კატეგორია: მოზაიკა

სექსუალური მაშველი ფოთიდან

სექსუალური მაშველი ფოთიდან

მაშველი გოგონების უნიფორმამ არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა. საზოგადოების ნაწილმა მიიჩნია, რომ შორტი და მაისური არ შეესაბამებოდა მათ საქმიანობას და გოგონები კრიტიკის ქარცეცხლში მოექცნენ. სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მაშველი გოგონას ფოტო გავრცელდა. სურათი ერთ-ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა გამოაქვეყნა და უკვე ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაშველი გოგონები შავი ზღვის სანაპირო ზოლზე წელს პირველად გამოჩნდნენ. გოგონები ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან და […]

,,გემუდარებით, დამეხმარეთ” – აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის დედა

,,გემუდარებით, დამეხმარეთ" - აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის დედა

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის დედა რუსთავის მერიას დახმარებას სთხოვს. ნათელა ბერიძე აცხადებს, რომ ერთადერთი შემოსავლის წყარო მისი შვილის პენსია იყო, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გაუუქმეს. დედა ამტკიცებს, რომ არაერთი მიმართვის მიუხედავად, ადგილობრივმა თვითმმართველობამ მას სათანადო დახმარება ვერ გაუწია. „დავკარგე მეუღლე, მარჩენალი აღარ მყავს. ვეუბნები ამათ, დამეხმარეთ ცოტა მაინც. უფროსი ბიჭი 17 წლის მყავს, მეორე აუტიზმიანია. […]

,,გაფითრებული გამოვიდა, ტიროდა, მაინც არ დამიჯერებთ, არაფერს გეტყვითო” – ლომისის სასწაულები

,,გაფითრებული გამოვიდა, ტიროდა, მაინც არ დამიჯერებთ, არაფერს გეტყვითო" - ლომისის სასწაულები

ლომისის წმინდა გიორგის მადლიანი ტაძარისადმი მორწმუნე ადამიანებს დიდი სასოება აქვთ.  ბევრი უშვილო წყვილისთვის შვილიერება მიუცია, ბევრი კეთილმორწმუნე ოჯახიც შექმნილა და ბევრიც სნეულებისგან განკურნებულა, ბევრისთვის ნუგეში მიუცია. ლომისის წმინდა გიორგის ხატის შესახებ არის ერთი ლამაზი ლეგენდა. XIII საუკუნეში ჯალალ-ედ-დინი ორგზის შემოესია ქვეყანას. მტერმა მაშინ არაგვის ხეობაც დაარბია და 7000 არაგველი ტყვედ წაასხა. ტყვეებს თან მთიულეთის მთავარი […]

,,ყველას მოგვენატრება” – აშშ-ს საელჩო კობას დაემშვიდობა

,,ყველას მოგვენატრება" - აშშ-ს საელჩო კობას დაემშვიდობა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ძაღლის ფოტოს ავრცელებს და თბილი სიტყვებით ემშვიდობებიან ძაღლს, სახელად კობას, რომელიც 15 წელი საელჩოს ეზოში ცხოვრობდა. „ამ კვირას ჩვენს ერთგულ მეგობარს, კობას გამოვემშვიდობეთ. კობა საელჩოს დიდ ოჯახს 15 წლის წინ შემოუერთდა. მაშინ ჯერ კიდევ ათონელის ქუჩაზე ვმუშაობდით. ამ ხნის განმავლობაში მისი კეთილი მზერითა და კუდის ქიცინით შეგებების […]

მეუფე კალისტრატე უგონო მდგომარეობაშია

მეუფე კალისტრატე უგონო მდგომარეობაშია

22 მაისს, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს ოპერაცია თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილური იყო. თუმცა ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეუფის ჯანმრთელობა გაურესდა, დამძიმდა. ის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრთან არსებულ ონკოლოგიურ ცენტრში უგონო მდგომარეობაში იმყოფება. სასულიერო პირებმა მეუფე კლინიკაში მოინახულეს და ზეთი აცხეს (ფოტო გადაღებულია ოპერაციის შემდეგ).

