კატეგორია: პირადი

გიორგი ძოწენიძე: „ცოტაღა დამაკლდა, სცენაზე გული არ წამსვლოდა და არ დავვარდნილიყავი“
მომღერლის გასაიდუმლოებული ცხოვრება და ყველაზე სასიამოვნო დამარცხება _ „ცოლთან ალიბის შექმნა არ დამჭირვებია“

გიორგი ძოწენიძე: „ცოტაღა დამაკლდა, სცენაზე გული არ წამსვლოდა და არ დავვარდნილიყავი“

„სარკე“ „გასულ წელს იყო ბევრი სირთულე, იყო მნიშვნელოვანი გულისწყვეტებიც. ძალიან ახლო ადამიანიც დავკარგე ამ წელს“, – ყვება „სარკესთან“ მომღერალი, ჯგუფ „ურსას“ სოლისტი, გიორგი ძოწენიძე. ის ასევე ყვება იმ ემოციებსა და გამოცდილებაზე, რომელიც შოუში „ვინ ვინ არის“ მიიღო. გიორგი ძოწენიძე: ძალიან მძიმე კოსტიუმი იყო, განსაკუთრებით _ თავის კონსტრუქცია. დიდი თავი იყო და ხშირად ვურტყამდი ან კედლებს, […]

ნანა ცინცაძე: „საახალწლოდ 100-დან 150-მდე ნამცხვარ „სიგარეტს“ ვაცხობ“ 
რა მოუტანა დრომ პოეტ ქალს და რას ამბობენ მის ლექსებზე მამაკაცები

ნანა ცინცაძე: „საახალწლოდ 100-დან 150-მდე ნამცხვარ „სიგარეტს“ ვაცხობ“ 

„სარკე“ 2025 წელს ვატან იმ ადამიანებს, რომლებსაც უნდა დაემშვიდობო და წინ წახვიდეო _ ამბობს პოეტი ნანა ცინცაძე „სარკესთან“. მან თავისი ცხოვრება, გამოცდილება ლექსების სტრიქონებად აქცია და ბევრი ადამიანისთვის გახდა შთაგონების წყარო. იცის, როგორ გადალახოს ტკივილი, როგორ მოიგოს საკუთარ თავთან ბრძოლა და როგორ დარჩეს თავისუფალი. ამის შესახებ ის „სარკის“ ახალ ნომერში ყვება: _ დროს მოაქვს დადინჯება, ტკივილი. […]

სალომე ტეტიაშვილი: „წლის ბოლომდე ოჯახის შექმნას ვგეგმავ“
 ახალი წლის ღამეს ახსნილი სიყვარული და ახალი ცხოვრების დასაწყ

სალომე ტეტიაშვილი: „წლის ბოლომდე ოჯახის შექმნას ვგეგმავ“

მომღერალი სა­ლო­მე ტე­ტი­აშ­ვი­ლი „სარკის“ რესპონდენტი არაერთხელ გახლდათ. ის გვიყვებოდა თავის ბავშვობაზე, რომელიც დალხენილი არ ყოფილა, მარტოხელა დედაზე, რომელიც შვილისთვის შეუძლებელსაც კი აკეთებდა… ახლა სალომე უკვე შემდგარი ადამიანი, 31 წლის ახალგაზრდა ქალია, რომელიც თავის საყვარელ საქმეს აკეთებს და პირადშიც მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს. როგორც „სარკეს“ გაუმხილა, ახალ 2026 წელს სხვა სტატუსით შეხვდება. სალომე ტეტიაშვილი: ამ წელს ჩემს […]

თეა გობეჯიშვილი: „მსოფლიოში ქართველები საკმაოდ ძლიერ კონკურენტებად ვითვლებით სამეჯლისო ცეკვებში, ჩვენი ეშინიათ“
რისთვის ემადლიერება ცნობილი მოცეკვავე ქმარს _ „23 წელია, არ ვიცით, ჩხუბი რა არის“

თეა გობეჯიშვილი: „მსოფლიოში ქართველები საკმაოდ ძლიერ კონკურენტებად ვითვლებით სამეჯლისო ცეკვებში, ჩვენი ეშინიათ“

