კატეგორია: სამართალი

,,მეუღლეც კარგი ჰყავს, მშრომელი ხალხია” – რას ყვებიან კაცზე, რომელიც შვილზე სექსუალური ძალადობის გამო დააკავეს

საზარელი ფაქტი მოხდა გორში – პოლიციამ 14 წლის შვილის მიმართ სექსუალური ქმედების ბრალდებით მამა დააკავა. შინაგან სამეთა სამინისტროს ინფორმაციით,  არასრულწლოვანი გოგონა სოციალური სააგენტოს თანამშრომლების მიერ უკვე გადაყვანილია სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში. ,,მშრომელი ხალხი არიან, მეუღლეც კარგი ჰყავს, ოჯახში რა მოხდა, არავინ იცის”, – ყვება მეზობელი. სიუჟეტი სრულად ვიდეოში.

თბილისის სკოლაში სასწრაფო და პოლიციაა მობილიზებული

თბილისის 61-ე სკოლასთან საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, დაპირისპირება სკოლის მე-11 კლასელებს შორის მოხდა, თუმცა არავინ დაშავებულა. სკოლაში პოლიცია სკოლის მანდატურმა გამოიძახა. მომხდართან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.  იმედინიუსი

“თავს მო­ვიკ­ლავ და მა­გას არ გავ­ყვე­ბი” – 28 წლის მამაკაცმა ბიძაშვილი მოიტაცა

სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და­ა­კა­ვეს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი ბი­ძაშ­ვი­ლი ცო­ლად მოყ­ვა­ნის მიზ­ნით მო­ი­ტა­ცა. შემ­თხვე­ვა იორ­მუ­ღან­ლოს თე­მის სო­ფელ ქე­შა­ლო­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოხ­და. ამ სო­ფელ­ში მცხოვ­რე­ბი მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლი გო­გო­ნა მა­მის დის­შვილ­მა მო­ი­ტა­ცა. ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 28 წლის ბიჭ­მა გო­გო­ნა სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან მა­შინ მო­ი­ტა­ცა, როცა ნა­თე­სა­ვის ოჯახ­ში სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და. შემ­თხვე­ვა 27 იან­ვარს მოხ­და, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სკო­ლის მოს­წავ­ლე სახ­ლში 30 იანვარს […]

ნაილი გამეზარდაშვილი: “ერთხელ პოლიციის საპირფარეშოში ჩამკეტეს” – პოლიციელი ქალი კოლეგებს სექსიზმში ადანაშაულებს

პრესით, ტელევიზიით, სოციალური ქსელებით ხშირად ვრცელდება ინფორმაციები სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციაში ხელმძღვანელობის თუ კოლეგების მხრიდან თანამშრომელთა უფლებების დარღვევის, მათი ფსიქოლოგიური თუ სექსუალური შევიწროების შესახებ. როგორც წესი, ამაზე სამართალდამცავები და შესაბამისი უწყებები რეაგირებენ, დავა ხშირად სასამართლოში გრძელდება. ამჯერად კი უფლებების შელახვასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე თავად პოლიციელი ქალი ალაპარაკდა, რომელიც აცხადებს, რომ წლების განმავლობაში სამსახურში ის […]

გარდაცვლილი გოგონას დედას შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, რომელსაც არღვევდა

სანზონაში  გარდაცვლილი 4 წლის გოგონას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ გარდაცვლილი ბავშვის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტის შესახებ შსს-ში შეტყობინება 6 იანვარს შევიდა და მცირეწლოვანის დედა დააკავეს. უწყების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დედის  მიმართ შემაკავებელი ორდერი იქნა გამოწერილი, რომლის მიხედვითაც, ქალს შვილთან კონტაქტი ეკრძალებოდა. 4 წლის მცირეწლოვანის გარდაცვალების მიზეზის […]

4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე დედინაცვალი დააკავეს

,,პირველი არხის” ინფორმაციით, თბილისში 4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დედა დააკავეს. მეზობლების თქმით, გოგონა მისი ბიოლოგიური შვილი არ არის. ყვებიან, რომ ქალი გოგონას და მისი 5 წლის ძმას ხშირად სასიკვდილოდ სცემდა.  გოგონას გარდაცვალების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ფაქტზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

4 წლის ნინო დედინაცვალმა ცემით მოკლა? – რას წერენ გოგონას გარდაცვალებაზე

თბილისში  4 წლის გოგონა, ნინო, გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, ის დედინაცვალმა ცემით მოკლა. მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მშობ­ლე­ბი ბავ­შვზე სის­ტე­მა­ტუ­რად ძა­ლა­დობ­დნენ. როგორც ,,პირველ არხს” განუცხადეს, გა­სულ კვი­რას ცე­მის­გან ბავ­შვმა სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მე­ბი მი­ი­ღო, რის გა­მოც მისი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა გახდა საჭირო. მე­ზობ­ლე­ბმა არა­ერ­თხელ მი­მარ­თეს პო­ლი­ცი­ას, ინფორმაცია ჰქონდა უბ­ნის ინ­სპექ­ტო­რსაც, მაგრამ 4 წლის გო­გო­ნა სამ დედ-მა­მიშ­ვილ­თან ერ­თად მა­ინც მშობ­ლებ­თან ცხოვ­რობ­და. ამბები.ჯი-ს ინფორმაციით, […]

,,გოგონა ჯერ გავგუდე, მერე გავაუპატიურე” – თამაზ ნამგალაურის სისხლიანი საქმე

საქართველოს უმაღლესი სასამართლოს შენობა. განსასჯელის სკამზე ზის გასული საუკუნის 80-იანი წლების ყველაზე ცნობილი დამნაშავე. ადამიანი, რომელსაც მთელი საბჭოთა კავშირი იცნობდა და ტაშს უკრავდა, სასიკვდილო განაჩენის მოლოდინშია. ის 31 წლის თამაზ ნამგალაურია – ცნობილი ქართველი მოჭიდავე, რომლის სპორტულმა წარმატებებმა მთელი მაშინდელი საბჭოთა კავშირი აალაპარაკა, მოგვიანებით კი მისმა სისასტიკემ ქვეყანა შეძრა. ვინ იყო სინამდვილეში თამაზ ნამგალაური და […]

პოლიციამ რეზო ნასიძე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1993 წელს დაბადებული რეზო ნასიძე ძალადობის ბრალდებით თბილისში დააკავეს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ რეზო ნასიძემ თბილისში, წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის ერთ-ერთ ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ რეზო […]

რატომ ცემა პაციენტმა რეზო ნასიძემ ექიმი ნუკრი ბერიშვილი – რა მოხდა წმინდა მიქაელის კლინიკაში

წმინდა მიქაელის კლინიკაში ექიმსა და პაციენტს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ექიმის ცემით დასრულდა. ექიმი ნუკრი ბერიშვილი ამ დრომდე კლინიკაში ტვინის შერყევითა და სხეულის დაზიანებებით მკურნალობს. საავადმყოფოში ამტკიცებენ, რომ 25 წლის პაციენტი, რეზო ნასიძე, კლინიკაში გუშინ დღის პირველ ნახევარში შევიდა და ექიმებს ნარკოტიკული ნივთიერება მოთხოვა. უარის შემდეგ ის აგრესიული გახდა და ექიმს ფიზიკურად გაუსწორდა. ხელჩართული ჩხუბი […]