,,საქართველო პატარა, თუმცა დიდი ხედვის მქონე ქვეყანაა, რომელიც იმ გზაჯვარედინზე იმყოფება, სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს, ჩრდილოეთი – სამხრეთს, უძველესი ტრადიციები – ინოვაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს და სადაც ეკონომიკური შესაძლებლობები უხვადაა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ კალიფორნიის Commonwealth club-ში საჯარო გამოსვლისას განაცხადა. -შევეცდები, სამი რიცხვით დაგამახსოვროთ საქართველო: ესენია 1, 28 და 8000. პირველი რიცხვია […]
კატეგორია: პოლიტიკა
,,მოსწავლემ უნდა იცოდეს, რა ცვლილებები მიმდინარეობს მის ორგანიზმში” – მინისტრის მოადგილის ხმაურიანი განცხადებები
ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში სრულიად ახალი საგანი “მოქალაქეობა” შევა. გარდა ამისა, მოსწავლეები დაიწყებენ ფინანსური განათლების მიღებას, რომელსაც განათლების სამინისტროს წარმომადგენელთა მოსაზრებით, საფუძველი ადრეულ ასაკში უნდა ჩაეყაროს. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე აცხადებს, რეფორმის მიზანია, რომ მოსწავლეებმა მომავალში არ აიღონ ისეთი ფინანსური ვალდებულება, რომელსაც ვერ შეასრულებენ. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სკოლებში ახალი […]
,,აბა, შენს ცოლისძმას ხომ არ დავნიშნავდი?! დავნიშნე, დიახ!” – სულიკო ბლადაძე ნეპოტიზმზე
„რას ჰქვია ნეპოტიზმი? ვინმეს ხარჯზე დავასაქმე? აბა, შენს ცოლისძმას ხომ არ დავნიშნავდი, ვერ გავიგე?! დავნიშნე, დიახ! მოვედი აქ, შევხედე, ადგილები ცარიელი იყო, მოვიყვანე ცოლისძმა და დავნიშნე. რა არის ამაში ცუდი?“, – განაცხადა „ქობულეთის სანდასუფთავების“ დირექტორმა, სულიკო ბლადაძემ ნეპოტიზმთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე – იხილეთ ტვ 25-ის ვიდეო.
ირმა ინაშვილი ,,ოცნებას”: ,,ახია თქვენზე, ერთი მაინც გაექაჩეთ” – ვიდეო
,,ხმა რომ ვერ ამოგიღიათ, ახია თქვენზე, ერთი მაინც გაექაჩეთ რომელიმეს, მაგის თავიც არ გაქვთ, რომ გაექაჩოთ, გაიყვანოთ დარბაზიდან და სათქმელი პირში უთხრათ. მაგის თავიც არ გაქვთ. სირცხვილი ყველას”, – ირმა ინაშვილი ,,ქართული ოცნების” დეპუტატ მამაკაცებს მიმართავს – ვიდეო მაგის თავიც არ აგქვთ ✔ ხმა რომ ვერ ამოგიღიათ, ახია თქვენზე, გაექაჩეთ მაინც, მაგის თავიც არ გაქვთ […]
შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს: ,,დავითგარეჯის წმინდა მიწის ერთი მილიმეტრის გადაცემაც კი არ გაბედო!”
