კატეგორია: პოლიტიკა

სტრასბურის სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა

2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე მორიგი გამარჯვება სტრასბურის სასამართლოში – ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის კოორდინაციით ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ, საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ 370 ინდივიდუალურ საჩივარზე განჩინება გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. ,,სტრასბურის სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს, ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდა […]

ზელენსკი იტალიელებს: ,,ნუ იქნებით მკვლელების კურორტი”

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ იტა­ლი­ის პარ­ლა­მენ­ტს მიმართა: -რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის­თვის უკ­რა­ი­ნა არის ევ­რო­პის კა­რიბ­ჭე, სა­დაც მათ უნ­დათ შეღ­წე­ვა, მაგ­რამ ბარ­ბა­რო­სო­ბა არ უნდა და­ვუშ­ვათ. ისი­ნი იყე­ნე­ბენ იტა­ლი­ას და­სას­ვე­ნებ­ლად. ნუ იქ­ნე­ბით მკვლე­ლე­ბის კუ­რორ­ტი. დაბ­ლო­კეთ მათი ქო­ნე­ბა, მხა­რი და­უ­ჭი­რეთ ემ­ბარ­გოს, ჩა­კე­ტეთ პორ­ტე­ბი. არ და­უშ­ვათ სა­სურ­სა­თო კრი­ზი­სი, დაგ­ვეხ­მა­რეთ. ეს ომი სწრა­ფად უნდა დას­რულ­დეს და ფეხ­ზე წა­მო­ვა­ყე­ნოთ უკ­რა­ი­ნა.

უკრაინის ვიცეპრემიერი: ,,წერილის წერის ნაცვლად დერეფანი გახსენით!”

რუსეთის გაგზავნილ რვაგვერდიან ბოდვას იარაღის დაყრაზე და ა.შ. უკრაინის ვიცეპრემიერი, ირინა ვერეშჩუკი ასე პასუხობს: -არ შეიძლება საუბარი რაიმე დანებებაზე და იარაღის დაყრაზე. ამის შესახებ ჩვენ უკვე შევატყობინეთ რუსულ მხარეს. მე დავწერე: ,,რვაგვერდიან წერილზე დროის ხარჯვის ნაცვლად, დერეფანი გახსენით”.

ჯონსონი: ,,ზოგიერთები ამბობენ, რომ ჯობია კომპრომისზე წასვლა ტირანიასთან, მაგრამ ცდებიან!”

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე განაცხადა: -მე ვიცი, რომ მსოფლიოში არიან ადამიანები, თუნდაც ზოგიერთ დასავლურ მთავრობაში… რომლებიც ამბობენ, რომ ჯობია კომპრომისზე წასვლა ტირანიასთან. მე მჯერა, რომ ისინი ღრმად ცდებიან. პუტინთან ურთიერთობის ნორმალიზების მცდელობა, როგორც ჩვენ გავაკეთეთ 2014 წელს, ზუსტად იგივე შეცდომა იქნება. თავისუფლების დასასრული უკრაინაში ნიშნავს თავისუფლების ყოველგვარი იმედის განადგურებას საქართველოში, შემდეგ […]

არესტოვიჩი: ,,რუსულ მხარეს სურს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა”

უკრაინის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩევ­ლის ალექ­სეი არეს­ტო­ვი­ჩის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში უკ­რა­ი­ნა არ დათ­მობს არ­ც ერთ ტე­რი­ტო­რი­ას, ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს ან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას. ,,ჩემი აზ­რით, რუ­სულ მხა­რეს სურს სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა. მათ კარ­გად ეს­მით ბრძო­ლის ველ­ზე და­მარ­ცხე­ბის შე­დე­გე­ბი, რო­მელ­საც გა­ნიც­დი­ან და სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბი, რაც ძა­ლი­ან აწუ­ხებს. ისი­ნი საკ­მა­ოდ კონ­სტრუქ­ცი­ულ პო­ზი­ცი­ას იკა­ვე­ბენ ამ შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სა და […]

ზელენსკის კონგრესმენები ოვაციებით შეხვდნენ – ,,მე ვერ ვხედავ სიცოცხლის აზრს, თუ ვერ შევაჩერებ სიკვდილს”

