ცოტა ხნის წინ უმძიმესი ინფორმაცია გავრცელდა. უკრაინაში კიდევ 5 მებრძოლი დაიღუპა. ალყაში არიან სხვა ქართველი მებრძოლებიც. მათ გამოსაყვანად უკრაინელები ყველაფერს აკეთებენ. ამ წუთებში ქართველი მებრძოლებიც მიდიან, რომ თანამემამულეების ცხედრები გამოასვენონ და ალყაში მოქცეულები გამოიყვანონ. იმის გამო, რომ დაღუპულთა ოჯახებმა ჯერ არაფერი იციან, დეტალები არ ხმაურდება.
კატეგორია: მოზაიკა
მარიამ ჯიშკარიანი სალომე ზურაბიშვილს: ,,გაინძრეს! საკმაოდ სერიოზულად არის საქმე!”
,,რაც წერია დასკვნაში, იმას წყალი არ გაუვა” – ამბობს ,,ემპათიის” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი რადიო ,,თავისუფლებასთან”. ,,თუ არ იქნება გათვალისწინებული ეს ყველაფერი, დამთავრდება ძალიან სავალალოდ და მე არაერთხელ მოვუწოდე ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, თუ არ უნდა იყოს მკვლელობის თანამონაწილე, მიიღოს დროულად გადაწყვეტილება…. მოვუწოდებ ყველა ეთერიდან, რომ გაინძრეს და მიიღოს დროულად გადაწყვეტილება. საკმაოდ სერიოზულად არის საქმე და არის […]
თეა გოდოლაძე: ,,მამაზეციერს შევევედროთ, თბილისში არ მოხდეს 5 მაგნიტუდის მიწისძვრა”
,,სარკე”, რუსუდან ადვაძე სეისმოლოგი, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე, განმარტავს, რომ კავკასია სეისმურად ერთ-ერთი აქტიური რეგიონია და, მათ შორის, განსაკუთრებით – ჯავახეთის ქედი, რომელიც ვულკანური წარმოშობისაა. როგორც სეისმოლოგი ,,სარკესთან” ამბობს, პატარ-პატარა მიწისძვრები კარგია. თუ რატომ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ. თეა გოდოლაძე: კიდევ კარგი, რომ ბევრი მიწისძვრა ხდება პატარა მაგნიტუდით. ეს ნიშნავს, რომ დაგროვილი ენერგია […]
თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა
სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება, რომ გარდაიცვალა სახალხო არტისტი, თამარ სხირტლაძე. ის 93 წლის გახლდათ. „ქართული თეატრის უხუცესი შეუერთდა ამ გიორგობადღეს ზეციურ საქართველოს! 93 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა!“, – წერს მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დიმიტრი ღვთისიაშვილი. თამარ სხირტლაძე უდიდეს ტკივილს ატარებდა. მისი და კოტე თოლორაიას ერთადერთი ვაჟი, თაზო თოლორაია ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა.
ნიაზ დიასამიძე იუმორით ტკივილს ნიღბავდა – ,,ხმაურით მოევლინა ქვეყანას და ცხოვრებაც მშფოთვარე ჰქონდა”
,,სარკე”, ირინე მჭედლიძე გასული საუკუნის 60-იან წლებში თბილისში დადიოდა უცნაურად ჩაცმული ადამიანი, რომელთან ნაცნობობაზეც ბევრი ოცნებობდა. უცნობები თავს მის მეგობრებად ასაღებდნენ. ამაყობდნენ, თუკი ოდესმე მის გვერდით სუფრასთან მოხვდებოდნენ. მის დანახვაზე ყველა იღიმოდა. ეს ადამიანი ნიაზ დიასამიძე იყო. მისი ხუმრობების მიღმა დარდიანი, რეალურ ცხოვრებას გაქცეული კაცი იმალებოდა. მისი ახლობლები ამბობენ, ხუმრობა-ხუმრობაში ნიაზის ნამდვილი სახე დაიკარგაო. ყველაზე […]
,,ჩემი შვილი არის მორგში, არის გაყინული…” – რუსკა ხუციშვილის უმძიმესი მიმართვა
