ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „მთავარი არხის“ გაყიდვების სახლში საგადასახადო კონტროლზე ინფორმაციას ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია “მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის მიერ, გავრცელებულ განცხადებას და განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურში მუდმივად ხორციელდება გადამხდელთა გეგმიური საგადასახადო შემოწმება, რომელიც ეფუძნება საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებისთვის გადამხდელთა შერჩევას, ავტომატიზებული ელექტრონული სისტემის მეშვეობით. სისტემაში ინტეგრირებული […]
კატეგორია: პოლიტიკა
,,მთავრობამ მორიგი სირცხვილი ჭამა, ჯერ უკანონო დაკავებით, შემდეგ ფართხა-ფურთხით გათავისუფლებით”
უკრაინელი მეზღვაურები პრეზიდენტმა შეიწყალა
საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი დაცვის წევრი, მიხეილ ბატურინი გაათავისუფლეს. მეზღვაურების ადვოკატის, ბექა ბასილაიას ინფორმაციით, დაკავებულები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანიდან რამდენიმე დღეში შეწყალების თხოვნის გარეშე გაათავისუფლეს. ადვოკატის თქმით, ეს მოწმობს, რომ ისინი უდანაშაულოები იყვნენ. როგორც ბასილაიამ აღნიშნა, დაკავებულებიდან ორ მათგანს, ვოლოდიმირ დიაჩენკოსა და იური ხომიჩის შეწყალება შესთავაზეს, თუმცა მათ უარი თქვეს. […]
,,აშშ-ში პრემიერის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა, ეს სპეკულაციაა”
მთავრობის პრესსამსახური
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განმარტებით, პრემიერის ვიზიტი აშშ-ში დაგეგმილი არ ყოფილა და სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს ვიზიტი ჩაიშალა და კონგრესმენებმა მასთან შეხვედრა არ ისურვეს. _გვსურს განვმარტოთ, რომ აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა. ცალკეული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას. პრემიერ-მინისტრის ვიზიტების შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური წინასწარ ავრცელებს. ამ შემთხვევაში კი მსგავსი რამ არ […]
ვის შეეხება რეგულაციები, რომლებიც 19 ივლისიდან ამოქმედდება
საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების მიხედვით, ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება შესაძლებელი. იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმებისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად. 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურინირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე. დადგენილება მიმდინარე წლის 19 ივლისიდან ამოქმედდება
მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას სიცილის სმაილიკებით გამოეხმაურა
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ,,თბილისი პრაიდის“ უკან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დგას. -დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული, რადიკალური ჯგუფები, კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით. ისინი არიან ჩართულები, აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს და ამ აქციებს. რა თქმა უნდა, მათი მიზანია ქვეყანაში სამოქალაქო არეულობის და ქაოსის შემოტანა, რაც, […]
ლევან ვასაძე: ,,რთული დაავადების დიაგნოზი დამისვეს, სამწუხაროდ”
ორგანიზაცია ,,ერთობა, რაობა, იმედის” დამფუძნებელმა, ლევან ვასაძემ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. როგორც ის ამბობს, სამედიცინო გამოკვლევებსა და შესაძლო მკურნალობას მოსკოვში გააგრძელებს. ,,დამთავრდა თურქეთში სამედიცინო კვლევები, სამწუხაროდ, დაისვა სავარაუდო დიაგნოზი საკმაოდ იშვიათი და რთული დაავადებისა გულზე. თუ ეს ასეა, საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობასა და შესაძლოა, საოპერაციო ჩარევასაც. მე გადავწყვიტე, რომ დავეკითხო აზრი მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კარდიოქირურგს და […]
გრიშა ონიანი: ,,სტალინი უნდა დავმარხოთ გორის თავზე და წმინდა მთა შევქმნათ”
გრიშა ონიანი გორის მერობისთვის იბრძოლებს და გორელებს პირდება, რომ გამარჯვების შემთხვევაში სტალინს მის მშობლიურ ქალაქში გადმოასვენებს. – გორი იქცევა მექად. ადამიანობის და თანასწორუფლებიანობის, ვაჟკაცობის და გადარჩენის მექა იქნება და მარტო სტალინი ეყოფა გორს. გორის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის წინ უნდა აღიმართოს სტალინური მაღლივი. სტალინი უნდა გადმოვასვენოთ და დავმარხოთ გორის ციხის თავზე და შევქმნათ წმინდა მთა. კეკეც […]
შალვა ნათელაშვილი: ,,ლეიბორისტების რეპრესიებში მთელი პასუხისმგებლობა კელი დეგნანს ეკისრება!”
,,ხელისუფლებამ დაუმორჩილებელი ლეიბორისტული პარტიის აკრძალვა გადაწყვიტa”, წერია ლეიბორისტული პარტიის განცხადებაში. შალვა ნათელაშვილი მთელ პასუხისმგებლობას კელი დეგნანს აკისრებს. ,,ვენეციის კომისიის და მიშელის დოკუმენტით მკაცრად აკრძალული კანონპროექტი პარლამენტში შეუსვლელობის შემთხვევაში პარტიებისთვის დაფინანსების და სხვა პრივილეგიების შეწყვეტის შესახებ, ხელისუფლებამ კვლავ გააცოცხლა, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ, რადგან სხვა პარტიებს კუთვნილი მანდატები ფაქტობრივად ათვისებული აქვთ”, – წერია განცხადებაში. […]
,,მოგწონდათ მაშინ ტყვიების სროლა… თქვენზე ბევრი რამ ვიცი, გამოცდას ნუ მომიწყობთ” – ვახო ხუზმიაშვილის და გიორგი ბარამიძის დაპირისპირება
აჭარის საზოგადოებრივი არხის გადაცემა ,,თავისუფალი სივრცის” წამყვანი, ვახო ხუზმიაშვილი და ნაცმოძრაობის ლიდერი, გიორგი ბარამიძე პირდაპირ ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მათ შორის დიალოგი მას შემდეგ გამწვავდა, რაც გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტს შენიშვნა მისცა, რომ მასთან სასაუბროდ სათანადოდ არ მოემზადა. ვახო ხუზმიაშვილი: ბატონო გიორგი, თქვენ ალბათ კლასი დაგივარდათ, ადრე ასეთ რაღაცებს არ შვებოდით ეთერში. მე შემიძლია თქვენი ბიოგრაფია თავიდან […]
გიორხელიძე ღარიბაშვილს: ,,არ გეშინია?!.. იქით ვერაფერს წაიღებ! ისეთ ცოდვას დაუტოვებთ შთამომავლებს, ვერაფერი რომ ვერ ჩამორეცხავს”
ექსპერტი დემურ გიორხელიძე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს და წერს: ,,..უბრალოდ მინდა, გკითხო: არ გეშინია?! არ გეშინია, რომ შეიძლება შენმა გადაწყვეტილებებმა უდიდესი დარტმა მიაყენოს საქართველოს, მის მომავალს, დროს ააცდინოს და უსაშველოდ ჩამოარჩინოს ბუნებრივად ნიჭიერი, მაგრამ პოლიტიკური ელიტების სისუსტის გამო, განწირულ მდგომარეობაში მყოფი ქართველების დიდი ნაწილი?! არ გეშინია, რომ ათასობით ჰექტარი გაყიდული ქართული მიწა უსასიზღრესი […]











