საქართველოში კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ _ 17 წლის ლიზი გიორგაძეს. მის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „იძებნება! 18 ივნისს ქობულეთიდან გაუჩინარდა 17 წლის ლიზი გიორგაძე, ტელეფონი და სოციალური ქსელი გათიშული აქვს. გთხოვთ, ყურადღებით დააკვირდეთ ფოტოებს და რაიმე პატარა ინფორმაციის შესახებაც კი აცნობეთ ოჯახის წევრებს ან დარეკეთ მითითებულ ნომერზე: 558 04 78 78 გელა გიორგაძე (მამა)… […]
კატეგორია: მოზაიკა
„თუ ვინმე შეამჩნევთ, გააჩერეთ და დარეკეთ ამ ნომერზე“ – ოჯახი გიორგი გახელაძეს ეძებს
ოჯახი და ახლობლები გიორგი გახელაძეს ეძებენ. „მეგობრებო, გთხოვთ გააზიარეთ! ამ ადამიანს, გიორგი გახელაძეს ვეძებთ. ბოლოს ნახეს თამარაშვილზე, მანქანებს შორის დაბნეული დადიოდა, არ ვიცით, რა სჭირს. თუ ვინმე შეამჩნევთ, გააჩერეთ და დარეკეთ ამ ნომერზე 599311090. შეიძლება არც უნახავთ თამარაშვილზე. ერთი სიტყვით, ყურადღებით იყავით, ქალაქის ნებისმიერ ადგილას შეიძლება იყოს“, – წერენ სოციალურ ქსელში.
,,მარიამი გარდაცვალების წინ მირზას სახელს ახსენებდა” – მირზა გელოვანის ფსევდონიმის ნამდვილი ისტორია ცოტამ თუ იცის
,,სარკე”, ნანა კობახიძე ივრისპირელი მზეჭაბუკის, მირზა გელოვანის, ლამაზი სიცოცხლე 27 წლის ასაკში დასრულდა. მეორე მსოფლიო ომმა შეიწირა სიცოცხლესა და თავად სიყვარულზე უსაზღვროდ შეყვარებული პოეტი. ის ბელორუსიაში მდინარე დასავლეთ დვინის გადალახვისას მოკლეს. მას შემდეგ მრავალი ადამიანის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, უსაყვარლეს პოეტად, სიმამაცისა და შეუპოვრობის სიმბოლოდ იქცა. წელს, 2 მარტს, პოეტის დაბადებიდან 105 წელი შესრულდა. ციცო გაბიდაური ,,სარკეს” უამბობს: […]
თამარ დედოფლის 5 ქორწინება – 20 წლიანი ძმათამკვლელი ომები საქართველოში ერთი მშვენიერი ქალის გამო
,,სარკე”, ლია ოსაძე საქართველოს ისტორიაში მრავალი ქართველი ქალის სახელი ოქროს ასოებით არის ჩაწერილი. ზოგი წმინდანია, ზოგი წარჩინებული, ზოგიც უბრალო ერისშვილი. მათ ღვაწლს სამშობლოს ბედი ხშირად სასიკეთოდ გადაუწყვეტია, ბევრი მათგანის სიცოცხლე ამას შესწირვია კიდეც. მაგრამ ყველა ისტორიას აქვს თავისი ბნელი, სამარცხვინო ფურცლები, რომელთა გაცნობისას ანტიგმირების პორტრეტები იკვეთება. კონსტანტინე მუხრანბატონის ასულის, თამარის, გამო რომელიც გიორგი სააკაძის შვილთაშვილი […]
„გახსოვთ, ეს ვინაა? კარაკულას ცხოვრებაზე წიგნს დაწერდა კარგი მეზღაპრე“ – თბილისის ზოოპარკი
13 ივნისის ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა. ეს დღე სავსეა ტრაგიკული ისტორიებით, ერთ-ერთი მათგანი ლომ შუმბასა და პუდელ კარაკულას უკავშირდება. თბილისის ზოოპარკის ფეისბუქგვერდი აქვეყნებს ფოტოს, სადაც კარაკულა ზოოპარკის დირექტორ ზურაბ გურიელიძესთან არის გადაღებული და წერს: „ამასობაში 9 წელიც გასულა. ბატონ ზურაბს კი იცნობს ყველა, მაგრამ ხელში რომ უჭირავს, ის თუ გახსოვთ, ვინაა? დიახ, დიახ. ქალბატონი კარაკულა. […]
