აბაშაში ახმედ ბუსკნაძეს ეძებენ. პოლიციში გამოკითხვები გვიან ღამემდე გაგრძელდა. სამართალდამცველებს კითხვები 40 წლამდე ახალგაზრდის თანამშრომლებთან და ოჯახის წევრებთან ჰქონდათ. სამუშაო ადგილზე ნაპოვნია ბუსკნაძის მობილური ტელეფონი. დაკარგულს ორსული მეუღლე ჰყავს, რომელიც პოლიციამ უკვე გამოკითხა. ხობელი ახალგაზრდა კაცის გაუჩინარებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 143-ე მუხლით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას. პრაიმტაიმი, ავტორი თეა შონია
კატეგორია: სამართალი
21 წლის მოცეკვავე გულში ხანჯლით დაჭრეს
მოცეკვავე ლაშა სახეჩიძეს, რომელიც რეპეტიციიდან გამოვიდა, თავს რამდენიმე შეიარაღებული პირი დაესხა და მძიმედ დაჭრეს. ცეკვისთვის განკუთვნილი ხანჯალი გულში ჩაარტყეს. ლაშას ოჯახს მკურნალობის თანხა არ აქვს და შვილის გადასარჩენად დახმარება სჭირდება. ,,21 წლის მოცეკვავე, ლაშა სახეჩიძეს ცივი იარაღით გულში მიყენებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად დაუზიანდა ღვიძლი, ფილტვი და თავის ტვინი. ახლა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული და […]
გურამ ფალავანდიშვილის სახლს ჩხრეკენ, ზურა მახარაძე დაკითხვაზეა გადაყვანილი
,,რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ,,ალტ-ინფოს” დამფუძნებელი, ზურა მახარაძე პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ინფორმაციას მისი ცოლი ლიკა კასრაძე სხვადასხვა მედიასთან ადასტურებს. მახარაძის სახლში საგამოძიებო მოქმედებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დილიდან დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ჰომოფობიური ჯგუფების სხვა ლიდერების, გურამ ფალავანდიშვილისა და კონსტანტინე მორგოშიას საცხოვრებელ სახლებშიც. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ლაშა მესხი: ,,შემზარავი კადრები ვნახე, მუცელში დანა ჩაირტყა, რადგან პოლიცია მივიდა ოჯახის გამოსასახლებლად”
ლაშა მესხი შემზარავ კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ მამაკაცი მუცელში დანას ირტყამს. ,,შემზარავი კადრები ვნახე. რეალობა კიდევ უფრო შემზარავია: ბათუმში აღსრულების პოლიცია მივიდა ოჯახის გამოსასახლებლად. მამაკაცმა ჯერ ბენზინი გადაისხა და შემდეგ მუცელში დანა ჩაირტყა… ოდესმე ბოლო ხომ უნდა მოეღოს მევახშეობას და ხალხის განადგურებას?”, – წერს ლაშა მესხი.
,,ტკივილები მაქვს თავის არეში და ჰემოტომა – ტვინში” – ,,ინტერპრესნიუსის” ფოტოგრაფის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
,,ინტერპრესნიუსის“ ფოტოგრაფის, გიორგი ნიკოლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მას დამატებით კვლევებს ჩაუტარებენ. ამასთან, ფოტოგრაფმა „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ გამოძიება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ჩატარდეს.მისივე თქმით, მედიის წარმომადგენლებზე თავდამსხმელი ყველა პირი უნდა დაისაჯოს. _სიტუაცია სტაბილურად მძიმეა. ტკივილები მაქვს თავის არეში და […]
ნიკა გვარამია: ,,არიან დაჭრილები! სასწრაფოდ გადადგეს პრემიერი!”
,,მთავარის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მწვავე განცხადებას აკეთებს: -60 ადამიანი არის შეკეტილი შენობაში და გარეთ ვერ გამოდიან, რადგან გარეთ დგანან მოძალადეები. მათ შორის არიან პოლიტიკოსები და ჩემი ორი ჟურნალისტი. მათ ერთი საათის წინ დარეკეს პატრულში, მაგრამ პოლიციის არც ერთი დანაყოფი მისული არ არის. შეუგდეს ასაფეთქებელი მოწყობილობა და არიან დაჭრილებიც. საქართველოს პრემიერი და ხელისუფლებაა ამ ყველაფერზე […]
ძალადობრივი დაჯგუფების წევრები გაერო-ს ოფისთან მივიდნენ
ძალადობრივი დაჯგუფების წევრები გაერო-ს ოფისთან მივიდნენ. ცოტა ხნის წინ მრგვალ ბაღთან აფეთქების ხმაც იყო. ჟურნალისტები ახლოს მისვლას ვერ ბედავენ, რადგან მოძალადეები მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან. ,,ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ცოტა ხნის წინ ახვლედიანის ქუჩაზე, ,,თბილისი პრაიდის“ ოფისთან მივიდნენ და ოფისში შეჭრას აივნებიდან ცდილობდნენ.
,,ასეთი არასოდეს არაფერი მომხდარა” – მოძალადეები მედიის წარმომადგენლებს სასტიკად უსწორდებიან
,,თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები, ძალადობრივი ჯგუფები განსაკუთრებულად აგრესიულები მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ არიან და ფიზიკურად უსწორდებიან. თავს დაესხნენ “პალიტრანიუსსაც“, რომლის ოპერატორსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას დაზიანებები აქვს სახის არეში, ცხვირი აქვს გატეხილი და დაზიანებული აქვს თვალი. ,,ნიუსრუმი“ რომა ტარუღიშვილმა აღნიშნა, რომ მან არ იცის, თუ რატომ გახდა თავდასხმის მსხვერპლი. -არ ვიცი, ამაზე პასუხი ნამდვილად არ მაქვს. […]
ტრაგედია თბილისში – 14 წლის გოგო გადაარჩინა, თვითონ კი ნაპირზე ვეღარ გამოვიდა
მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. 35 წლამდე მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ცოტა ხნის წინ იპოვეს. ,,რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, მამაკაცი მდინარეში 14 წლის გოგონას გადასარჩენად გადახტა, გოგონა გადარჩა, თავად კი დაიხრჩო. გავრცეკებული ინფორმაციით, გოგონას ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა.
ემიგრაციიდან დაბრუნებულ დედას საშინელი ამბავი დახვდება – ,,თაგვის წამალი მიუღია, მერე კი თავი ჩამოიხრჩო”
ნოდარ მელაძის გადაცემაში აჭარაში მომხდარ თავზარდამცემ ამბავზეა სიუჟეტი _ არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურების ბრალდებით ბავშის მამა დააკავეს. ,,ნოდარ მელაძის შაბათის შოუში” საუბრობენ, რომ მამა შვილს ყოველდღიურად სცემდა, შემდეგ კი ოთხჯერ სცადა გაუპატირება. როდესაც ბაბუამ ამბავი გაიგო, ჯერ თავი მოიწამლა, შემდეგ კი ჩამოიხრჩო. ,,თაგვის წამალი მიუღია, მერე კი თავი ჩამოიხრჩო” – ყვებიან სიუჟეტში. ნაცემ ბავშვს სოფელში ხედავდნენ, […]











