,,გვითხრა, ვიცი, რაც მჭირს, მაგრამ ასე მგონია, ვიქნებიო” – გოგიჩას მეგობრები იხსენებენ

,,გვითხრა, ვიცი, რაც მჭირს, მაგრამ ასე მგონია, ვიქნებიო" - გოგიჩას მეგობრები იხსენებენმსახიობ გიორგი გოგიჩაიშვილს, მეგობრებისთვის უბრალოდ გოგიჩას, ახობლები ეთხოვებიან.

ამბები.ჯი-სთან მას მეგობრები იხსენებენ.

ზაალ წუ­ლუ­კი­ძე, შო­უ­მე­ნი:

– გო­გი­ჩას სა­ნა­ხა­ვად ერთი კვი­რის წინ მე და მამა მი­ვე­დით, მას მერე, რაც 27 ივ­ნისს ჩემი ძმა – ალე­კო იმა­ვე დი­აგ­ნო­ზით მი­წას მი­ვა­ბა­რეთ. გო­გი­ჩა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იწვა და სამ­ძი­მარ­ზე ვერ მო­ვი­და. მარ­თლა არ შე­ეძ­ლო, სუს­ტად იყო…

დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მე­ნა­ხა… რომ დაგ­ვი­ნა­ხა, გა­უ­ხარ­და… ალე­კო გა­ვიხ­სე­ნეთ, ბევ­რი ვი­სა­უბ­რეთ, ვი­ხა­ლი­სეთ კი­დეც. არა­და, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, რო­გორც გი­თხა­რით, ოჯა­ხის წევ­რი, სის­ხლი და ხორ­ცი და­ვა­საფ­ლა­ვეთ. ვცდი­ლობ­დით, არ დაგ­ვემ­ძი­მე­ბი­ნა…

რო­დე­საც ალე­კო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­ვიყ­ვა­ნეთ, გო­გი­ჩაც იმ დროს შე­იყ­ვა­ნეს იქ, მაგ­რამ მათი მდგო­მა­რე­ობის გამო ერ­თმა­ნე­თის ნახ­ვა ვერ შეძ­ლეს. თუმ­ცა მედ­პერ­სო­ნალს ორი­ვემ ერ­თმა­ნეთ­თან თბი­ლი მო­კი­თხვა და­ა­ბა­რეს. არა­და ორი­ვეს ცხოვ­რე­ბის ბოლო სამი კვი­რა ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი… მათი ავად­მყო­ფო­ბის პე­რი­ოდ­ში კი­დევ ასე­თი დამ­თხვე­ვა მოხ­და – ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, იმ პა­ლა­ტა­ში მოხ­ვდა ალე­კო, სა­დაც მა­ნამ­დე გო­გი­ჩა იწვა.

გო­გი­ჩას დამ­შვი­დო­ბე­ბი­სას ვუ­თხა­რი – შენ­თვის ერთი კარ­გი ამ­ბა­ვი მაქვს-მეთ­ქი. გა­მომ­ხე­და და მი­თხრა – შვილს ელო­დე­ბი­თო? უსი­ტყვოდ ეს­მო­და ყვე­ლა­ფე­რი! მერე ნა­თი­ას, მე­უღ­ლეს გა­და­უ­ლა­პა­რა­კა – ხომ იცი, 6 თვე­ში ფეხ­ზე უნდა ვიდ­გეო… ეს იყო მისი ბოლო ემო­ცი­უ­რი ფრა­ზა, რაც მე მის­გან მო­ვის­მი­ნე.

თა­მარ სხვი­ტა­რი­ძე, „ბას­ტი ბუ­ბუს“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და პრო­დი­უ­სე­რი:

-გული მწყდე­ბა, რომ მე­ტის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცა… უდი­დე­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ადა­მი­ა­ნი იყო და სა­თა­ნა­დოდ არ იყო რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი. ეს ხომ უდი­დე­სი დარ­დია ადა­მი­ა­ნის­თვის?! არა­და კაცი იყო და წუ­წუნს ხომ ვერ და­ი­წყებ­და?! გული იმა­ზეც მწყდე­ბა, ამქვეყ­ნი­დან ასე­თი ტკი­ვი­ლი­ა­ნი გას­ვლა რით და­იმ­სა­ხუ­რა?!

