სამართალდამცველებს საჩხერის სოფელ ჭალაში საზარელი სურათი დახვდათ – 16 წლის ბიჭმა მამა მოკლა და სარდაფში გადამალა (გადადით ბმულზე). სასტიკად მოკლული მამაკაცის დედა დანაშაულის საზარელ დეტალებზე ყვება. -კიბეზე ჩამოურიხინებია თავისი ლეიბით. ერთი ბეღელი გვქონდა, იმის ქვეშ შეუტენია, ვირთხას რომ შეტენი სადღაც, ასე მოკუნტული შედო ჩემი შვილი, – ამბობს მოკლულის დედა.
კატეგორია: სამართალი
ვინ არის თურქეთში მოკლული ქართველი ქალი – ,,ტყვია ირმას მოხვდა გულში”
თურქეთში, ქალაქ კაიზერში ქართველი ემიგრანტის, ირმა კრავეიშვილის მკვლელობისთვის 28 წლის თურქი მამაკაცი დააკეს. გავრცელებული ინფორმაციით, ირმა კრავეიშვილი ღამის კლუბში მუშაობდა. სამსახურის შემდეგ ის და მისი თანხმლები ორი ქალი მანქანაში ჩასხდნენ. ამ დროს მათ ავტომობილს ესროლეს და სამივე ქალი დაჭრეს. სამწუხაროდ, ირმა კრავეიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა, მისი თნხმლები პირები კი კლინიკაში რჩებიან. ,,ირმა კეთილი, თბილი, არაჩვეულებრივი […]
დაუჯერებელი ისტორია – ბელგიის სასამართლომ ქართველ კაცს ქურდობა ავადმყოფი შვილის გამო აპატია
რუსუდან ადვაძე, სარკე ბელგიის სასამართლომ ქართველი მამაკაცის ქურდობის საქმე განიხილა და ქართველებისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო – მამაკაცი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა და გაქურდულ მაღაზიას მისი შვილებისთვის საახალწლო საჩუქრის გაგზავნა დაავალა. ამბავი, რომელიც ბელგიაში 45 წლის ქართველს შეემთხვა, იქ მცხოვრებმა იურისტმა, ანა ბალამწარაშვილმა, სოციალურ ქსელში აღწერა. როგორც ქალბატონი ანა “სარკეს” უყვება, უცხოეთში ქართველების უამრავი თავგადასავალი უნახავს და […]
იტალიაში ქართველი მოხუცის ცემისთვის დააკავეს – რა მოხდა ბარიში
იტალიაში პოლიციამ 52 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა. როგორც იტალიური მედია წერს, ბრალდებულს მოხუცის არასათანადო მოპყრობაში და შეურაცხყობაში ადანაშაულებენ. 90 წლის პენსიონერთან, რომელსაც სხვადასხვა პათოლოგია აწუხებდა, მომვლელს კარგი დამოკიდებულება არ ჰქონდა, რაც ნათესავებმა და ახლობლებმა შენიშნეს. აქედან გამომდინარე, ისინი პოლიციას დაუკავშირდნენ და პირველადი გამოძიება დაიწყეს. როგორც მედია წერს, სათვალთვალო ვიდეოთი და ჩვენებებით, დასტურდება რომ მოხუცისადმი არასათანადო […]
,,სპართან” თავდასხმისას დაშავებული 19 წლის ბიჭი გარდაიცვალა – ,,მუშაობდა, რომ სწავლის ფული გადაეხადა”
2019 წლის 30 დეკემბერს ,,სპართან” თავდასხმის შედეგად დაშავებული 19 წლის მათე ჯომიდავა თითქმის ერთთვიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა. მას თავის არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. სამწუხაროდ, ექიმებმა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოახერხეს. ჯომიდავა ,,სპარში” კონსულტანტად მუშაობდა. 30 დეკემბერს მაღაზიაში ერთმანეთს გამყიდველი და მომხმარებელი დაუპირისპირდენ. ჩხუბმა სუპერმარკეტიდან ქუჩაში, მაღაზიის მიმდებარე ტროტუარზე გადაინაცვლა, სადაც თავდამსხმელმა ჯომიდავას, სავარაუდოდ, ქვაფენილის […]
რუსთავში რესტორანში მამაკაცი გარდაიცვალა
რუსთავში, ერთ-ერთ რესტორანში 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. იქ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, მოულოდნელად კი გონება დაკარგა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს შუახნის კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. რა გახდა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. როგორც ,,ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძეიბა სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და […]
20 წლის ბიჭი, რომელმაც 80 წლის ქალი გააუპატიურა და მოკლა, ერთი თვის წინ კომაში იყო
20 წლის ზ. დოლიძე 80 წლის ქალის მკვლელობისა და გაუპატიურების ბრალდებით პირველ იანვარს დააკავეს. მან სოფელ თხილნარში იზოლდა ხელაძე გაგუდა. ბრალდებულის ადვოკატმა დავით მამალაძემ ამბები.ჯი-ს განუცხადა: -იზოლდა ხელაძე ბრალდებულის ბებიის მეზობელი იყო. დოლიძე ამბობს, რომ მან მოკლა ქალბატონი და გააუპატიურა კიდეც. იგი მარიხუანის აქტიური მომხმარებელია და ერთი თვის წინ კომაში იყო მარიხუანის ზედმეტი მოხმარების გამო, […]
დედის უნებლიე მკვლელი – ცნობილი ბიზნესმენის საყვარლის მკვლელობის საქმე
ხათუნა მაღრაძე, სარკე – არ მესმის, რატომ დამაპატიმრეს, – წარმოთქვა 50 წელს მიახლოებულმა მამაკაცმა, როცა ის ადვოკატთან შესახვედრად პაემნებისთვის განკუთნილ ოთახში შეიყვანეს. – გისოსების მიღმა მოხვედრილი პატიმრების ნახევარს სწორედ ეგ კითხვა აწუხებს. ასე რომ, მარტოობით არ დაიტანჯები, – გულგრილად შეაგება პასუხი ახალგაზრდა იურისტმა და ძველ ნაცნობს ხელი ჩამოართვა. ეჭვმიტანილი ფრიდონ ბერია თბილისში ცნობილი ბიზნესმენი იყო. […]
გაყინული წყლის ბოთლით ცემა, ნაჯახით დაჭრა, ყურის მოთლა – ცოლების დასჯის მეთოდები საქართველოში – ..გვაქვს 10 წლამდე გოგოების საქმეები, სადაც გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდნენ ბაბუები”
ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია “საფარს” დღეში დაახლოებით 10-მდე ქალი მიმართავს, რომლებიც ოჯახში ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი არიან. იურისტები ამბობენ, რომ მათი ბენეფიციარების ნაწილი ისეთ ფსიქოლოგიურ ტერორშია, რომ თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობენ. გაყინული ბოთლით ცემა, დაბმა, სახლში ჩაკეტვა, ფეხმძიმე ქალისთვის მუცელში წიხლის ჩარტყმა – ეს მცირე ჩამონათვალია იმ სასტიკი და არაადმიანური მოპყრობის მაგალითებისა, […]
რუსთავში სიძემ სიდედრი სცემა – ქალი შვილის ოჯახში პრეტენზიებით მივიდა
ქალაქ რუსთავში, XX მიკრორაიონში 38 წლის მამაკაცმა 52 წლის ქალს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ფიზიკური. არსებული ინფორმაციით, ქალი შვილის ოჯახში საკუთარი პრეტენზიების სათქმელად მივიდა, რასაც კამათი მოჰყვა. ჩხუბის შედეგად დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. პაციენტს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ინფორუსთავი