„სარკე“ ქორეოგრაფი თეა გობეჯიშვილი „სარკესთან“ თავისი დაუღალავი შრომის შედეგს აჯამებს. ახლახან მისი ცეკვის აკადემია მსოფლიო ჩემპიონატიდან მედლებით დატვირთული დაბრუნდა. საქმესა და პირადზე თეა „სარკესთან“ საუბრობს: _ აღმოჩნდა, რომ ქართული სამეჯლისო სკოლა ერთ-ერთი ძლიერია. ჩემთვის,  როგორც ქორეოგრაფიული პედაგოგისთვის, ღირდა თავგანწირვა ასეთი წამებისთვის და წუთებისთვის. მათი გამარჯვება საქართველოს გამარჯვება იყო, ამიტომ ამ მიზნის მისაღწევად მაქსიმალურად იბრძოლეს და […]

ტარიელ ხარხელაური: „შვილის გარდაცვალების შემდეგ მე არ დამისვამს ღმერთისთვის კითხვა: რისთვის?”
„იმ ქვეყანაშიც ჩემი მეუღლის ვალით წავალ და მასზე ლოცვას იქაც გავაგრძელებ"

ტარიელ ხარხელაური: „შვილის გარდაცვალების შემდეგ მე არ დამისვამს ღმერთისთვის კითხვა: რისთვის?"

„სარკე“ ჩემს ასაკში შეცდომების დაშვება უკვე გამორიცხულია, რადგან გზა-სავალი ცოტაღა დარჩა და თითოეული სიტყვა თუ ნაბიჯი უნდა აწონ-დაწონოო, გვითხრა  საქართველოში საყოველთაო სიყვარულით გარემოცულმა პოეტმა, ტარიელ ხარხელაურმა რამდენიმე წლის წინ,  როცა „სარკე“  ინტერვიუს ჩასაწერად დაუკავშირდა. წელს მას 80 წელი შეუსრულდა. ეს ის ასაკია, როცა ცხოვრების ავ-კარგი უკვე იცი, საცერშიც უამრავი ქვიშა დაიცრა და საბოლოოდ მხოლოდ ფასეული, […]

როგორ ჩხუბობდა თაკო კორინთელი ბავშვობაში უფროსი ძმის გამო და რატომ არ უჯერებს მის წინასწარმეტყველურ სიზმრებს

როგორ ჩხუბობდა თაკო კორინთელი ბავშვობაში უფროსი ძმის გამო და რატომ არ უჯერებს მის წინასწარმეტყველურ სიზმრებს

„სარკე“ და-ძმა _ თაკო და დათო კორინთელები _ „სარკეს“ ოჯახურ ამბებზე, ბავშვობის მოგონებებსა და იმ არჩევანზე უყვებიან, რომლითაც საკუთარი ცხოვრების შენება დაიწყეს. თაკო, წლებია, რაც ეკრანზე გამოჩნდა და მას საზოგადოება კარგად იცნობს. მისი უფროსი ძმა კი მაყურებელმა 2015 წელს მუსიკალურ პროექტ „ვოისით“ გაიცნო, შოუბიზნესშიც გარკვეული ნაბიჯები გადადგა, მაგრამ შემდეგ კარიერა სულ სხვა მიმართულებით გააგრძელა. თაკო […]

„გილგამეში იმდენად ჩამომგავს თუ მე ჩამოვგავარ, რომ ვფიქრობ, ის ჩემი წინაპარია“     
რატომ თქვა უარი შოუდან პირველ შეთავაზებაზე, როგორ აკონტროლებს ჯანმრთელობას და ვისთან დაწყვილდა გიორგი გილიგაშვილი