და­ა­ვა­დე­ბას­თან მხნე იყო. ყვე­ლა­ფერს იუ­მო­რით უყუ­რებ­და. ყო­ვე­ლი გა­დას­ხმის შემ­დეგ ანეკ­დო­ტებს მწერ­და. მეც ასე­ვე ვპა­სუ­ხობ­დი. ვუ­გეგ­მავ­დი, რა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა, სამ­სა­ხურ­ში რომ გა­მო­ვი­დო­და. რო­გორც ვიცი, ოჯა­ხის წევ­რებ­საც არ ესა­უბ­რე­ბო­და პე­სი­მის­ტუ­რად, აქეთ ამ­შვი­დებ­და ყვე­ლას. მე­უღ­ლე ბო­ლომ­დე გმი­რუ­ლად ედგა გვერ­დით, ასე­ვე შვი­ლე­ბიც. იდე­ა­ლუ­რი დედ-მამა ჰყავს და ამ ტკი­ვი­ლის­თვის ისი­ნიც ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბი­ან…

დევი დე­ვი­ძე, იუ­მო­რის­ტი, სტუ­დენ­ტო­ბის მე­გო­ბა­რი:

– ხალ­ხი გო­გი­ჩას ტე­ლე­ვი­ზი­ით იც­ნობ­და და მის და­დე­ბით მხა­რე­ებს მხო­ლოდ იქ ხე­დავ­და. ცხოვ­რე­ბა­შიც უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი, თბი­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო, სა­ო­ცა­რი მე­გობ­რო­ბა იცო­და. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი უყ­ვარ­და. მის­გან ცუდი არა­ვის­ზე გა­მი­გო­ნია, ძა­ლი­ან თბი­ლი და გემ­რი­ე­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო.

ორი­ვეს 28 აპ­რილს გვაქვს და­ბა­დე­ბის დღე და არ არ­სე­ბობ­და, პირ­ველს არ მო­ე­ლო­ცა! სულ ყო­ველ­თვის, რომ და­რე­კავ­და, ასე მომ­მარ­თავ­და – გი­ლო­ცავ ჩვენს და­ბა­დე­ბის დღეს! უყ­ვარ­და მე­გობ­რებ­თან ერ­თად ქე­ი­ფი, პურმა­რი­ლი… ჩემს მშობ­ლებ­საც ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ გი­ორ­გი, არ და­ი­ჯე­რებთ, მაგ­რამ ხან­და­ხან ვფიქ­რობ­დი, რომ ჩემ­ზე მე­ტა­დაც…

„ფე­ის­ბუქ­ზე“ მის­მა სუ­რა­თებ­მა ძა­ლი­ან იმოქ­მე­და… მის ფო­ტო­ებს დღეს ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­უხ­და ფრა­ზა – „ჩვე­ნი ბავ­შვო­ბა დამ­თავ­რდა“… მე და­ვა­მა­ტებ­დი – მათი ბავ­შვო­ბა დამ­თავ­რდა და ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბა, მე­გობ­რო­ბა…

ცოტა ხნის წინ მე­გობ­რის მამა გარ­და­იც­ვა­ლა, რა­ი­ონ­ში მივ­დი­ო­დით, გო­გი­ჩაც მო­ვი­და, უნდა წა­მო­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ მერე ვე­ღარ შეძ­ლო. ვიცი, რაც მჭირს, ბევ­რი მი­მა­ლავს, არ ვიცი, რა და რო­გორ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ასე მგო­ნია, რომ ვიქ­ნე­ბიო. კი, ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა! წა­ვი­და ადა­მი­ა­ნი წუ­თი­სოფ­ლი­დან, მაგ­რამ ბევ­რი კად­რი და­ტო­ვა ეკ­რან­ზე.

ამბები.ჯი