კატეგორია: პოლიტიკა

რუსთაველის გამზირს სპეცრაზმი აკონტროლებს

პარლამენტთან მიმდინარე აქცია ამ წუთებში სპეცრაზმელების ალყაშია. მათ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეების კარვები აიღეს. სამართალდამცავები მომიტინგეების თავისუფლების მოედნისკენ გაყვანას ცდილობენ. სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეების პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაყვანა მას შემდეგ დაიწყეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის ორგანიზატორებისთვის პარლამენტის შენობასთან ტერიტორიის გასათავისუფლებლად მიცემული 30 წუთიანი ვადა ამოიწურა. რუსთაველის გამზირზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ნიუპოსტი

,,მონებო!” – ამ წუთებში დეპუტატებს სტვენითა და შეძახილებით ხვდებიან – ვიდეო

აქცია იმართება „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატებს სტვენითა და შეძახილებით ხვდებიან. პოლიცია შენობის შესასვლელებს იცავს. https://www.facebook.com/tvpirveli/videos/567378980730810/?t=5

ზვიად ძიძიგურმა უმრავლესობა დატოვა

უმრავლესობის წევრმა, ძვიად ძიძიგურმა უმრავლესობა დატოვა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. ძიძიგური გადაწყევტილების მიზეზად საკონსტიტუციო ცვლილებები დაასახელა, რომელიც მისმა თანაგუნდელებმა გუშინ ჩააგდეს. -არ ვაპირებ, დავრჩე იქ, სადაც იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით გაუმართლებელია, – განაცხადა  ძიძიგურმა.

,,სახლებს ართმევდი ხალხს” – მამუკა ხაზარაძესთან დაპირისპირება – ვიდეო

მოძრაობა ,,ლელოს” დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს, პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე დაუპირისპირდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. -სახლებს რომ ართმევდი ქართველ ხალხს, მაშინ კაცი არ იყავი?, – ამ სიტყვებით მიმართა აქციის მონაწილემ ხაზარაძეს. მანამდე, მამუკა ხაზარაძემ აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა – ვიდეო.

კარლო კოპალიანი: ,,ოპოზიციონერი ქალების ძალადობის მსხვერპლი ვარ, ბოკუჩავამ და ხოშტარიამ მანდატი დამიჭრეს” – ვიდეო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ კარლო კოპალიანის განცხადებით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მას ოპოზიციის წევრები,  ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა თავს დაესხნენ და დეპუტატის ბარათი დაუზიანეს. -დღეს პარლამენტის წევრებმა სცადეს, რომ გავეშვი პარლამენტიდან. ე.წ. ოპოზიციონერი ქალბატონების ძალადობის მსხვერპლი გავხდი. ქალბატონი ხოშტარია და ქალბატონი ბოკუჩავა დამესხნენ თავს, სხდომათა დარბაზში, სადაც მე ვიჯექი, ჩემს ადგილას. ამოიღეს ჩემი ბარათი. ხოშტარიამ ამოიღო […]

უმრავლესობა იშლება – თამარ ჩუგოშვილმა და ,,ოცნების” სხვა დეპუტატებმა უმრავლესობა დატოვეს

თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილმა და კიდევ 4-მა დეპუტატმა უმრავლესობა დატოვა. -კენჭისყრა დამთავრდა ძალიან მოულოდნელი შედეგით. ჩვენი გადაწყვეტილება არის სპონტანური, სულ რამდენიმე წუთი გვქონდა, რომ ეს გადაწყვეტილება მიგვეღო.

,,როცა საჭირო იქნება, ყველაფერს გაიგებთ” – პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე

,,როცა საჭირო იქნება, ყველაფერს გაიგებთ”, – ასე პასუხობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტების შეკითხვას დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით. საპატრიარქოში 31 ოქტომბერს გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტთან უშუამდგომლებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა.

,,მალე ილია მეორე გადადგება, ხელისუფლებამ აჯობა პატრიარქს” – არჩილ გამზარდია

,,პატრიარქის ქორეპისკოპოსის გადადგომა ნიშნავს იმას, რომ მალე ამას პატრიარქის გადადგომა მოჰყვება. ხელისუფლებამ აჯობა პატრიარქს“, – განუცხადა 2020ნიუს.ჯი-ს ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ. -პატრიარქის ქორეპისკოპოსის გადადგომა ნიშნავს იმას, რომ მალე ამას პატრიარქის გადადგომა მოჰყვება. რადგან მეუფე იაკობი იყო უკანასკნელი მოჰიკანი და უკანასკნელი საყრდენი პატრიარქის. ხელისუფლებამ აჯობა პატრიარქს, – აცხადებს გამზადრია. შეგახსენებთ, სკანდალური ინტერვიუსა და ორდღიანი საპატრიარქოს სკანდალის შემდეგ, […]

სკანდალი! ფეკალიების წვიმა სიღნაღის მერიაში – დამალული დეტალები

სიღნაღის მერიის შენობაში დატრიალებული საარაკო ამბების შესახებ სანდო წყაროსგან შევიტყეთ. გადავწყვიტეთ, დეტალები  ამ შენობაში მომუშავე  ადამიანებთან გადაგვემოწმებინა, თუმცა უშედეგოდ – სიღნაღური ამბების გახმაურებას ყველამ აარიდა თავი. ბოლოს მერიის ყოფილ თანამშრომელს მივადექით. ხმები  სიღნაღის მერიის შენობაში  დატრიალებული საშინელების შესახებ სიმართლე აღმოჩნდა. მაია სუხიშვილმა გვითხრა, რომ მერიის მაღალჩინოსნებმა თანამშრომლები დააშინეს და  ფაქტის გახმაურება აუკრძალეს. ისინიც პირში წყალს […]

კვიციანი გოცირიძეს: ,,ულვაშიანო კაცო, გაჩუმდი და მომისმინე” – ვიდეო

რომან გოცირიძე: ემზარ, ის შავი კაცი ვინ იყო? ემზარ კვიციანი: ულვაშიანო კაცო, გაჩერდი და წყნარად მოისმინე… იქნებ შენს თავში რამე შევიდეს – შელაპარაკება დეპუტატებს შორის. https://www.facebook.com/rustavi2/videos/591131168293956/?t=4