მძიმე მდგომარეობაშია 16 წლის მარიამი ოჯახი, რომელიც მიელოიდურ ლეიკემიით თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. ოჯახს ცხედარს საავადმყოფოდან არ ატანენ, რადგან მარიამის სახელზე 44 ათასი დოლარის დავალიანება ირიცხება. მარიამის დედამ რუსკა ხუციშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს: -თუ არ დავფარებთ 44 ათასს, ბავშვს არ გაგვატანენ… ხალხი რიცხავს, ცოტ-ცოტა გროვდება, არ ვიცი, როდის უნდა წავიყვანო ჩემი შვილი… საქართველოს სახელმწიფოს […]
გიორგი ჩალაძის უმძიმესი განცხადება: ,,შესაძლოა სამედიცინო დასკვნამ პრეზიდენტს ვეღარ მოუსწროს… მე მიკვდება მეგობარი”
ვახო სანაიას გადაცემაში ,,ფორმულაზე” გიორგი ჩალაძემ უმძიმესი განცხადებები გააკეთა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ. ,,მე მიკვდება მეგობარი”, – ამბობს გიორგი ჩალაძე. მისი თქმით, ,,ვივამედის” ექიმები დღეს ისტორიული ხალხია, რადგან შესაძლოა ისინი უყურებდნენ მიხეილ სააკაშვილის ბოლო დღეებს. -თუ არ იტყვით, რომ ეს მიხეილ სააკაშვილია, ადამიანები ვერ იცნობენ, იმდენად არის შეცვლილი… ეს არის განგაში. ჯიშკარიანის შესანიშნავი […]
ვინ იყო პოეტი-ყაჩაღი, რომელმაც მიხა ხელაშვილის მოკვლისთვის შური იძია – ცნობილი მელექსის იდუმალი ცხოვრების დეტალები
,,სარკე”, ნანა კობახიძე გასულ საუკუნეში საქართველოში არაერთი ადამიანი თავს არიდებდა მეორე მსოფლიო ომში, ე.წ. დიდ სამამულო ომში, მონაწილეობას, საბჭოთა ჯარში მსახურებას. ისინი დეზერტირებად ითვლებოდნენ და, მილიციისგან ძებნილნი, ტყეს აფარებდნენ თავს. ზოგს შიში აიძულებდა გაქცევას, ზოგი კი მიზნობრივად უპირისპირდებოდა საბჭოთა წყობას, საოკუპაციო რეჟიმად აღიქვამდა და გერმანიის გამარჯვებით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას იმედოვნებდა. ასეთად მოიაზრებენ თავის კუთხეში ცნობილ […]
,,როცა ფოტო გადამიღეს, უკან ჩემი მეუღლე და მეორე შვილი იყვნენ” – რას ყვება დარია ნუცუბიძე
,,პრაიმტაიმმა” ინტერვიუ ჩაწერა ახალგაზარდა დედასთან, დარია ნუცუბიძესთან, რომლის ფოტომაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ფოტოზე ის თავის ჩვილ შვილთან ერთად არის გასული ,,გლოვოს” შეკვეთაზე. -არ მინდა, გვაჩერებდნენ, გვიღებდნენ და კითხვებს გვისვამდნენ… იმ დროსაც, როცა ფოტო გადამიღეს, უკან ჩემი მეუღლე და მეორე შვილი იყვნენ… მერე რა, რომ უსახლკაროები ვართ. რეალურად, დახმარება მართლა გვჭირდება. გაგვიხარდება, თუ ღამის გასათევი გვექნება. […]
თამარ მაყაშვილი დასაჯეს – ,,სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, რეპერტუარიდან მოიხსნა”
მსახიობ თამარ მაყაშვილის გარშემო სკანდალი არ წყდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოდიში რამდენჯერმე მოიხადა, დღეს ცნობილი გახდა, რომ ბათუმის დრამატულმა თეატრმა მსახიობი რეპერტუარიდან მოხსნა. ამის შესახებ თეატრის განცხადებაშია ნათქვამი: „ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ემიჯნება თეატრის დასის წევრის თამარ მაყაშვილის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს. ბათუმის დრამატული თეატრისთვის, რომელიც რეგიონში წარმოადგენს ხანგძლივი ისტორიისა […]