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს ონლაინ მიმართა. კონგრესშისმენები მას ოვაციებით შეხვდნენ. -ჩვენი ქვეყნისთვის, მთელი ევროპისთვის ყველაზე ბნელ დროს მოგიწოდებთ მეტის გაკეთებას. სანქციების ახალი პაკეტებია საჭირო მუდმივად, ყოველ კვირას, სანამ რუსული სამხედრო მანქანა არ გაჩერდება. შეზღუდვებია საჭირო ყველასთვის, ვისზეც ეს უსამართლო რეჟიმია დაფუძნებული… ახლა მე თითქმის 45 წლის ვარ. დღეს ჩემი ასაკი გაჩერდა, როდესაც 100-ზე […]

კრემლის მთავარი საკითხი მოლაპარაკებებზე სანქციები იქნება

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ სანქციებთან დაკავშირებით ურთიერთ პრეტენზიებს კიევთან მოლაპარაკებებზე განიხილავენ. ამის შესახებ რუსული გამოცემა rbc.ru წერს. „მოლაპარაკებებზე სანქციების თემა ფიგურირებს, თუმცა მეტს ვერაფერს ვიტყვი“, – თქვა პესკოვმა. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა უკრაინასთან მოლაპარაკებებში ვლადიმირ მედინსკიმ მანამდე განაცხადა, რომ სანქციები კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების ერთ–ერთი საკვანძო საკითხია. -ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებულ მთელ ამ […]

ზელენსკიმ მეგობარი ქვეყნების ლიდერები კიევში მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რები კი­ევ­ში მიიწვია. -კი­ევს ეწ­ვივ­ნენ სამი პარტნი­ო­რი სა­ხელ­მწი­ფოს, სამი ქვეყ­ნის პრე­მი­ერმი­ნის­ტრე­ბი – პო­ლო­ნე­თის, ჩე­ხე­თი­სა და სლო­ვე­ნი­ის. პო­ლო­ნეთს ასე­ვე წარ­მო­ად­გენ­და ვიცეპრე­მი­ე­რი ია­როს­ლავ კა­ჩინ­სკი. ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მხარ­და­ჭე­რა. მა­შინ, რო­დე­საც ჩვე­ნი კი­ე­ვი ოკუ­პან­ტე­ბის სა­მიზ­ნეა, აქ ჩა­მოს­ვლა ძა­ლი­ან დიდ მხარ­და­ჭე­რას ნიშ­ნავს. ამა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ლი­დე­რო­ბა. მო­ვუ­წო­დებ უკ­რა­ი­ნის ყვე­ლა მე­გო­ბარს, ჩა­მო­დით აქ, კი­ევ­ში. მარ­თა­ლია, […]

რუსეთი ევროპის საბჭოს ტოვებს

,,რუსეთმა ევროსაბჭოს შეატყობინა, რომ ტოვებს ორგანიზაციას”, – განაცხადა 15 მარტს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, სახელმწიფო დუმის დეპუტატმა პიოტრ ტოლსტოიმ. საბჭოდან რუსეთის გასვლის შემდეგ რუსეთის მოქალაქეები ვეღარ მიმართავენ ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს, მოსკოვი კი აღარ იქნება ვალდებული, უარი თქვას სიკვდილით დასჯაზე. რუსეთი ევროპის საბჭოში 1996 წელს შევიდა. თებერვლის ბოლოს ორგანიზაციამ მოსკოვს წევრობა შეუჩერა უკრაინაში რუსეთის […]

ირაკლი ოქრუაშვილი: ,,სამუდამოდ დაწყევლილები ვიქნებით, თუ ამ შანსს არ გამოვიყენებთ”

,,ომი ადვილი არ არის, ახლა ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში ვზივარ, რადგან ბოლო 5 საათია, ინტენსიური დაბომბვა მიდის კიევში”, – ასე დაიწყო საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა საუბარი  ინგა გრიგოლიას გადაცემაში ,,რეაქცია”. ყოფილი მინისტრის თქმით, მისი ჯგუფი კიევის ჩრდილოეთით იბრძვის. –ჩემი თვალით ვხედავ 21-ე საუკუნის ფაშიზმს. ბალისტიკურ რაკეტებს ისრიან, ესვრიან ყველაფერს სახლებს, ეკლესიებს… ამას აკეთებენ ის […]