,,რატომღაც მეგონა, ამ ქალს ვიცნობდი” – რას ყვება მაკა ჩიჩუაზე ქეთი წიქვაძე

,,რატომღაც მეგონა, ამ ქალს ვიცნობდი" - რას ყვება მაკა ჩიჩუაზე ქეთი წიქვაძე

„მას­თან პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა 2 დღის წინ მქონ­და. რომ მო­ვი­და, რა­ტომ­ღაც მე­გო­ნა, რომ ამ ქალს ვიც­ნობ­დი. შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ ოდეს­ღაც სად­მე შევ­ხვედ­რი­ვართ“, – ყოფილი ლედის, მაკა ჩიჩუას შესახებ მსახიობი ქეთი წიქვაძე, რომელიც ცნობილ სერიალში ლეკას როლს ასრულებს, ამბები.ჯი-ს უყვება. „რო­გორც ახ­ლო­ბელს, ისე და­ვუ­წყე ლა­პა­რა­კი. თა­ვა­დაც ასე მო­იქ­ცა. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო, მო­მე­წო­ნა. პირ­ველ რიგ­ში, ჩემ­თვის ატ­მოს­ფე­რო შე­იც­ვა­ლა, […]

მეუფე პეტრე: ,,სოდომის ცოდვა ეკლესიამ ჯერ თავის წიაღში უნდა დაამარცხოს”

მეუფე პეტრე: ,,სოდომის ცოდვა ეკლესიამ ჯერ თავის წიაღში უნდა დაამარცხოს"

მეუფე პეტრე ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სკანდალურ განცხადებას აკეთებს: ,,სოდომის ცოდვა ეკლესიამ ჯერ თავის წიაღში უნდა დაამარცხოს”, – თქვა მან. ჭყონდიდელი მიტროპოლიტის თქმით, ჯერ კიდევ 80-იან წლებში ეკლესიაში სოდომური ცოდვის პრობლემებზე ზვიად გამსახურდია წერდა, თუმცა ეკლესიამ ბრძოლას თავი აარიდა. მეუფე პეტრეს განცხადებით, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ეკლესია საკუთარ სულიერ შვილებზე ზრუნვას. მანამდე კი […]

11 წლის გიორგი კანკავას დედის გარდაცვალების შემდეგ შოტლანდიიდან დეპორტაცია ემუქრება

11 წლის გიორგი კანკავას დედის გარდაცვალების შემდეგ შოტლანდიიდან დეპორტაცია ემუქრება

შოტლანდიაში, გლაზგოში მცხოვრები 11 წლის ქართველი ბიჭი დაობლების შემდეგ საქართველოში დეპორტაციის საფრთხის წინაშეა. გიორგი კაკავა დედამისთან, სოფისთან ერთად შოტლანდიაში მას შემდეგ გადავიდა, რაც საქართველოში კრიმინალებმა მამა მოუკლეს. მაშინ ის ერთი წლისაც არ იყო. მანამდე ის ქუთაისში ცხოვრობდა და საფრთხე მათაც შეექმნათ. 2018 წელს გიორგის დედაც, სოფიო ბაიხაძე გარდაიცვალა. ის გარდაცვალებამდე შოტლანდიაში თავშესაფრის მისაღებას პროცედურებს გადიოდა, […]

,,ვიგუდებით, ავყროლდით, აღარ შეგვიძლია” – რუსთავში ლეშის სუნი დგას

,,ვიგუდებით, ავყროლდით, აღარ შეგვიძლია" - რუსთავში ლეშის სუნი დგას

,,ინფო რუსთავს” უკვე რამდენიმე დღეა, რუსთავის მე-7 და მე-8 მიკრორაიონებიდან, უსიამოვნო სუნისგან შეწუხებული მოსახლეობა უკავშირება და პრობლემის მოგვარებაში დახმარებას სთხოვს. მათი თქმით, უსიამოვნო სუნი საღამოს საათებში მძაფრდება, რის გამოც, ფანჯრის გაღებასაც ვერ ახერხებენ. ,,იქნებ გაარკვიოთ, საიდან მოდის ეს საშინელი სუნი. ვიგუდებით, ავყროლდით, აღარ შეგვიძლია. გახრწნილი ლეშის სუნი დგას, ფანჯრებს ვერ ვაღებთ ამ სიცხეში”, – წერს […]

ზურაბ ანთელავა თბილისიდან მიდის – ,,მთელი ქვეყანა სავარძელში ხომ არ ჩავსხდებით”

ზურაბ ანთელავა თბილისიდან მიდის - ,,მთელი ქვეყანა სავარძელში ხომ არ ჩავსხდებით"

მსახიობი ზურაბ ანთელავა, რომელიც სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალებში” კვაზი მანტკავას როლს ასრულებს, ზუგდიდში გადადის საცხოვრებლად. ამის შესახებ ის ჟურნალ ,,გზასთან” სუბრობს: -ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ბადრი წერედიანმა თეატრში მიმიღო, ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში კი ბატონმა მანუჩარ სამუშიამ რეჟისორ-კონსულტანტად მიმიწვია. ასე რომ, ზუგდიდში გადავბარგდი. უბრალოდ, თვენახევრით ესპანეთში ვიყავი წასული. ჯანმრთელობის მხრივ, კარგად ვერ ვარ, თუმცა სერიოზული […]