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებს, რომ დავითგარეჯის ერთი მილიმეტრის გადაცემას კი არ გაბედოს აზერბაიჯანისთვის. -ბაქოში დღეს იმართება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის, დავითგარეჯის მონაკვეთზე დელიმიტაციის პრობლემებთან დაკავშირებული ორმხრივი კომისიის სხდომა. სახალხოდ კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ პრეზიდენტ ალიევის ბიზნესპარტნიორ ბიძინა ივანიშვილს: არ გაბედო ერთი მილიმეტრი ამ წმინდა, ქართული სივრცის გადაცემა, თორემ შენ და შენს შთამომავლობას ისეთი რისხვა […]
ხაინდრავა რულოვსზე: ,,დედა მიატოვა თავშესაფარში, გაუგებარია, რა აკავშირებს საქართველოსთან”
„რა აკავშირებს სანდრა რულოვსს ზუგდიდთან და საქართველოსთან, ჩემთვის გაუგებარია“, – ამბობს გოგა ხაინდრავა სანდრა რულოვსზე და იქვე აღნიშნავს: -ჰოლანდიის მოქალაქეა და საკმაოდ დიდი შესაძლებლობები გააჩნია, რომ თავის ქმართან ერთად აშშ-ში ტკბილად იცხოვროს. ორი შვილი და დედა მიატოვა, რომელიც მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობს, თვითონ კი ზუგდიდში მერობისთვის იბრძოდა. რომელ ლოგიკაში ჯდება. რა უნდა საერთოდ ამ ქალბატონს, რა […]
გია ხუხაშვილი: ,,ოცნება და ნაციონალები კვებავენ ერთმანეთს და ინაწილებენ ძალაუფლებას”
ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, სააკაშვილს თუ სურს ,,ქართულ ოცნებას” პრობლემები შეუქმნას, უნდა გაჩერდეს. ამის შესახებ მან ,,პალიტრანიუსის” გადაცემა “ნიუსრუმის” ეთერში განაცხადა. მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ თქვა, რომ ოპოზიცია არ აპირებს გაჩერებას და პირადად ის არ გაჩერდება: ,,ეს არ არის გასული წლის ნოემბერი, როცა მივიღეთ, რაც იყო. ვერ ეღირსებიან. ბრძოლა გამარჯვებამდე. მე არ გავჩერდები […]
ვახტანგ ძაბირაძე: ,,სააკაშვილი ან ,,ოცნებასთანაა” გარიგებული, ან ძალიან ეჩქარება”
19 მაისის არჩევნების შედეგებსა და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა. ვახტანგ ძაბირაძე: – დარჩა შთაბეჭდილება, რომ ხანდახან სააკაშვილის გამოსვლა უფრო ხელისუფლების წისქვილზე ასხამდა წყალს, ვიდრე ოპოზიციის. მხედველობაში მაქვს 19 მაისის შუადღეს მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ „ნაციონალები“ ქუჩაში გამოვიდოდნენ. შესაძლოა, „ნაცმოძრაობის აქტივი მზადაა, საპროტესტო აქციები დაიწყონ, მაგრამ ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებას […]
ივანიშვილი კვირიკაშვილს პარტიის შექმნას აძალებს
ამ ზაფხულს საქართველო არ მოიწყენს, წინ დიდი გაწევ-გამოწევები და რამდენიმე ახალი პარტია გველოდება. შესაქმნელად გამზადებულ პარტიებს მესამე ძალის ნიშის დაკავებაზე ექნებათ პრეტენზია. “ოცნებიდან” წამოსულები რომ ახალი პარტიის შექმნას აპირებენ, ეს სიახლე არ არის. თავიდან იყო მოსაზრება, რომ ისინი “დაიცავი საქართველოში” გაწევრიანდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მცველებიც ახლო წარსულში “ოცნებას” ადიდებდნენ და ივანიშვილს იცავდნენ…. ,,ოცნების” კულუარებში დარწმუნებული […]
2 წლის ხელფასი სკოლიდან წასვლის სანაცვლოდ – შეთავაზება ასაკოვან პედაგოგებს
საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა საპენსიო ასაკის პედაგოგებს პროფესიაში დარჩენის ან სკოლიდან წასვლის პირობები შესთავაზა. ამ პირობების მიხედვით, პედაგოგი, რომელიც ვერ დაადასტურებს საგნობრივ კომპეტენციას, ის სკოლას დატოვებს. მეორე პირობის მიხედვით, პენსიონერ პედაგოგს შეუძლია აიღოს სამინისტროსგან შეთავაზებული ფულადი ჯილდო (ორი წლის ხელფასი) და დატოვოს სკოლა. „ბათუმელების“ კითხვაზე, რა იქნება იმ შემთხვევაში, თუკი პედაგოგი ვერ ადასტურებს საგნობრივ […]











