კატეგორია: საქმე

ზურა გორგაძე: “ჩემი და შორენა ბეგაშვილის სიყვარული ფარსი იყო”

ზურა გორგაძე: "ჩემი და შორენა ბეგაშვილის სიყვარული ფარსი იყო"

ავთო ჩიტიძე, სარკე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის განახლებული დილის ეთერის “დილა მშვიდობისა, საქართველოს” ერთ-ერთი წამყვანი ზურა გორგაძეა, პროფესიით მსახიობი. ის ეკრანზე ახალი სახეა, მაგრამ სამაგიეროდ ინდური და თურქული სერიალების მოყვარულებისთვის კარგად ნაცნობი ხმაა. დილის გადაცემაში გამოჩენამდე მსახიობს ხანგრძლივი პაუზა ჰქონდა. ძალები ევროპაშიც მოსინჯა, მაგრამ მიხვდა, რომ იქ დასამკვიდრებლად დიდი დრო დასჭირდებოდა და საქართველოში დაუბრუნდა თავის საყვარელ […]

ანი გიუნტერი ავთო გვასალიას გამო ლამაზდება – “ასეთი მამაკაცის გვერდით მართლაც ღირს გაღვიძება!”

ანი გიუნტერი ავთო გვასალიას გამო ლამაზდება - "ასეთი მამაკაცის გვერდით მართლაც ღირს გაღვიძება!"

ავთო ჩიტიძე, სარკე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დილის გადაცემაში “დილა მშვიდობისა, საქართველო” ანი გიუნტერი ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი წამყვანია. ახალი სეზონიდან კი სტუდიაში მისთვის განსაკუთრებულად კომფორტულია მუშაობა, აქეთ-იქიდან მამაკაცები უმშვენებენ გვერდს. კვირაში სამჯერ მისი მეწყვილე ახალგაზრდა ჟურნალისტი ავთო გვასალიაა. მართალია, ჯერ მხოლოდ 3 თვეა, რაც ანი და ავთო ეკრანზე დაწყვილდნენ, მაგრამ ამ მცირე დროში ძალიან კარგად გაიცნეს […]

თამუნა ლეკვეიშვილი: “ჩემმა ქმარმა ყველაფერი გააკეთა, რომ არ მენერვიულა”

თამუნა ლეკვეიშვილი: "ჩემმა ქმარმა ყველაფერი გააკეთა, რომ არ მენერვიულა"

ავთო ჩიტიძე, სარკე თამუნა ლეკვეიშვილმა 14 წლიანი კარიერა “რუსთავი 2”-ზე ერთ დღეში დაასრულა და “ვანოს შოუს” გუნდს “მთავარ არხზე” გაჰყვა. ამ ცვლილებებზე მუსიკოსს და იუმორისტს დიდხანს ან უფიქრია, “რუსთავი 2”-ზე მენეჯმენტის შეცვლის შემდეგ გადაწყვიტა, რომ მისი ადგილი იქ არ იყო. ხოლო თუ არც ახალ ტელევიზიაში აღმოჩნდებოდა მისი ადგილი, გადაწყვეტილი ჰქონდა, თავისი დიდი ოცნებისთვის – მუსიკალური […]

გიორგი ბარბაქაძე: “შეყვარებული ვიყავი, მაგრამ დავშორდი”

გიორგი ბარბაქაძე: "შეყვარებული ვიყავი, მაგრამ დავშორდი"

ირმა ჭკუასელი, სარკე გიორგი ბარბაქაძე, შეიძლება ითქვას, რომ მაყურებლის თვალწინ გაიზარდა. 10 წლის იყო, როცა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” ჯეკოს როლით გამოჩნდა ეკრანზე. ახლა 18 წლისაა. ის პრობლემები, რაც მის გმირს აქვს, გიორგის თანატოლებისთვის უცხო არ არის, ამიტომ ძალაუნებურად მასაც უწევს, ბევრ თემას ჩაუღრმავდეს, ამა თუ იმ საკითხზე იფიქროს. ამასობაში კი დიდი გამოცდილება დაუგროვდა, რომელსაც […]

20 წლის ბექა გელაძე მეეზოვედ მუშაობს: “სტუდენტი ვარ და ჩემთვის თითოეულ თეთრს დიდი მნიშვნელობა აქვს”

20 წლის ბექა გელაძე მეეზოვედ მუშაობს: "სტუდენტი ვარ და ჩემთვის თითოეულ თეთრს დიდი მნიშვნელობა აქვს"

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე 20 წლის ბექა გელაძე დილის 7 საათიდან თბილისის ქუჩების დასუფთავებაზე ზრუნავს. 18 წლის იყო, როცა გადაწყვიტა, საკუთარი შემოსავალი ჰქონოდა და მეეზოვე გახდა. პარალელურად ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლობს. ასე ცდილობს, საკუთარი ცხოვრება დაალაგოს, დრო ფუჭად არ დაკარგოს. მოსწონს, რომ საკუთარი შემოსავალი აქვს და “სარკეს” დეტალურად უყვება თბილისელი მეეზოვის არცთუ მარტივ სამუშაოზე. […]