„გილგამეში იმდენად ჩამომგავს თუ მე ჩამოვგავარ, რომ ვფიქრობ, ის ჩემი წინაპარია“     

„სარკე“ მომღერალმა და პოეტმა, გიორგი გილიგაშვილმა, „სარკეს“ გაუზიარა „ამ წუთისოფელში საინტერესო გამოცდილება”, რომელიც შოუში „ვინ ვინ არის“ მიიღო, სადაც გილგამეშის ნიღბით მონაწილეობდა. გიორგი გილიგაშვილი: _ თუ მივიღებდი მონაწილეობას, მსურდა, ვყოფილიყავი ადამიანი. ეს ადამიანი კი უნდა ყოფილიყო ჩემი რეინკარნაცია, ანუ ჩემი წინაპარი… მეფე გილგამეში მიდის უკვდავების საძიებლად ისე, როგორც ჩვენ მივისწრაფვით დღეს. თან მე გილიგაშვილი გახლავართ, […]

„ჩემი შვილები ევროპაში არიან, ვცდილობ, ბევრი ვიმუშაო, რომ ისინი კარგად იყვნენ“
როგორ აღმოჩნდა მეზღვაური ამიკო ჩოხარაძე სცენაზე

„ჩემი შვილები ევროპაში არიან, ვცდილობ, ბევრი ვიმუშაო, რომ ისინი კარგად იყვნენ“

„სარკე“ შოუმენი აჭარიდან, ამიკო ჩოხარაძე, „სარკეს“ ბავშვობიდან დღემდე გამოვლილ გზაზე უამბობს, როცა აჭარელი ბიჭი სცენაზე პირველ ნაბიჯებს დგამდა. უნანია თუ არა ოდესმე თავისი გადაწყვეტილებები, ამ და სხვა კითხვებზე შოუმენი, რომელიც „ნიკოს ბენდის“ წევრიცაა, „სარკის“ ახალ ნომერში პასუხობს: _ არ ვიცი, გემზე როგორი კაპიტანი ვიქნებოდი, მაგრამ ხმელეთზე უკეთესი კაპიტანი ვარ… მაქსიმალურად ჩაფლული ვარ ჩემს საქმიანობაში, რადგან […]

თამთა კვარაცხელია: „ჩემი შექმნილი კაბების ღირებულება 4000 დოლარიდან იწყება“
რატომ გადაიხადა დიზაინერმა დაბადების დღე იტალიურ სტილში და მამაკაცების გარეშე

თამთა კვარაცხელია: „ჩემი შექმნილი კაბების ღირებულება 4000 დოლარიდან იწყება“

„სარკე“ თამთა კვარაცხელია ტელეეკრანზე აღარ ჩანს, მაგრამ  როგორც „სარკესთან“ ამბობს, ის ახლა ბევრად აქტიურია და იმ სფეროშია სრულად ჩართული, სადაც საკუთარი ხედვის რეალიზება ყველაზე ბუნებრივად შეუძლია. თამთამ საკუთარი გემოვნება ბრენდად  აქცია და დღეს მოდის სფეროში მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. ამ და სხვა თემებზე თამთა „სარკის“ ახალ ნომერში ყვება: _ დაბადების დღე წინასწარ ყურადღებით დავგეგმე… შთაგონება მთლიანად […]

გულიკო გურგენიძე: „ყველა კარგი ბიჭი ჩემი ძმკაცი იყო და ვის უნდა გავყოლოდი ცოლად?“
კოლორიტი მუსიკოსის თბილისური ცხოვრება და მოგონებები

გულიკო გურგენიძე: „ყველა კარგი ბიჭი ჩემი ძმკაცი იყო და ვის უნდა გავყოლოდი ცოლად?“

„სარკე“ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონებებიაო, უთხრა „სარკეს“  75 წლის მუსიკოსმა, გულიკო გურგენიძემ. მოგონებები კი მრავლად აქვს _ გულიანი, განსაკუთრებული, ნამდვილ მეგობრობაზე, ერთგულებაზე. თბილისურ ეზოებში დაბადებული მელოდიები, ქალაქის სურნელით გაჟღენთილი ხმები და ადამიანური სითბო _ ასეთია დუეტი „კოლორიტი“, რომელიც დიდი ხნის მეგობარ თამრიკო რობაქიძესთან ერთად შექმნა. ყველაფერი კი ავლაბრიდან დაიწყო, სიყვარულით ავსებულ ერთ ოჯახში, სადაც ქალბატონი […]