დიდ ბრიტანეთში, საგარეო საქმეთა მინისტრის ლიზ ტრასის განკარგულებით, შეიქმნა ახალი სამთავრობო განყოფილება კრემლის დეზინფორმაციასთან საბრძოლველად. ესაა რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინ შექმნილი კონსოლიდირებული სამუშაო ჯგუფი, სახელწოდებით „სამთავრობო საინფორმაციო უჯრედი (Government Information Cell, GIC)“, რომელიც კოორდინაციაშია ორ სახელმწიფო უწყებასთან – დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებთან. ტელეგრაფის ცნობით, დანაყოფის შემადგენლობაში შევიდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა […]
კატეგორია: მსოფლიო
ზელენსკი: ,,რუსები თავიანთი ჯარისკაცების გვამებზე გადადიან, მათი ცხედრები არავის მიაქვს”
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა: -განსაკუთრებით სასტიკი ბრძოლების ადგილებზე ჩვენი თავდაცვის წინა ხაზი გადავსებულია რუსი ჯარისკაცების გვამებით. და ეს გვამები, ეს ცხედრები არავის მიაქვს. მათზე გადადიან ახალი შენაერთები, რომელიღაც რეზერვისტები, რომლებსაც რუსული ჯარების სარდლობა აგროვებს, სადაც კი შეუძლია… უკვე მოკლულია 14 ათასზე მეტი თქვენი ჯარისკაცი. ესაა 14 ათასი დედა. ესაა 14 ათასი მამა. […]
უკრაინელმა ბებიამ 8 ოკუპანტი ღვეზელებით მოწამლა
უკრაინული გამოცემა UNIAN-ის ინფორმაციით, უკრაინელმა ბებიამ 8 რუსი სამხედრო ღვეზელებით მოწამლა. გამოცემა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს ეყრდნობა, რომელშიც ოკუპანტებისა და ქალის საუბარი ისმის. ,,საჭმელი არაფერი გვაქვს, გუშინ იხვი მოიპარეს. მაღაზიებს ვბომბავთ. ვშიმშილობთ! ბებიამ ღვეზელი მოიტანა, 8 კაცი თუთიის კუბოთი დაბრუნდა”, – ისმის ჩანაწერში. ტაბულა
უკრაინიდან მძიმე ინფორმაცია ვრცელდება, საქართველომ კიდევ ერთი ჯარისკაცი დაკარგა
რომის პაპი რუსეთის პატრიარქს: ,,განვითარდა ქრისტიანული ცნობიერება, დღეს ასე ვერ ვილაპარაკებთ”
რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ რუსეთის პატრიარქ კირილს ვიდეოზარით ესაუბრა და უთხრა, რომ ეკლესიის ლიდერებმა უნდა გამოიყენონ იესოს ენა და არა -პოლიტიკის. „ჩვენ ვართ იმავე წმინდა ხალხის მწყემსები, რომლებსაც სწამთ ღმერთის, სამების, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის. ამიტომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ მცდელობებში მშვიდობის დასამყარებლად, დაზარალებულთა დასახმარებლად, ვეძიოთ მშვიდობის გზები და შევაჩეროთ ცეცხლი… ეკლესია არა პოლიტიკის, არამედ […]
ამერიკელები რუსულ რესტორნებში აღარ შედიან
,,ამერიკის ხმის” ინფორმაციით, ამერიკაში რუსულ სამზარეულოზე უარს ამბობენ და რუსულ რესტორნებს ბოიკოტს უცხადებენ. სომხური წარმომავლობის რესტორატორი, რომელიც კალიფორნიაში რესტორან „კალინკას“ ფლობს, ამბობს, რომ მისი ბიზნესი 20-30%-იან დანაკარგს განიცდის. ტიგრან ელჩიანის თქმით, მისი რესტორანი სტუმრებს რუსულ კერძებთან ერთად სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების კერძებსაც სთავაზობს, მათ შორის კერძებს ქართული სამზარეულოდან. იმავე პრობლემის წინაშე დგას ნიუ იორკში მოქმედი რუსული […]
კრემლი კომპრომისებზე ალაპარაკდა
რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში დემილიტარიზირებული სახელმწიფოს ავსტრიული ან შვედური ვარიანტი შეიძლება კომპრომისი გახდეს. -ეს ვარიანტი, რომელიც ახლა ნამდვილად განიხილება, შეიძლება განხილულ იქნას, როგორც კომპრომისი, – განაცხადა პესკოვმა. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებების პარალელურად რუსეთის პროპაგანდისტულმა საშუალებებმა დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება, თითქოს ზელენსკიმ უკრაინელებს იარაღის ჩაბარებისკენ მოუწოდა. უკრაინის პრეზიდენტმა ამის საპასუხოდ ცოტა ხნის წინ […]
პოროშენკო ქართველებს: ,,პუტინი ყველაფერზე პასუხს აგებს, რაც ჩვენთან და თქვენთან ჩაიდინა”
„მე მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ერს ამ მხარდაჭერისთვის“, – ამის შესახებ ,,ფორმულასთან” უკრაინის მე-5 პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა: -მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ერს ამ მხარდაჭერისთვის. ასეთი მასშტაბური აქციებისთვის, ჩვენი ერისთვის და ქვეყნისთვის. ქართველმა ხალხმა იცის, თუ რას ნიშნავს რუსული ჯარის ყოფნა თავის ტერიტორიაზე. მსოფლიოც და ღმერთიც ჩვენთან ერთად არის. პუტინი ყველაფერზე პასუხს აგებს, რაც ჩვენთან […]
რუსეთში ჰოკეის კლუბებმა ყინულზე Z გამოსახეს – ,,აიძულეთ, აფხაზეთსა და სირიას ეთამაშონ”
რუსეთის ჰოკეის კლუბების, „სკა ნეფტიანიკის“ და მოსკოვის „დინამოს“ წარმომადგენლები მატჩის წინ ყინულზე ისე განლადგნენ, რომ ასო Z გამოსახეს. ეს ფოტო უკრაინელმა პოლიტიკოსმა, დენის კრავეცმა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და დაწერა: „როცა რუსი სპორტსმენები წუწუნს დაიწყებენ, რომ სპორტი პოლიტიკას მიღმა უნდა იყოს, მათ ეს ფოტო აჩვენეთ. ეს ქმნილებები ყველა საერთაშორისო ტურნირიდან მოკვეთეთ და აიძულეთ, აფხაზეთსა და სირიას […]
ვიტალი კლიჩკო: ,,კიეველებო, მოემზადეთ, იკრძალება ქალაქში გადაადგილება”
უკრაინის დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო თანამოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კიევში ორდღიანი კომენდანტის საათი ცხადდება. -კიეველებო, მოემზადეთ, კომენდანტის საათი დაიწყება დღეს, 22 საათზე და 17 მარტს 07:00 საათზე დასრულდება. იქამდე კი იკრძალება ქალაქში გადაადგილება სპეციალური საშვის გარეშე. განგაშის ხმის გაგონების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ, გარეთ მხოლოდ თავშესაფარში მისასვლელად გავიდნენ, – ამბობს მიმართვაში კლიჩკო.










