მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე, ყოფილი კოლეგის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. საუბარია მილენა მითაიშვილზე, რომელსაც ყოფილი ძიძები უპირისპირდებიან და ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებენ. ნიუპოსტის ცნობით, ყოფილი პროკურორი მილენა მითაიშვილი ერთ-ერთ ძიძას ნინო ბოჭორიშვილს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში ადანაშაულებს. მისი მოთხოვნის საფუძველზე დღეს ნინო ბოჭორიშვილის სახლი გაჩხრიკეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნინო ბოჭორიშვილის ადვოკატმა გაგა მეშველიანმა განუცხადა, გარკვეული […]
კატეგორია: სამართალი
„51-ე სკოლასთან მომხდარი მკვლელობის მონაწილე „ოცნების“ დეპუტატის შვილია“
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მონაწილე ,,ქართული ოცნების” მოქმედი დეპუტატის არასრულწლოვანი შვილია, – ამის შესახებ კუპრავამ სოციალურ ქსელში დაწერა. კუპრავა ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაციის გასაჯაროებას უახლოეს მომავალში გეგმავს: „51-ე სკოლასთან მომხდარი ტრაგედიის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, ,,ქართული ოცნების” მოქმედი დეპუტატის არასრულწლოვანი შვილია… პროკურატურის დადგენილებაში, სადაც ისინი, სხვა არასრულწლოვნების გვარების […]
22 წლის გოგომ რუსთავში თანატოლი ბიჭი დაჭრა – ბიჭს რამდენიმე ორგანო ამოაჭრეს
რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით 22 წლის ბიჭი მისივე თანატოლმა გოგომ დაჭრა. მამაკაცი ღამის 3 საათზე სისხლდენით ერთერთ ღამის სუპერმარკეტში შევიდა და დახმარება ითხოვა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. დაჭრილი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდა და რამდენიმე ორგანო ამოაჭრეს. ამ დროისთვის დაშავებულის მდგომაერეობა სტაბილურია. შსს-ში აცხადებენ რომ […]
თბილისში დავით ქმოსტელი, მეტსახელად “ძივითა”, მოკლეს
თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, მოკლულია დავით ქმოსტელი, მეტსახელად „ძივითა“, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობდა და უბანში მეგობართან მიდიოდა. მათივე ინფორმაციით, დავით ქმოსტელი ნიღბიანმა პირმა ჩაცხრილა. „მანქანა გაჩერებულა. ნიღაბი ჰქონია გადაცმული იმ პიროვნებას, დაუხლია ტყვია და წასულა. ეზოში მოუკლავს. არავინ იცის რატომ და რისთვის“, – განუცხადა „რუსთავი 2“-ს ლომთათიძის ქუჩის მცხოვრებმა ივანე […]
წითელ ბაღთან მოსწავლეების დაჭრის ბრალდებით მათი ყოფილი თანაკლასელი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წითელ ბაღთან, 2 მოზარდის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 17 წლის ახალგაზრდა დააკავა: როგორც ირკვევა, ახალგაზრდა დაშავებულების ყოფილი კლასელია. გამოძიების ინფორმაციით, სამი არასრულწლოვანის დაჭრის შემდეგ, ბრალდებული მიიმალა. “ნიუპოსტი” გთავაზობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას: “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ა.ნ. […]
“ისე დაგვჭრეს ამ ბიჭებმა, ვერ მივხვდითო” – ერთ-ერთი დაჭრილი ფეხბურთელია – წითელ ბაღში ჩხუბის ახალი დეტალები
რა გახდა თბილისში ორი არასრულწლოვანის დაჭრის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მეგობარმა მიიყვანა. – ყვიროდა, მეგობარი დაჭრეს, სისხლისგან იცლებაო. რაც შეეხება მეორე მოზარდს, ის კლინიკაში თავად მივიდა. საბედნიეროდ, დაჭრილებს ქირურგიული ოპერაცია არ დასჭირდათ. როგორც ირკვევა, დაჭრილთაგან ერთი საფეხბურთო კლუბ „შევარდენი 1906“-ის ფეხბურთელია. საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი გიგი კიკაბიძე ამბობს, რომ დაჭრილი მოზარდი ახალი […]
თბილისის 35-ე სკოლის 2 დაჭრილი მოსწავლე რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიყვანეს
რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 დაჭრილი მოზარდი შეიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, დაჭრილი მოზარდები თბილისის #35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს ფილტვის არეში შემავალი ჭრილობა აქვს მიყენებული. ადგილზე იმყოფება პოლიცია. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მოზარდების დაჭრის მიზეზი. ინტერპრესნიუსი
რა სთხოვა მაია ნიკოლეიშვილს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დედამ – “რაც ჩემმა შვილმა დააშავა, იმისთვის პასუხი უნდა აგოს”
ხორავას ქუჩაზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმეში, რომელშიც მოზარდები მონაწილეობდნენ, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ჩაერთო. რა სთხოვა მას ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დედამ და სინამდვილეში რამდენი დამნაშავე ან დაზარალებულია ამ საქმეში? – “კვირის პალიტრას” მაია ნიკოლეიშვილი ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან: – საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის, გ.ბ.-ს ოჯახის მოთხოვნით ჩავერთე. ვგულისხმობ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილ მოზარდს. მისი ოჯახის პოზიციამ გამაოცა, არასდროს დამავიწყდება […]
ვაკის პარკთან ტრანსგენდერი მირანდა ფაღავა სასტიკად ცემეს
თბილისის ცენტრში გამთენიისას, ვაკის პარკთან ტრანსგენდერ ქალს სასტიკად სცემეს. 23 წლის მირანდა ფაღავას სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიყენებული. დაზარალებულის თქმით, თავდამსხმელი მამაკაცი იყო, რომლის გაღიზიანებაც მირანდას გენდერულმა იდენტობამ გამოიწვია. მირანდა ფაღავა გამოძიების დასრულების შემდეგ საქართველოს დატოვებას აპირებს, რადგან ის აქ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მირანდა ფაღავა ყვება იმასაც, რომ მან დახმარება სთხოვა ინციდენტის ადგილზე არსებულ მაღაზიის […]
გოგიტა დალაქიშვილს ღარიბაშვილი ალასანიას, სუბარის და კბილაშვილის წინააღმდეგ აქციების მოწყობას სთხოვდა? – რატომ დააკავეს “ქართული ოცნების” აქტივისტი
“ქართული ოცნების” ყოფილი აქტივისტის გოგიტა დალაქიშვილის დაკავებას სერიოზული მითქმა-მოთქმა მოჰყვა. დალაქიშვილს ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან იცნობს. ის აქტიურად მონაწილეობდა ნაციონალების წინააღმდეგ მოწყობილ საპროტესტო აქციებში. გოგიტა დალაქიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურად ასეთი განცხადება კეთდება: – შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების […]










