თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ფერადკანიანი სტუდენტებისა და ადგილიბრივ მცხოვრებთა დაპირისპირების მიზეზებზე სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. ,,რუსთავი 2″-თან დაზარალებული სტუდენტები ყვებიან, რომ მათ ადგილობრივები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას რასობრივ ნიადაგზე აყენებდნენ და ქვეყნის დატოვებას მოითხოვდნენ. მათივე თქმით, ადგილზე მისულმა პოლიციელებმა „მომხდარის დავიწყება ურჩიეს“. -დაახლოებით, საღამოს ექვს საათზე, მეგობრები ვთამაშობდით ფეხბურთს. ყოველთვის ბელიაშვილის ქუჩაზე, მუნიციპალურ სტადიონზე ვთამაშობთ ხოლმე ჩვენთან მოვიდნენ და […]
კატეგორია: სამართალი
ფერადკანიანი სტუდენტების ცემაში მონაწილეებს 1-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
ბელიაშვილის ქუჩაზე, ადგილობრივ მოსახლეებსა და საქართველოში დროებით მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარი ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ ადგილზე ვითარება სამართალდამცველების მისვლის შემდეგ […]
,,რომელია ამ ,,ვაჟკაცებიდან” პატრიოტი და რამდენმა გააპროტესტა მკვლელი რუსეთის ოკუპაცია?! – როგორ სცემეს ფერადკანიანები თბილისში – ვიდეო
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე ფერადკანიანი ახალგაზრდები ხელკეტებით შეიარაღებულმა რამდენიმე მამაკაცმა სცემა და ტერიტორიიდან გააძევა. სოციალურ ქსელში ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ,,აბა… რომელია ამ ,,ვაჟკაცებიდან” ,, პატრიოტი” და რომელი მივიდა ოკუპირებულ საზღვართან და რამდენმა გააპროტესტა მკვლელი რუსეთის ოკუპაცია?!.. რამდენმა დალია ქრისტეს აღდგომის დღეს მართლმადიდებელი ერის სადღეგრძელო?… მიზეზი არ მაინტერესებს, ფაქტს ვგმობ!”, – წერს სალომე ქირია. […]
თბილისში ფერადკანიანი სტუდენტები ხელკეტებით სცემეს
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ფერადკანიანი სტუდენტები სცემეს. იქ მდებარე სტადიონზე რამდენიმე უცხოელი ახალგაზრდა ფეხბურთს თამაშობდა. მათ ხელკეტებით შეიარაღებული მამაკაცები დაესხნენ თავს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ტერიტორიიდან გააძევეს. ეს ფაქტი ერთ-ერთმა ფერადკანიანმა სტუდენტმა გადაიღო. დაზარალებულების თქმით, რასისტული და დისკრიმინაციული ძალადობის გამო მათ პოლიცია გამოიძახეს, თუმცა, მათივე მტკიცებით, სამართალდამცველებმა „მომხდარის დავიწყება ურჩიეს“. ინციდენტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე […]
ჟურნალისტი ქალი პოლიტიკოს ნიკა მაჭუტაძეს სექსუალურ შევიწროებას აბრალებს
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია განიხილავს დავას, რომლის მთავარი ფიგურანტი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პოლიტიკოსია. სასამართლოს საჩივრით ახალგაზრდა ქალმა მიმართა, რომლის ვინაობასაც ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ, თუმცა მას ჟურნალისტურ წრეებში საკმაოდ კარგად იცნობენ. ქალმა, რომელიც თავს დაზარალებულად მიიჩნევს, სასამართლოს საჩივრით პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარის, ნიკა მაჭუტაძის წინააღმდეგ მიმართა და დამცავი ორედრის გამოწერას ითხოვს. მაჭუტაძის წინააღმდეგ […]
გორის მერის მოადგილეს ტრაქტორი მოპარეს
,,არაფერი დამიშავებია” – 15 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული 66 წლის პედაგოგი ბრალს არ აღიარებს
15 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული 66 წლის პედაგოგი ბრალს არ აღიარებს. “კურიერის” კამერამ მამაკაცი მაშინ დააფიქსირა, როდესაც ის პოლიციის შენობიდან საავადმყოფოში გადაჰყავდათ. მწვრთნელმა კატეგორიულად უარყო, რომ ის გოგონას ავიწროვებდა. “არაფერი დამიშავებია,”-ამბობს დაკავებული. იმის შესახებ, რომ 66 წლის მამაკაცი სამეგრელოში გოგონათა საფეხბურთო გუნდის ახალწვეულზე სექსუალური ხასიათის დანაშაულს ჩადიოდა, “შაბათის კურიერში” გასული რეპორტაჟის ეთერში გასვლის […]
მაკა ასათიანი: ,,რუსთავი 2″ პასუხს აგებს ამ სიუჟეტის გამო… ეს არის ჩემი ღირსების საქმე”
შპს “აკა”-ს მფლობელი, ყოფილი დიზაინერი მაკა ასათიანი ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “გამოვიყენებ კანონით მონიჭებულ ყველა უფლებას, რათა ,,რუსთავი 2′-მა პასუხი აგოს ცილისმწამებლური, ცრუ ინფორმაციის გაჟღერებისთვის! სრულიად აღშფოთებული ვარ გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული სიუჟეტის გამო, რომელიც ჩემი და ჩემი ოჯახის ღირსების შელახვას ემსახურებოდა. სიუჟეტი აგებული იყო ადამიანზე, რომელიც თაღლითობის, შანტაჟის და […]
ტყვიებზე დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელის დნმ აღმოჩნდა
კრიმინალურმა პოლიციამ დოდო გუგეშაშვილის შვილის სავარაუდო მკვლელის დნმ-ის ნიმუში აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაცია P.S.-ს თავად დოდო გუგეშაშვილმა მიაწოდა. მისი თქმით მაღალი ალბათობით, ტყვიებზე აღმოჩენილი იდენტური გენეტიკის ნიმუშები იმ პიროვნებას ეკუთვნის, ვინც მას და მის შვილს ესროლა. იმ დღიდან, როდესაც დოდო გუგეშაშვილის შვილი მოკლეს, მას კი მძიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენეს, თითქმის ორი თვე გავიდა, მკვლელი კი, რომელსაც შემთხვევით გადარჩენილი დედა იცნობდა და ამ კორპუსში მცხოვრებმა […]
15 წლის გოგონამ სექსუალურ ძალადობაში პედაგოგის მხილების შემდეგ თვითმკვლელობა სცადა
15 წლის გოგონამ, რომელიც 66 წლის პედაგოგს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, თვითმკვლელობა სცადა. ამის მიზეზი სოციალურ ქსელში მის მიმართ განხორციელებული აგრესია გახდა, რაც გოგონას მიერ სექსუალური ძალადობის შესახებ მამაკაცის სატელევიზიო მხილებას მოჰყვა. “შაბათის კურიერში” გასული რეპორტაჟის შემდეგ საზოგადეობის ნაწილი “რუსთავი 2”-ის ვებგვერდზე არასრულწლოვანის მიმართ ღია აგრესიას გამოხატავს. გოგონას ამოცნობა მისმა თანაგუნდელმაც შეძლო, რის გამოც მოზარდმა კისერი […]







