კატეგორია: სამართალი

მსახიობ ვასო ფხაკაძეს მანქანა გაუტეხეს

ბაგების დასახლებაში დაცული ტერიტორიის ავტოსადგომზე წუხელ რამდენიმე მანქანა გაძარცვეს, ნაწილი კი დააზიანეს. მათ შორის იყო „კომედი შოუს“ მსახიობის, ვასო ფხაკაძის ავტომანქანა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა ბოლო ორი თვის განმავლობაში, როცა მისი მანქანა გატეხეს. წყნეთის 24 ნომერში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამივე მანქანიდან წაღებულია საწვავი. ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის საწვავია მოპარული. – ჩემი მანქანაა გატეხილი და კიდევ […]

ვალეში მუშამ ნაქირავები ბინის აბაზანაში თავი ჩამოიხრჩო – 35 წლის მამაკაცი ოჩამჩირიდან დევნილი იყო

ვალეს საბავშვო ბაღსა და კულტურის სახლის სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული 35 წლამდე კაცი ნაქირავები სახლის აბაზანაში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. გარდაცვლილი ვალეში სამუშაოდ დაახლოებით ხუთი თვის წინ ჩავიდა და ბინა იქირავა. დამსაქმებლის შპს „ქრისტინე სარაშვილის“ დირექტორის ნუგზარ სარაშვილის თქმით, 35 წლის მამაკაცი დევნილი იყო: „ოჩამჩირიდანაა, სად ცხოვრობდა ვალეში ჩამოსვლამდე, არ ვიცი“. გარდაცვლილი ერთ–ერთი იყო იმ […]

სროლა მიცკევიჩის ქუჩაზე – საქართველოს ბანკი ისევ დააყაჩაღეს

თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრესბანკის ფილიალი დააყაჩაღეს. დამნაშავე ბანკში ცეცხლსასროლი იარაღით შევიდა, ისმოდა სროლის ხმაც. თავდამსხმელი თანხას ითხოვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე დაკავებულია. თავდასხმის შედეგად ბანკის ერთ-ერთი თანამშრომელი შეუძლოდ გახდა, რომელსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აუცილებელი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით მიმდინარეობს – 179-ე, […]

სუსმა ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები ამირან დ. და ქეთევან დ. დააკავა

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავა – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები ამირან დ. და ქეთევან დ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები […]

თურქეთში გოჩა (ალი) საგინაძე სუსის ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ 26 დეკემბერს, ტრაბზონის პროვინციაში, ოფის მახლობლად, საქართველოს მოქალაქე გოჩა (ალი) საგინაძე ახმედ ჩატაევის საქმის გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. სუს-ის განმარტებით, გოჩა (ალი) საგინაძე არსებული საერთაშორისო თანამშრომლობისა და ახმედ ჩატაევის საქმის გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული […]

ზვიად რატიანი: ”ყველაზე დაუნდობლად გავილახე წინასწარი დაკავების იზოლატორში”

– ყველაზე დაუნდობლად წინასწარი დაკავების იზოლატორში გავილახე, – ამის შესახებ ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებულმა ზვიად რატიანმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა. წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის ბრალდებულმა პოეტმა ზვიად რატიანმა გათავისუფლების შემდეგ პოლიციელების მხრიდან მისი დაკავებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის დეტალები გაიხსენა. რატიანი ყვება, რომ სამართალდამცველებმა მისი დაკავების შემდეგ დიღმის მასივში მთავარ სამმართველოში მიიყვანეს, სადაც იქ ფიზიკურად გაუსწორდნენ. – […]

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციამ დააკავა და სცემა

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციამ დააკავა და სცემა, – ამის შესახებ ინფორაციას ჟურნალი „ლიბერალი“ ავრცელებს. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულს სხეულსა და სახეზე დაზიანებები აღენიშნება . არსებული ინფორმაციით, ზვიად რატიანს, რომელიც დიღმის სამმართველოში იმყოფება, სამართალდამცავები დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. მომხდართან დაკავშირებით, რატიანის მეგობარი, პოეტი შოთა იათაშვილი ფეისბუკში წერს „ჩემთან იყო გუშინ. იკიც ამოვიდა ცოტა ხანი, […]

აჭარაში 63 წლის მამაკაცს 8 წლის გოგონაზე აბაზანაში სექსუალური ძალადობა ბრალდება

63 წლის მამაკაცი 8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული. საქმის მასალებში წერია, რომ აჭარაში, 63 წლის მამაკაცმა მეზობელ 8 წლის გოგონაზე სექსუალურად აბაზანაში იძალადა. შემთხვევა იმ დროს, როდესაც მცირეწლოვანის მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ. დაკავებულმა ბრალი რამდენიმე დღის წინ დახურულ სასამართლო პროცესზე აღიარა. უმძიმესი დანაშაულის მოტივად 63 წლის მამაკაცის ადვოკატი დაკავებულის მიერ 1968 წელს გადატანილ […]

ბახალა: ”მანქანაში რომ გავიღვიძე, პოლიციელები იყვნენ ჩემ გარშემო, მათ ჩემი გაშიშვლება დაიწყეს”

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე მსახიობმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. გიორგი გიორგანაშვილის თქმით, დაკავების შემდეგ პოლიციელები მისი ბიზნესპარტნიორის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ, რის შემდეგაც მსახიობი გააშიშვლეს. მის ციტატას სააგენტო ipn-ი ავრცელებს. – როდესაც სარფიდან შემოვედი, ტაქსი გავაჩერე და თბილისში ჩამოვედი. გზაში ჩამეძინა და რომ გავიღვიძე, პოლიციელები იყვნენ ჩემ გარშემო. ისინი […]

რუსთაველის გამზირზე 15 წლის მ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე 17 წლის ჯ.ჩ. დააკავეს

რუსთაველის გამზირზე 15 წლის მოზარდის დაჭრის ფაქტზე 17 წლის არასრულწლოვანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ჯ.ჩ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე სკვერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2002 წელს დაბადებულ […]