ცოტა ხნის წინ თავისუფლების მეტროსთან 15 წლის მოზარდი დაჭრეს. დაჭრილი კერძო სკოლა „ოქროს აკვნის“ მოსწავლეა. მომხდარზე კომენტარი გააკეთა სკოლის დირექტორმა. დირექტორის განცხადებით, მოზარდს კონფლიქტი არავისთან ჰქონია და დღეს გაკვეთილებს ესწრებოდა. – არ ვიცი, ვინ დაჭრა, ვერ გეტყვით, იყო აბსოლუტურად უკონფლიქტო და მშვიდი და კარგი ბავშვი და ისიც არ ვიცი, როგორ არის, – განაცხადა მაია მიქაძემ. […]
კატეგორია: სამართალი
გორში ეძებენ კაცს, რომელმაც სადარბაზოში ქალი სცემა
გორში სამართალდამცველები ქალის ცემაში ბრალდებულ მამაკაცს ეძებენ. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, ქალს მამაკაცი სადარბაზოში დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც შსს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
ხულოში მე-12 კლასელმა თავი მოიკლა
ხულოში მე-12 კლასის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლის გარდაცვალების მიზეზი სუიციდი გახდა. “პირველს” შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
ქმარი ცოლის ცემისთვის დააკავეს – რა მოხდა კახეთში
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1958 წელს დაბადებული, ამავე დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.წ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს – 1958 წელს დაბადებულ ნ.შ.-ს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება ოჯახში არაერთგზის ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, […]
დიდუბის ავტოსადგურზე ქალს მანქანა დაეჯახა
დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა ქალს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებული თავის ტრავმით ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე, ანდა თავისუფლების […]
გუკა რჩეულიშვილი ინვესტორისგან ხელშეკრულებას ელოდება: ”ძალიან მიმძიმს ეს ყველაფერი, როგორც დაზარალებულების, ისე მაიას და რუსოს მიმართ”
– ძალიან მინდა დღეს საღამოს მივიღო ინვესტორისგან ხელშეკრულება და ხვალვე მზად ვიყო ხელის მოსაწერად, – ამის შესახებ “ცენტრ პოინტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო ipn-იავრცელებს. როგორც მან დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ერთი თვეა “ცენტრ პოინტი” ინვესტორებისგან ხელშეკრულებას ელოდება, რათა მას ხელი მოაწეროს. რჩეულიშვილის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიებმა m2-მა და “ვილა რეზიდენსმა” ხელშეკრულების […]
გიორგი შარაშიძე: ”პრემიერი კვირიკაშვილი გამოძიებაზე ზეწოლას ახდენს”
კარტელური შეთანხმებების გამო დაპირისპირება გრძელდება – გიორგი გაჩეჩილაძის სიძემ, “სიტროენ ჯორჯიას” დირექტორმა, მისი სკანდალური ბრალდებების დამადასტურებელი დოკუმენტები მთავრობის ადმინისტრაციაში მიიტანა. გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “როდესაც პრემიერი ამბობს, რომ მე გადავდგები თუ ეს დადასტურდა, ეს არის წნეხი ყველა იმ ორგანოზე, რომელმაც საქმე უნდა გამოიძიოს”. მისივე განცხადებით, კარტელურ გარიგებას ტარიელ ხეჩიკაშვილი მფარველობს და შესყიდვების სააგენტოც ფრანგული […]







