კატეგორია: სამართალი

თამარ გამრეკელაშვილის ბებია: ,,მკვლელობამდე პოლიციას უთქვამს, ფაქტები არ გვაქვს, ვერ დავიჭერთო”

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თამარ გამრეკელაშვილის ბებია მერი გობაძე ამბობს, რომ სამართალდამცავებს მეტი ყურადღება რომ გამოეჩინათ, ამ ტრაგედიას თავიდან აიცილებდნენ. – იმ დღეს პოლიციისთვის უთქვამთ, ამას ნუ მაწერინებთ, ეს ადამიანი დასაკავებელია, გვემუქრება, დაგვმართებს რაღაცას, შვილის სიკვდილით გვემუქრებაო. ფაქტი თუ არ არის, ვერ დავიჭერთო… ფაქტი ხომ გვაქვს ახლა!.. რა მოხდებოდა ერთი პატრულის მანქანა გაეგზავნათ და დაეყენებინათ იქ? […]

ვეფხვია ბაქრაძის შვილი: ,,რატომ იმ დღესვე არ თქვა არავინ, რომ ბავშვებს ბენზინის სუნი ასდიოდათო?!”

25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ყელი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით გამოჭრეს. საზარელი მკვლელობა 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის 77 ნომერში, მოხდა. საცხოვრებელ სახლში მეზობლები ბავშვების განწირული ყვირილის შემდეგ შევიდნენ. მკვლელობის მთავარი მოწმეები მოკლულის 3 და 6 წლის შვილები არიან. სწორედ მათგან გახდა ცნობილი სავარაუდო მკვლელის ვეფხვია ბაქრაძის ვინაობა. ვეფხია ბაქრაძის შვილი პირველი ქორწინებიდან, ლიკა ბაქრაძე მომხდართან დაკავშირებით პირველ […]

ვეფხვია ბაქრაძის შეწყალებაზე პრეზიდენტი განმარტებას ხვალ გააკეთებს

საქართველოს პრეზიდენტი და შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ხვალ საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. საქმე ეხება, ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შეწყალებას. ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 1972 წელს დაბადებული ბაქრაძე 2015 წელს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით იყო დაკავებული, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე, 2017 წლის 25 მაისს […]

თაკო გამრეკელაშვილის შვილებს მკვლელი სახლში დახვდათ, ის მათ ტანსაცმელს ჭრიდა და ბენზინს ასხამდა – სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

თაკო გამრეკელაშვილის სასტიკ მკვლელობაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი.  როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ყვებიან, მამინაცვალი თაკო გამრეკელაშვილს სახლში ელოდებოდა. გარდაცვლილის ბებია და დეიდა ამბობენ, რომ სახლში მისულ ბავშვებს ვეფხვია ბაქრაძე დახვდათ, რომელიც მათ ტანსაცმელს ჭრიდა და ბენზინს ასხამდა. შემდეგ კი მან ახალგაზრდა ქალს  ბავშვების თვალწინ გამოჭრა ყელი. მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს, საღამოს მოხდა. მკვლელობის მოტივი შესაძლოა […]

წალკაში 76 წლის მოხუცი ცხელი უთოთი აწამეს

წალკაში პენსიონერ  მოხუცებს ორი ნიღბიანი თავს ღამის პირველ საათზე დაესხა. მძინარე ცოლ-ქმარს თავდამსხმელებმა ხელ-ფეხი შეუკრეს და სასტიკად სცემეს. ისინი პენსიონერებისაგან ფულს ითხოვდნენ. 76 წლის მამაკაცმა მათ 600 ლარი გადასცა, მაგრამ კრიმინალებს თანხა ეცოტავათ და ცხელი უთოთი აწამეს. წამების კვალი მოხუცს დღემდე ეტყობა. თავდამსხმელებმა მას ცხელი უთო სხეულზე რამდენჯერმე დაადეს. ის სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. დაყაჩაღებული ოჯახი […]

მძარცველები ბანკიდან პენსიონერის მანქანით გაიქცნენ – ,,გამოდის, უკვე გარეთ გასვლის უნდა გვეშინოდეს”

ოზურგეთის სოფელ ცხემლისხიდში შეიარარებულმა, ნიღბიანმა პირებმა ,,ლიბერთი ბანკის ” ,,ფეი ექსპრესი” გაძარცვეს და შემთხვევის ადგილიდან იქვე მდგომი მანქანით გაიქცნენ. თვითმხილველები ამბობენ, რომ მანქანა რიგში მდგომი პენსიონერის იყო. შსს მანქანის გატაცების ფაქტს ადასტურებს. თვითმხილველი “აიპრესთან” დეტალებზე საუბრობს: -დილით დაახლოებით ათის ნახევარზე მოხდა დაყაჩაღება, მაშინ, როდესაც პენსიონერები კუთვნილ პენსიას იღებდნენ. ,,პლაშებში” და ნიღბებში გამოწყობილი პირები იარაღის მუქარით შევარდნენ […]

თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობისთვის მისი მამინაცვალი ვეფხვია ბაქრაძე თელეთში დააკავეს

ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის, თაკო გამრეკელაშვილის, მკვლელობისთვის დაღუპულის ყოფილი მამინაცვალი, 1972 წელს დაბადებული ვეფხვია ბაქრაძე სოფელ თელეთში დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ძალოვან უწყებაში გამართულ ბრიფინზე თქვა. „2015 წელს ვ.ბ დამნაშავედ სცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა -117-ე და 276-ე მუხლებით, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის […]

თაკო გამრეკელაშვილის მამა: ,,ბავშვების თვალწინ ყელი გამოჭრა ჩემს შვილს”

თბილისში ბარნოვის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ქალი კახეთში გადაასვენეს. 25 წლის თაკო გამრეკელაშვილი თავდაპირველად ახმეტაში მამის სახლში, შემდეგ კი თელავის რაიონის სოფელ სანიორეში დედის მშობლების საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს. როგორც გარდაცლილის მამამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მის შვილს სასიკვდილო ჭრილობები კისერში დანით აქვს მიყენებული. -ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ექსპერტმა მითხრა, რომ ჩემს შვილს კისერში დანით აქვს ჭრილობები მიყენებული. იმ […]

თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მამინაცვალი ყოფილი პოლიციელია

ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის, თაკო გამრეკელაშვილი მკვლელობაში ბრალდებული 45 წლის ვეფხვია ბაქრაძე წარსულში შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობდა. “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, 90-იანი წლების დასაწყისში ის დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო. ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევიც იყო და სასჯელი საპატიმროში მოიხადა. ის 2009 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით, 2015 წელს კი ჯანმრთელობის დაზიანებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების […]

თაკო გამრეკელაშვილს მამინაცვალმა შურისძიების გამო გამოჭრა ყელი – რას ყვება ბარნოვზე მოკლული ქალის ოჯახი

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლულ ახალგაზრდა ქალს კახეთში გადაასვენებენ თაკო გამრეკელაშვილის ცხედარს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში დაკრძალავენ. მოკლულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელი დედამისის ყოფილი მეუღლე ვეფხია ბაქრაძეა, რომელმაც ახალგაზრდა ქალი შურისძიების ნიადაგზე მოკლა. მათივე თქმით, კაცი ყოფილ ცოლზე მუდმივად ძალადობდა და შვილის მოკვლით ემუქრებოდა. მან საპატიმრო რამდენიმე თვის წინ დატოვა, სადაც სწორედ ცოლის ცემის გამო მოხვდა. ოჯახი […]