გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. ამის შესახებ მან “ფეისბუქის” გვერდზე დაწერა. გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ოდიოზური ფიგურები. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ “გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის” […]
კატეგორია: პოლიტიკა
ელისო ბოლქვაძე: “ომი რომ არ გაქვთ, კმაყოფილი არ ხართ? გგონიათ, პარიზში კარგად ცხოვრობენ?!”
8 წელში გინდათ აშენდეს ქვეყანა? ომი რომ არ გაქვთ, არ ხართ კმაყოფილი?! სტაბილურობა არ გაქვთ?! – ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ ჟურნალისტების მიერ საქართველოში არსებულ სოციალურ ვითარებაზე დასმულ შეკითხვას. “ბიძინა ივანიშვილს არც ვიცნობ, ერთხელ ვარ შეხვედრილი, რასაც მე ვხედავ და რასაც ის აკეთებს, სამება, 4.000 ადამიანს დაეხმარა კულტურის და ხელოვნების წარმომადგენლებს – ის […]
ზურაბ ჯაფარიძე: “ჩემი და იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო”
ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წერს. ჯაფარიძე თანაპარტიელებთან დაპირისპირების მიზეზებს არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ მთელი პასუხისმგებლობა მასზეა. მისივე განმარტებით, „გირჩის“ მთავარი ბრძოლა წინაა. “სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და […]
კობა დავითაშვილი გარდაიცვალა
პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ალადაშვილის კლინიკაში განუცხადეს, დავითაშვილი დღეს დილით გარდაიცვალა. „მიზეზი პოლიორგანული უკმარისობა გახდა“, – განაცხადეს კლინიკაში. კობა დავითაშვილი ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. პოლიტიკური საქმიანობის ბოლო ეტაპზე, ის მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი “ქართული ოცნების” სიით გახდა, თუმცა უთანხმოების გამო “ოცნება” 2013 წელს დატოვა, უარი თქვა სადეპუტატო […]
ლევან ბერძენიშვილი: “საზოგადოების ავადმყოფი ნაწილი ინტენსიურად მირეკავს…”
რესპუბლიკური პარტიის წევრი, ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მას ხშირად ურეკევენ გარკვეული ადამიანები და მათი საუბრიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების ნაწილი ავადაა. “საზოგადოების ავადმყოფი ნაწილი ინტენსიურად მირეკავს და თავისი საქციელით მღელვარედ მიდასტურებს, რომ ნამდვილად ავადაა და დიაგნოზი არ არის დამაიმედებელი”, – წერს ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის […]
გივი თარგამაძე: “ჩემი სიცოცხლის გადარჩენების განუსაზღვრელ რიცხვს ერთიც მივუმატე”
პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ კოვიდ 19 დაამარცხა. ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა: “დღეს, ჩემი კოვიდავადმყოფობის ოცდამეოთხე, საავადმყოფოში ყოფნის მეთოთხმეტე დღეღამეს დავტოვე კლინიკა. დიაღ, ამ ხვრელშიაც მოვხვდი, ცხრადღიანი ორმოცგრადუსიანი სიცხეების შემდგომ ვირუსი პნევმონიით გამირთულდა და ჩემი სიცოცხლის გადარჩენების უკვე განუსაზღვრელ რიცხვს ერთიც მივუმატე. ერთიც, მაგრამ, ჭეშმარიტად, უმძიმესი და ძალზედ ძვირფასი. ისევ გამიმართლა – დასაწოლად გამზადებული მეორე დღის […]
ნანუკა ჟორჟოლიანი: ,,ვანში კალოშები დაარიგეს”
ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ვანში, წყალტუბოსა და სამტრედიაში, სადაც მაჟორიტარად იყრიდა კენჭს, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. ის მთელი დღის განმავლობაში ითხოვდა საოლქოში შესვლას, სადაც მისი საჩივრები იხილებოდა, მაგრამ შენობაში არ შეუშვეს. ნანუკა ჟორჟოლიანი: -ვანში კალოშებს არიგებდნენ. ეს რომ საკუთარი თვალით არ მენახა, იუმორის ნაწილი მეგონებოდა. წყალტუბოში არიგებდნენ 50 ლარს, სამტრედიაში _ უფრო მეტს.
,,მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და ვარ ყველაფერზე წამსვლელი”
,,მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და მე ვარ ბოლომდე წამსვლელი” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გიორგი გაბუნიას ეთერში. მისი თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ 33 პროცენტზე ბევრად მეტი აიღო და ახლა დროა, ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარონ. -თუ აპირებთ ათასგვარ საზიზღრობას, მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და მე ვარ ბოლომდე წამსვლელი. ვინც ჩემს ხალხზე ხელს აღმართავს, ბოლომდე დავუპირისპირდები. ამ ბრძოლაში ფიზიკურადაც ჩავერთვები.
ტრამპი კორონასგან Regeneron-მა განკურნა, წამალს ამერიკაში უფასოდ დაარიგებენ
დონალდ ტრამპმა კლინიკიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც მას კორონავირუსზე მკურნალობდნენ, თეთ სახლში განაცხადა, რომ არსებობს წამალი, რითიც მას უმკურნალეს. -მათ Regeneron-ით მიმკურნალეს. დაუჯერებელი იყო, მაშინვე კარგად ვიგრძენი თავი. 24 საათში იმდენად კარგად ვგრძნობდი თავს, საავადმყოფოდან მინდოდა გამოსვლა. მინდა, რომ თქვენც მიიღოთ ის. თქვენთვის ის უფასო იქნება, არაფრის გადახდა მოგიწევთ, – განაცხადა დონალდ ტრამპმა და იქვე დაამატა, […]
ბელგიის პრემიერი ტრანსგენდერი ქალი ხდება, ის ექიმი-გინეკოლოგია, პროფესორი
პეტრა შუტერი, რომელიც ამ დრომდე ევროპარლამენტში საქმიანობდა, ,,ევროპელი მწვანეების” მანდატით ბელგიის ვიცეპრემიერი გახდება. მისი კანდიდატურა ქვეყნის ახალ მთავრობაში მიმდინარე კვირას წარადგინეს. ასე გახდა შუტერი პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც ბელგიის მთავრობაში მინისტრის პორტფელს ჩაიბარებს, თუმცა ,,პოლიტიკოს” ცნობით, ბელგიურ პრესაში მის გენდერულ იდენტობაზე ყურადღება პრაქტიკულად არ გაუმახვილებიათ: განხილვის საგანი უმთავრესად მისი წარსული საქმიანობა და კომპეტენციაა. როგორც გამოცემა […]










