თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე 22 წლის გოგონას მკვლელობის საქმზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 13 აპრილს ვაკეში მომხდარ, 1993 წელს დაბადებული თ.გ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. უკვე დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული თ.გ. და დედამისი პოლიციის განყოფილებაში […]
კატეგორია: სამართალი
ვინ არის მამაკაცი, რომელიც თბილისის აეროპორტში, თვითმფრინავში გარდაიცვალა
13 აპრილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თბილისი-სტამბოლის რეისზე, ,,პეგასუსის” თვითმაფრინავში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნონილი, ის 28 წლის მურაზიკ ხუდოევია. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ზუსტი დეტალები ჯერეჯერობით უცნობია. პრაიმტაიმი
25 წლის ქალი მეზობლებს შველას სთხოვდა – ,,კარი შეამტვრიეს, მაგრამ გვიანი იყო, უკვე ყელი ჰქონდა გამოჭრილი” – ვიდეო
თბილისში, ბარნოვზე მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. ტელეკომპანია ,,იბერიის” ეთერში მოკლული ქალის მეზობლები საუბრობენ და ყვებიან, რომ ის რამდენიმე წუთის განმავლობაში შველას ითხოვდა და მკვლელს პატრულში დარეკვით ემუქრებოდა. -მეზობელმა გაიგო ჩხუბი, კარზე დაუკაკუნა, რა ხდებაო. გვიშველეო, მკლავენო. უთხრა მკვლელს, ახლა პატრულს დავუძახებო. მან კი უპასუხა, დაუძახე, რაც გინდაო… მეზობლებმა კარი შეამტვრიეს, მაგრამ გვიანი […]
გია ჩხეიძემ მამის ცხედარი ამოთხარა – რას ედავება ექიმ გიორგი გერლიანს გარდაცვლილის ოჯახი
ექიმის დაუდევრობა თუ უბედური შემთხვევა – რა გახდა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 71 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს. შაქრო ჩხეიძის შვილმა, გია ჩხეიძემ, მამის საფლავი ამოთხრა, რათა დარწმუნებულიყო, ცხედარი ნამდვილად შაქრო ჩხეიძეს ეკუთნოდა თუ არა. ჩხეიძეების ოჯახმა საფლავის შემოწმება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ექსპერტიზიდან გადმოსვენების შემდეგ გვამი მათი დასწრების გარეშე დამარხეს. გია ჩხეიძე ამბობს, […]
თამუნა მოსიძეს თბილისში ავტომობილი დაუწვეს – ,,ასე დამახვედრეს დილით მანქანა!”
თამუნა მოსიძე ფეისბუქში დამწვარი მანქანის ფოტოს აქვეყნებს და წერს: ,,ასე დამახვედრეს დილით ოტიუმთან მანქანა!”. რესტორანი ,,ოტიუმი” თბილისში, კუსტბის გზაზე მდებარეობს. როგორც ჩანს, თამუნა მოსიძემ ავტომობილი საღამოს დატოვა იქ, დილით კი დამწვარი დახვდა. ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს თუ არა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება. სავარაუდოდ, მანქანა ჯერ გაძარცვეს და შემდეგ, კვალის წაშლის მიზნით, დაწვეს.
პოლიცია ვაკეში მოკლული ქალის მამინაცვალს ეძებს – ვეფხვია ბაქრაძეს გარდაცვლილის დედასთან კომუნიკაცია აკრძალული ჰქონდა
ცოტა ხნის წინ ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფრომაციით, მკვლელობაში ბრალდებული ქალის მამინაცვალი, 1972 წელს დაბადებული ვეფხვია ბაქრაძეა. თვითმხილველების ცნობით, მოკლულის დედას, ნათელა გობაძეს და მის ყოფილ მეუღლეს, ვეფხვია ბაქრაძეს სასამართლოში დავა ჰქონდათ, მამაკაცი ყოფილ ცოლთან შერიგებას ითხოვდა. მეზობლების ინფორმაციით, ყოფილი მეუღლე მას შვილის მოკვლით რამდენჯერმე დაემუქრა. კონფლიქტის […]
ბავშვები მკვლელს იცნობდნენ და კარიც მათ გაუღეს – ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი ვერსია
თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალი, 2 მცირეწლოვანი შვილის დედა სასტიკად მოკლეს – მას ბავშვების თვალწინ ყელი გამოჭრეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბავშვებმა მკვლელი იცნეს და კარი სწორედ მათ გაუღეს. მოკლულის შვილებმა სამართალდამცავებს ვინაობაც დაუსახელეს. სამართალდამცავების განცხადებით, მკვლელობის ჩამდენი პირი დადგენილია და მიმდინარეობს მისი დაკავების სამუშაოები. ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით […]
ვაკეში 25 წლის ქალს ყელი მამინაცვალმა გამოჭრა? – რა მოხდა ბარნოვის 77-ში
თბილისში, ბარნოვის 77-ში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ,,იმედინიუსმა” გაარკვია, გარდაცვლილი 1993 წელს არის დაბადებული. მას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის ზუსტდება, თუ ვის ეკუთვნის საცხოვრებელი სახლი, სადაც მკვლელობა მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, გოგო, რომელიც მოკლეს, დასთან იყო სტუმრად, თუმცა არსებობს ვერსია იმის შესახებაც, რომ დები ერთად ცხოვრობდნენ ამ სახლში. ,,რუსთავი 2″-ის ცნობით, […]
შსს-მ ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 20-მდე პირი დაკითხა
შს სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 20-მდე პირი დაიკითხა, მათ შორის კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე. როგორც შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საგამოძიებო მოქმედებები უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. “ადგილობრივ მოსახლეობასა და საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) მიმდინარეობს. დანაშაული […]
ნიგერიელების ადვოკატი: ,,კალაძე დისკრიმინაციულ დანაშაულებს ახალისებს, მისი მიდგომა არასერიოზულია”
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურისტი, შოთა თუთბერიძე, რომელიც ნიგერიელ სტუდენტებს იცავს, ,,ნეტგაზეთთან” თბილისი მერის, კახი კალაძის დღევანდელ ინიციატივას ეხმაურება, რომ 8 აპრილს თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართოს ფეხბურთში. შერიგების მატჩის ჩატარება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს სთხოვა. თუთბერიძის თქმით, მერის მსგავსი განცხადება, როგორც მინიმუმი, არასერიოზულია და დისკრიმინაციული ტიპის დანაშაულებს ახალისებს. -მე არ მგონია, […]








