კატეგორია: სამართალი

„ტორიაშვილი შეეცადა, კარისკენ წასულიყო, მაგრამ ქისტაურმა კიდევ ერთი ტყვია ესროლა… შემდეგ ყელი გამოჭრა” – 19 წლის ბიჭის სასტიკი მკვლელობის უცნობი დეტალები

ახალი წლის წინა დღეებში (29 დეკემბერი) თბილისში მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. 19 წლის დავით ტორიაშვილის დასახიჩრებულ ცხედარს მხოლოდ 10 დღის შემდეგ მიაგნეს. სასტიკ დანაშაულში ბრალდებული 27 წლის ნიკოლოზ ქისტაურია. როგორც ირკვევა, 19 წლის ბიჭის სადისტურ მკვლელობას თვითმხილველები ჰყავდა. თუმცა პირთა ფართო წრემ გამოძიებასთან არ ითანამშრომლა. სწორედ ამიტომ სამართალდამცავებმა ნიკოლოზ ქისტაურთან ერთად ბრალი სხვა ადამიანებსაც […]

დეა გოშხეთელიანის ყოფილ ქმარს, რომელიც ცოლზე ძალადობდა, პატიმრობა მიუსაჯეს

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ოჯახში ძალადობის საქმე განიხილა. 22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შემთხვევა მიმდინარე წლის სამ იანვარს მოხდა. ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. პირველი ინსტანციის აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ კი ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დეა გოშხეთელიანის თქმით, ყოფილი ქმრის ეშინია, […]

თბილისში მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და მისი მეგობარი დაჭრა – ქალს 14 ჭრილობა აქვს

თბილისში მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და მისი მეგობარი დაჭრა. ახალგაზრდა ქალს 14 ჭრილობა მუცლისა და საზარდულის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. გავრცელებული ინფორმაციით, კრიტიკულია მეგობარი მამაკაცის მდგომარეობაც. ნიუპოსტი

მარიამ ხაჭვანი: “ხელები მიკანკალებს, ისეთი აღელვებული ვწერ ეხლა…” – რეჟისორი პოლიციელებს მისი ოჯახის დევნაში ადანაშაულებს

რეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა ფეისბუქზე, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა: “მთელი ღამის უძილო, საშინლად გამწარებული და გაბრაზებული ვწერ ამ სტატუსს! ყველამ თუ არა უმეტესობამ მაინც იცის, რომ ვარკეთილი 3 მიკრო რაიონის მერვე განყოფილების პოლიციამ, რომლის პოლიციის მუშაკები გამოირჩევიან განსაკუთრებული აგრესიით მოქალაქეების მიმართ, ორი წლის უკან ოთხი ოჯახის წევრი დამიჭირეს, ვიღაც უგუნური პოლიციელების უვიცობის გამო […]

დეა გოშხეთელიანი: ”ყოფილმა ქმარმა მუშტებით მცემა… თოფიც აქვს და ავტომატიც” – რა მოხდა ქუთაისში

ქუთაისში მცხოვრები 22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებს და მის დაპატიმრებას ითხოვს. ძალადობის მსხვერპლი ყვება, რომ ყოფილი ქმარი სახლში შეუვარდა და მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით, მასაც და ოჯახის დანარჩენ წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა. დეა გოშხეთელიანი ამბობს, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან ეს ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის და მის დაკავებას მოითხოვს. დეა გოშხეთელიანს და მის მამას […]

ხორავაზე დაჭრილ კიდევ 2 ბიჭს ჭრილობები ზურგის არეში აქვს – სკანდალური საქმის ახალი დეტალები

თბილისში, აკაკი ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის დაპირისპირებისას დაჭრილი კიდევ ორი მოზარდის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, დაჭრილებიდან ერთი პირველი ექსპერიმენტული, მეორე კი 51-ე სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, ორივე მოსწავლეს ცივი იარაღით ჭრილობები ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული. მათგან ერთ-ერთს, პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეს („ინტერპრესნიუსი“ მის ვინაობას შეგნებულად არ ასახელებს), […]

მიხეილ სააკაშვილს 3 წელი მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ. „თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ და მას სასჯელის სახედ და […]

თემქაზე პატრული კახა ქრისტესაშვილი და მისი მეუღლე გაზით გაიგუდნენ

თბილისში, თემქის დასახლებაში, პატრულის თანამშრომელი კახა ქრისტესაშვილი და მისი მეუღლე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ დილით მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

შალვა რამიშვილი თათია სამხარაძეს სექსუალური შევიწროვებისთვის 2.000 ლარს გადაუხდის – რა გადაწყვიტა სასამართლომ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით შალვა რამიშვილის წინააღმდეგ თათია სამხარაძის სარჩელი დააკმაყოფილა. შალვა რამიშვილს თათია სამხარაძისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. მას 2 ათასი ლარის გადახდა მოუწევს. სასამართლოს დღევანდელ სხდომას არც შალვა რამიშვილი და არც მისი ადვოკატი არ დასწრებიან. საქმის დასაბუთება სამხარაძეს და მის ადვოკატებს ერთი თვის ვადაში ჩაბარდებათ. იურიდიულ დახმარებას სამხარაძეს კავშირი “საფარი” […]

მარიამ კუბლაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილზე: “რატომ გაიმეტეს ბავშვი მოსაკლავად თავის ლოგინში?! ვისაც მესიჯებს სწერდა, ის ბიჭი თბილისში, დაცვის სამსახურში მუშაობდა”

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 19 წლის მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს პანკისში სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრეს. დაჭრილი ახალგაზრდა ცნობილი ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის ნათესავია, რომელიც სპეცოპერაციის დროს დაკავებული ერთ-ერთი პანკისელის უფლებებსაც იცავს. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე და ქისტურ ტრადიციებზე მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან: მარიამ კუბლაშვილი: – დედაჩემი, მზია მაჩალიკაშვილი და […]