,,ტკივილები მაქვს თავის არეში და ჰემოტომა – ტვინში” – ,,ინტერპრესნიუსის” ფოტოგრაფის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

,,ტკივილები მაქვს თავის არეში და ჰემოტომა - ტვინში" - ,,ინტერპრესნიუსის" ფოტოგრაფის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა,,ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ფო­ტოგ­რა­ფის, გი­ორ­გი ნი­კო­ლიშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ობა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა. რო­გორც მან „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში, გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და, მას და­მა­ტე­ბით კვლე­ვებს ჩა­უ­ტა­რე­ბენ.

ამას­თან, ფო­ტოგ­რაფ­მა „ტვ პირ­ვე­ლის“ გარ­დაც­ვლი­ლი ოპე­რა­ტო­რის ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას ოჯახს მი­უ­სამ­ძიმ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ობი­ექ­ტუ­რად და სა­მარ­თლი­ა­ნად უნდა ჩა­ტარ­დეს.მი­სი­ვე თქმით, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე თავ­დამ­სხმე­ლი ყვე­ლა პირი უნდა და­ი­სა­ჯოს.

_სი­ტუ­ა­ცია სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა. ტკი­ვი­ლე­ბი მაქვს თა­ვის არე­ში და ჰე­მა­ტო­მა ტვინ­ში. და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბი კი­დევ არის სა­ჭი­რო და ამის შემ­დეგ გვე­ცო­დი­ნე­ბა სრუ­ლი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის დრო.

ვუ­სამ­ძიმ­რებ ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას ოჯახს. გული მწყდე­ბა, რომ ვერ მი­ვე­დი, ვერ მო­ვა­ხერ­ხე იქ მის­ვლა და ჩემი გუ­ლის­ტკი­ვი­ლის გა­მო­ხატ­ვა. ეს არის ყვე­ლას­თვის დიდი ტრა­გე­დია.

ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს იმის, რომ გა­მო­ძი­ე­ბა იქ­ნე­ბა ობი­ექ­ტუ­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი და და­ის­ჯე­ბა ყვე­ლა. არა მ­ხო­ლოდ ჩემ ნა­წილ­ში, არა­მედ თი­თო­ე­უ­ლი ჩემი კო­ლე­გის ნა­წილ­ში, ყვე­ლა უნდა იყო დას­ჯი­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვად. დიდი იმე­დი მაქვს, რომ სა­მარ­თა­ლი ამ შემ­თხვე­ვა­ში მა­ინც იქ­ნე­ბა, – გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლიშ­ვილ­მა.

ასე­ვე, ნი­კო­ლიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ამ დრომ­დე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არც ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა და არც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მის სა­ნა­ხა­ვად ყო­ფი­ლან.

5 ივ­ლისს გი­ორ­გი ნი­კო­ლიშ­ვილს რამ­დე­ნი­მე პირი ქა­შუ­ე­თის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას თავს და­ეს­ხა და სცე­მა. თავ­დას­ხმის შე­დე­გად მან გო­ნე­ბა და­კარ­გა.

ამბები.ჯი