ჰოლისტური ველნესი ხელოვნების სახლ „თოროში“
თბილისიდან სულ რაღაც 45 კილომეტრში შეიქმნა სივრცე, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მენტალურად და სულიერად დაისვენონ. ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი გახლავთ „თოროს“ დამფუძნებელი, მანანა გეგიძე, რომელიც „სარკესთან“ თავისი ახალი პროექტის შესახებ ყვება: -პროექტი გაზაფხულზე დავიწყეთ, ახალი და საინტერესო იყო ჩემთვის. ფსიქოლოგი ეკა დარსანია თოროში სამი წლის წინ გავიცანი. დავმეგობრდით. ჩვენი სივრცე მართლაც იძლევა საინტერესო პროექტების ჩატარების შესაძლებლობას. […]
„არასოდეს შეგრცხვება, ხალხს თვალებში ჩახედო” – ტიციან ტაბიძის უკანასკნელი სიტყვები შვილს
ლურჯთვალა დენდის ტრაგიკული ცხოვრება
„სარკე“, ირინე მჭედლიძე „არასოდეს შეგრცხვება, ხალხს თვალებში ჩახედო”, – ეს სიტყვები პოეტმა ტიციან ტაბიძემ თავის ერთადერთ ქალიშვილს, ნიტას, იმ საბედისწერო დღეს დაუტოვა, როცა დააპატიმრეს. დანამდვილებით არავინ იცის, შინსახკომის ჯურღმულებში პოეტს რა განაჩენი გამოუტანეს. ერთ-ერთი ვერსიით, მაშინვე დახვრიტეს. სხვა ვერსიით, ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს მატარებლიდან და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მეუღლეს, ნინო მაყაშვილსა და ქალიშვილ ნიტას დიდხანს იმედი […]
აუტისტური სპექტრის მქონე ბიჭუნამ 5 ენა იცის – „ერთ დღეს მითხრა, დედიკო, ყაზახური ენა ვისწავლეო“
11 წლის გაბრიელს აუტისტური სპექტრის დიაგნოზი აქვს. მან 5 ენა იცის, საოცრად მღერის და გალობს. გაბრიელის დედა, მარიამ სიჭინავა ყვება: -მეტი ინკლუზიური განათლებაა საჭირო, რომ ამ ბავშვებს გაოცებული თვალებით და სინანულით არ უყურებდნენ. ჩემთვისაც ხშირად უთქვამთ, ვაიმე, არაფერი ეტყობაო. ან როგორ უნდა ეტყობოდეს? ამას ერთწუთიან საუბარში ვერ შეატყობთ. გაბრიელს 2 წლის ასაკში დაუსვეს აუტისტური სპექტრის […]
,,გარდაიცვალა ჩემი უახლოესი ძმაკაცი, ავთო ჯორბენაძე“ – გიორგი გამსახურდია
სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს: ,,გარდაიცვალა ჩემი უფროსი და უახლოესი ძმაკაცი, ავთო ჯორბენაძე. ასევე ჩემი ძმაკაცების მამა. სიკეთის, ადამიანობის და ყველაფერი პოზიტიურის განსახიერება. უზადო პროფესიონალი, პატრიოტი და თხემით ტერფამდე ქართველი. გარდა მეგობრული და ოჯახური ურთიერთობისა, მქონდა […]
11 მაისის ევროპის მარში თბილისში – სად იკრიბებიან აქციის მონაწილეები
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ხვალ, 11 მაისს თბილისში გაიმართება. ევროპის მარში 4 სხვადასხვა ადგილიდან მოეწყობა. „ევროპის მარში – ევროპის კვირაში. 11 მაისს, 19 საათზე, ვიკრიბებით 4 ლოკაციაზე: რესპუბლიკის მოედანი, მარჯანიშვილის მოედანი, მეტრო 300 არაგველი. მშობლების მარში – წერეთლის გამზირი, ექსპო ჯორჯია. ოთხივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით. კი – ევროპას! არა – რუსულ კანონს!”- […]











