო “ფულზე გაიყიდა”, მოღალატეც კი უწოდეს… რას პასუხობს ამ ყველაფერზე თავად შოუმენი, “სარკეში” მასთან ინტერვიუდან […]
რატომ არ გაჰყვა ანა წერეთელი “მთავარ არხზე” ნოდარ მელაძეს
ირმა ჭკუასელი, სარკე ანა წერეთელი წლების განმავლობაში “რუსთავი 2”-ის საინფორმარციო სამსახურის თანამშრომელი და “კურიერის” ჟურნალისტი იყო. ამ არხზე 15 წელი გაატარა, მაგრამ, როგორც კი მისმა გუნდმა ტელეკომპანია დატოვა, არც კი უფიქრია, ისე მიიღო წასვლის გადაწყვეტილება და განცხადება დაწერა. თუმცა, მრავალი თავისი კოლეგისგან განსხვავებით, არც ერთ სხვა არხზე მუშაობა არ დაუწყია. თუ რატომ ამჯობინა, ეკრანის გარეშე […]
ლელა წურწუმია: “40 წელი კიდევ ვიდგები სცენაზე” – 50 წლის მომღერალს დაბერების აღარ ეშინია
ავთო ჩიტიძე, სარკე მომღერალმა ლელა წურწუმიამ ცხოვრების 50 წლიან ზღვარს გადააბიჯა. შეიძლება ვიღაცისთვის ეს ზღურბლი მტკივნეული, დეპრესიული და მელანქოლიური იყოს, მაგრამ არა ლელასთვის. ის ამ ასაკშიც შესანიშნავ ფორმაშია და მრგვალი თარიღი 4 ოქტომბერს სპორტის სასახლეში სოლო კონცერტით აღნიშნა. – ბევრ რამეში ხართ თამამი, მათ შორის – ასაკთან მიმართებაშიც, რადგან იშვიათია, 50 წელს ასე მასშტაბურად აღნიშნავდეს […]
პოეტმა ია ნანეიშვილმა ლეიკემია დაამარცხა – ,,ზოგჯერ საკუთარ დარდებზეც უნდა გაიცინო, თორემ ცხოვრება შეგშლის”
,,სარკე”, ნანა კობახიძე პოეტი ია ნანეიშვილი სოციალურ ქსელში სულ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და თავისი ლექსებით მრავალათასიანი აუდიტორია მიიზიდა. მისი ლექსები და ჩანახატები ინტერნეტსივრცეში, შეიძლება ითქვას, ხელიდან ხელში გადადის, ზოგჯერ უავტოროდ, ზოგჯერ სხვა ავტორის გვარითაც. პოეტს 4 წლის წინ მოულოდნელად მძიმე განსაცდელი დაატყდა თავს, ვერაგ დაავადებასთან – მწვავე ლეიკემიასთან მოუწია გამკლავება. ამ რთულ ბრძოლაში ლექსების […]
ქეთი ხუციშვილი: “ჩემი ლუნა მენატრება”
რუსუდან ადვაძე, სარკე ქეთი ხუციშვილს, რომელიც საზოგადოებამ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებიდან” ლუნა მაზიაშვილის როლით გაიცნო, მაყურებელი კვლავ “რუსთავი 2”-ზე იხილავს. ის “კომედი შოუს” წევრი გახდა. – როგორი გარემო დაგხვდათ “კომედი შოუში”? – არაჩვეულებრივი ურთიერთობებია. ბიჭები ძალიან კარგად დამხვდნენ, რაც ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია. მეგობრული და კარგი ადამიანია ყველა. უზომოდ გამიხარდა, შემოთავაზება რომ მივიღე, აქ ყველაფერი ძალიან […]
რატი დურგლიშვილმა ბიზნესი წამოიწყო – “17 წელია არავინ მყვარებია”
ავთო ჩიტიძე, სარკე მომღერალი რატი დურგლიშვილი ბოლო დროს მუსიკალურ სფეროში ნაკლებად აქტიურობს, ინტერვიუებსაც და საჯარო გამოსვლებსაც მაქსიმალურად ერიდება. როგორც გვითხრა, საკუთარ თავზე მუშაობს და მალე მსმენელს ბევრი სიახლით დაუბრუნდება. რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რატიმ და მაკა ზაბახიძემ დუეტი “ჯორჯია” აღადგინეს, მათი პროდიუსერი კი კახა მამულაშვილი, მამულიჩა, იქნებოდა. ამ ფორმატში ერთი კონცერტი ჩატარდა კიდეც, […]
ნათია ლაბაძე: “ყველას დავუმტკიცე, რომ ქალს გემზე ცხოვრება შემიძლია”
ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე ნათია ლაბაძემ ძალიან ბევრი გააოცა, როცა საზღვაო ნავიგაციის ფაკულტეტზე ჩააბარა. საზღვაოსნო სფეროს წარმომადგენლებიც სკეპტიკურად უყურებდნენ, გოგონამ კი ყველას დაუმტკიცა, რომ მეზღვაურს სქესი არ აქვს. დღეს ის უკვე კაპიტნობაზე ოცნებობს. ნათია 27 წლის არის და 4 წელია, რაც რამდენიმეთვიანი კონტრაქტებით გადის ზღვებსა და ოკეანეებში. ბოლოს 6 თვეც ზღვაში გაატარა, სამშობლოში დაბრუნებულმა კი “სარკეს” […]
დავით ივანიშვილი: “აუქციონზე გატანილი ჩემი ყველა ნახატი თვითონ შევიძინე”
ია ქუთათელაძე, სარკე დავით ივანიშვილი 3-4 წლის იყო, როცა ფანქარსა და ქაღალდს დაუმეგობრდა. მეხუთეკლასელმა ისეთი სახლის პროექტი დახაზა, პროფესიონალ არქტიტექტორს შეშურდებოდა. მამასაც დიდხანს არ უფიქრია, ძველი სახლი დაანგრია და მეხუთეკლასელი შვილის პროექტით ახალი ააშენა. მიუხედავად ამ ნიჭისა, სხვა გზა აირჩია და სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა. ეს უფრო მამის სურვილი იყო და დავითმაც შეუსრულა. დღეს […]
ნინო მჭედლიშვილი: “იქნებ ამერიკაში ოპრა უინფრისთან ინტერვიუ ჩავწერო, ჯერ ყველაფერი წინაა!”
ხათუნა მაღრაძე, სარკე ჟურნალისტ ნინო მჭედლიშვილის პროფესიული ცხოვრება ამერიკაშიც საინტერესოდ გრძელდება. რამდენიმე თვეა, რაც შეერთებილ შტატებშია და უკვე მოინახულა იქ მცხოვრები ქართველები, მათზე საინტერესო წერილებიც დაწერა და ქართველ მკითხველს გააცნო. ნინო საქართველოდან საყვარელ ადამიანთან, გიორგი ბუდაგოვთან ერთად გაემგზავრა და ხელი იქ მოაწერეს. იმედი აქვს, რომ ამერიკაში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების მეტი საშუალება მიეცემა, მანამდე კი ბევრს […]