გიორგი ბიბილაურმა 140 კილო დაიკლო – “ქართველი გოლიათი ბავშვი, “მარშუტკებს” რომ ათრევდა, მე ვიყავი”

გიორგი ბიბილაურმა 140 კილო დაიკლო - "ქართველი გოლიათი ბავშვი, "მარშუტკებს" რომ ათრევდა, მე ვიყავი"

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე შეიძლება ბევრმა გაიხსენოს გოლიათი ბიჭუნა, რომელიც წლების წინ სამარშრუტო მიკროავტობუსებს ხელით ათრევდა. ის ბავშვი, გიორგი ბიბილაური, ახლა 21 წლის არის და ძალიან ბევრი აქვს მოსაყოლი თავის მთავარ გამარჯვებაზე, იმაზე თუ როგორ დაიკლო 140 კილოზე მეტი. 13 წლის ასაკში გიორგი 260 კილო იყო. ჭარბი წონის გამო ბულინგის მსხვერპლი არაერთხელ გახდა, ამას ჯანმრთელობის პრობლემებიც […]

რა რეაქცია ჰქონდა ნიკა არაბიძეს ნიკა გვარამიას კრიტიკაზე – “თმაზე და წონაზე მეტყობა, რომ ნანერვიულები ვარ”

რა რეაქცია ჰქონდა ნიკა არაბიძეს ნიკა გვარამიას კრიტიკაზე - "თმაზე და წონაზე მეტყობა, რომ ნანერვიულები ვარ"

ავთო ჩიტიძე, სარკე იუმორისტ ნიკა არაბიძეს არასოდეს უოცნებია თავის საავტორო გადაცემაზე, მაგრამ “კომედი შოუ” როცა გაიყო და “რუსთავი 2”-დან ვანო ჯავახიშვილი წავიდა, “ვანოს შოუს” ნაცვლად საეთერო ბადეში “ნიკა არაბიძის შოუ” ჩაჯდა. გაყოფის პროცესი ნიკასთვისაც მტკივნეული იყო, მაგრამ ამ ემოციებზე დღეს ნაკლებად ფიქრობს და მხოლოდ იმაზეა ორიენტირებული, რომ ნაკლები შენიშვნები ჰქონდეს საკუთარი თავის მიმართ ამ შოუში. […]

ციცინო ზივზივაძე – მცხეთის კოლორიტული გიდი

ციცინო ზივზივაძე - მცხეთის კოლორიტული გიდი

რუსუდან ადვაძე, სარკე სვეტიცხოვლის ტაძარში შესულს შეუძლებელია თვალში არ მოგხვდეს გამორჩეულ, რეტრო სტილში ჩაცმული ქალი, განუყრელი შლაპით და საუბრის თავისებური მანერით, ინგლისურად და რუსულად ლაპარაკისას მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი აქცენტით. მის გარშემო ყოველთვის არიან ტურისტები, რომლებსაც გიდობას ემოციურად და დიდი პათოსით უწევს, თითქოს ერთი მსახიობის სპექტაკლს დგამს. შეიძლება ითქვას, მცხეთის კოლორიტია. ციცინო ზივზივაძემ რუსული და ინგლისური […]

რა პირობა დადეს ერთმანეთთან ეკა საათაშვილმა და დათო კაზიშვილმა – “უძინართა მზეში” აგნესას როლმა ბევრი ურთიერთობა მომიტანა”

რა პირობა დადეს ერთმანეთთან ეკა საათაშვილმა და დათო კაზიშვილმა - "უძინართა მზეში" აგნესას როლმა ბევრი ურთიერთობა მომიტანა"

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე აგნესა და ეკა – ჟურნალისტ ეკა საათაშვილს დღემდე ორი სახელით მიმართავენ. 25 წელზე მეტია გასული, რაც ეკრანებზე თემურ ბაბლუანის ფილმი “უძინართა მზე” გამოვიდა, მაგრამ ეკას მის პერსონაჟზე, აგნესაზე, დღემდე უსვამენ კითხვებს, ინტერესდებიან, როგორ შეარჩიეს როლზე, როგორი იყო გადაღებები და ა.შ. მასაც არასოდეს ბეზრდება პასუხების გაცემა და ყოველთვის დიდი სიამოვნებით საუბრობს იმ ერთადერთ […]

მარიამ კუბლაშვილი: “ჩემი ქმარი უკიდურესადაც რომ გაბრაზდეს, არ ავყვები”

მარიამ კუბლაშვილი: "ჩემი ქმარი უკიდურესადაც რომ გაბრაზდეს, არ ავყვები"

ავთო ჩიტიძე, სარკე ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ბოლო დროს სკანდალების ეპიცენტრში აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც თბილისის საკრებულოს წევრის, ილია ჯიშკარიანისა და მისი თანამშრომლის, თამთა თოდაძის, საქმეში ჩაერთო, ხისტი და სკანდალური განცხადებებით საზოგადოება აახმაურა. იმის გამო, რომ ქალზე ძალადობაში ბრალდებული მამაკაცის ადვოკატი გახდა, ის ქალთა უფლებების დამცველთა სამიზნედ იქცა. სიმართლე სანამ გაირკვევა, მარიამზე ამ ამბავმა ემოციურად უარყოფითად […]