,,ეს არის შემოსავლების სამსახურის სტანდარტული პროცედურა” – რა განცხადებას ავრცელებს ფინანსთა სამინისტრო ,,მთავარ არხთან” დაკავშირებით

,,ეს არის შემოსავლების სამსახურის სტანდარტული პროცედურა" - რა განცხადებას ავრცელებს ფინანსთა სამინისტრო ,,მთავარ არხთან" დაკავშირებითფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი „მთა­ვა­რი არ­ხის“ გა­ყიდ­ვე­ბის სახ­ლში სა­გა­და­სა­ხა­დო კონ­ტრო­ლზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

„მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი ეხ­მა­უ­რე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნია “მთა­ვა­რი არ­ხის“ დამ­ფუძ­ნებ­ლი­სა და გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მიერ, გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას და გან­მარ­ტავს, რომ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში მუდ­მი­ვად ხორ­ცი­ელ­დე­ბა გა­დამ­ხდელ­თა გეგ­მი­უ­რი სა­გა­და­სა­ხა­დო შე­მოწ­მე­ბა, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბა სა­გა­და­სა­ხა­დო კონ­ტრო­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის გა­დამ­ხდელ­თა შერ­ჩე­ვას, ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი სის­ტე­მის მეშ­ვე­ო­ბით. სის­ტე­მა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბის ინ­დი­კა­ტო­რებ­ზე დაყ­რდნო­ბით, სა­გა­და­სა­ხა­დო კონ­ტრო­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­შუ­ა­ლოდ 8000-ზე მეტ გა­დამ­ხდელ­თან მი­მარ­თე­ბით.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მიდ­გო­მით, მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლი­სის თვე­ში შერ­ჩე­ულ იქნა და­მა­ტე­ბით 500-მდე გა­დამ­ხდე­ლი, მათ შო­რის ტე­ლე­კომ­პა­ნია “მთა­ვა­რი არხი“-ს მიერ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო, რო­მე­ლიც სხვა მე­წარ­მე სუ­ბი­ექ­ტებ­თან ერ­თად მომ­სა­ხუ­რე­ბას უწევს ამ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას. შე­სა­ბა­მი­სად, გა­ცხა­დე­ბუ­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო კონ­ტრო­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბა არ ეხე­ბა უშუ­ა­ლოდ სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნი­ას.

აქვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბულ ელექტრო­ნულ სის­ტე­მა­ში მოხ­ვდნენ სხვა სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­ე­ბიც.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა წარ­მო­ად­გენს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სტან­დარ­ტულ პრო­ცე­დუ­რას, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს გა­დამ­ხდე­ლის რის­კე­ბის კა­მე­რა­ლურ შეს­წავ­ლას და შე­სა­ბა­მი­სი რის­კე­ბის გა­ქარ­წყლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მიმ­დი­ნა­რე კონ­ტრო­ლის პრო­ცე­დუ­რის დას­რუ­ლე­ბას.

და­მა­ტე­ბით გან­ვმარ­ტავთ, რომ კა­მე­რა­ლუ­რი სა­გა­და­სა­ხა­დო შე­მოწ­მე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს გა­დამ­ხდელ­თან მხო­ლოდ დის­ტან­ცი­ურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას და არ გუ­ლის­ხმობს გა­დამ­ხდე­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის ად­გილ­ზე რა­ი­მე სა­ხის ქმე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის რა­ი­მე სა­ხით შე­ზღუდ­ვას.

გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი ხაზ­გას­მით გან­მარ­ტავს, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია “მთა­ვა­რი არ­ხის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას და მიზ­ნად ისა­ხავს თე­მის პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გა­დაყ­ვა­ნას”, – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.