საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ტაქსისტ ძმებს, რომლებიც დედის გადასარჩენად ფულს აგროვებენ, თანხა გადაურიცხა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე” მაია ქართველიშვილის შვილმა, ნიკა ქართველიშვილმა დაწერა. ტაქსისტი ძმები ჯაბა კანკავას ღირსეული საქციელის გამო მადლობას უხდიან. ნიკა ქართველიშვილი ნაკრების კაპიტანს ემოციურად მიმართავს: ,,დიდი მადლობა, კაპიტანო, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. არასდროს დაგივიწყებთ ამ სიკეთეს ჩემთვის ასე მძიმე […]
კატეგორია: მოზაიკა
,,მაგდა პაპიძემ რომ დამინახა, ჩამეხუტა და ატირდა, ბექა შენგელიას კი ციხიდან გამოსვლა აღარ უნდა” – მამა გურამი
ქმარ-შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის, მაგდა პაპიძისა და კანიბალიზმის საქმეში მსჯავრდადებულის, ბექა შენგელიას მოძღვარი, მამა გურამ ოთხოზორია ,,კვირის პალიტრასთან” ყვება: – მე ყოველთვის დავდიოდი საპატიმროებში, კვირაში ხუთი დღე დილიდან საღამომდე იქ ვიყავი. ყველა მოძღვარს აქვს თავისი მიმართულება, ჩემი არის ციხეში ანაზღაურების გარეშე სიარული. როდესაც მაგდა პაპიძის, მოგვიანებით კი ბექა შენგელიას ამბავი გავიგე, გამიჩნდა სურვილი, მენახა. მაგდას როგორც […]
გვარამია: ,,ივანიშვილის წინააღმდეგ ყველანაირ ფულს გამოვიყენებ”
ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია ,,კავკასიის” ეთერში, ნინო ჯანგირაშვილის გადაცემაში ახალ ტელეკომპანიაზე ისაუბრა. -რამდენიმე დღეში ვიტყვით ტელევიზიის სახელს. ის იქნება ბევრად უკეთესი ვარიანტი, ვიდრე იყო ,,რუსთავი 2″. სამ თვეში მისი რეიტინგი იქნება ორნიშნა რიცხვი. ვინ იმუშავებს, ამაზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ ცხადია, ვინც იქნებიან. ჩემთვის 15 პროცენტიანი არხი ნიშნავს გავლენიან ტელეკომპანიას… ყველანაირ ფულს გამოვიყენებ. ბიძა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოვიყენებ […]
,,სირცხვილი ზუგდიდის მერიას, ეს მემორიალი მიუღებელია ჩემთვის” – აგვისტოს ომში დაღუპული გმირის დედა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სერგეი გოროზიას დედა მზია გოროზია ,,პრაიმტაიმთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ ხვალ 8 აგვისტოს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე კი არ იქნება, სადაც მისი შვილია დასაფლავებული, არამედ ზუგდიდში სპეციალურად ჩამოვიდა. -ყველაფერი გადავდე, დღეს მშვიდად მინდა, ვიყო, ვინაიდან ჩემი შვილის საკურთხი მაქვს… აი, ხვალ კი მძიმე დღე მელოდება. სირცხვილი ზუგდიდის მერიას, ჩემთვის როგორც […]
ლალი ბადურაშვილი: ,,შვილის სიკვდილთან შეგუება არ არსებობს, გონებას ვკარგავ, საავადმყოფოში სამჯერ მოვხვდი”
მსახიობი ლალი ბადურაშვილი შვილის გარდაცვალების შემდეგ არსად გამოჩენილა. რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი 25 მარტს 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. შვილის დაკრძალვის დღეს ლალი ბადურაშვილმა გონება დაკარგა და ის კლინიკაში გადაიყვანეს. მას შემდეგ მსახიობს კიდევ ორჯერ დაუკავრგავს გონება. ის „პრაიმტაიმს“ პირველ ინტერვიუს აძლევს და აღნიშნავს, რომ შვილმკვდარი დედისთვის ნუგეში და შეგუება არ არსებობს. ლალი ბადურაშვილი: – ვარ რა, […]
,,შსს დასკოჩეს! ამათ სიშტერეზე კელდებსაც გული მისდით” – ფოტოები
ლევან ხაბეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის ფოტოებს აქვეყნებს და წერს: ,,დასკოჩეს! 2019 წლის 6 აგვისტო”. ,,რომ გააკეთონ, სახლში რა წაიღონ, ამათ მათემატიკაში გაყოფა არ არის, რაც დაერიცხებათ, სახლში უნდა წაიღონ”, ,,კრუგზე” შემოარტყით სკოჩი, თავზე არ დაგემხოთ, კელდებიც კი გრძნობენ, რა უმაქნისები ყრიხართ მანდ, თქვენს სიშტერზე მაგათაც გული მისდით”, – წერენ კომენტარებში. ,,რაც მაგ შენობის კონტრაქტის […]
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ოჯახში ვიღაც ავად არის? – ილია II-ის რჩევა
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ოჯახში ვიღაც ავად არის? – ილია II-ის რჩევა ,,ზოგჯერ ადამიანს თვითონ უფალი უკავშირდება. ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანს, რომელსაც ავადმყოფობა ეგზავნება, უფალი სარეცელზე დააწვენს და ესაუბრება. ამ დროს ადამიანი, რომელიც მანამდე ყველაფრისათვის იცლიდა გარდა უფლისა, იქნებოდა ეს ოჯახი, სამსახური, დასვენება-გართობა, თუ სხვა, ღმერთსა და სულის გადარჩენაზე ფიქრს იწყებს. როცა ოჯახში ავადმყოფი […]
,,თავხედობასაც აქვს საზღვარი” – ახალგაზრდა პოეტი ილია ჭავჭავაძის სკამზე წამოსკუპდა
ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდა კაცი ილია ჭავჭავაძის სავარძელში, მის სამუშაო მაგიდასთან ზის. მუზეუმის ადმინისტრაცია წერს: ,,ყველა მუზეუმს, მით უფრო თუ ის მემორიალური ხასიათისაა, აქვს თავისი წესები, რომლის დაცვაც განურჩევლად მდგომარეობის, მრწამსის, შეხედულებებისა და წოდებისა ყველა სტუმარს ევალება. დაუშვებელია ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში განთავსებული მემორიალური ნივთების ხელით შეხება, […]
,,სანამ გემი წყლით დაიფარებოდა, ცოლმა ქმარს უკანასკნელად გასძახა…” – სულისშემძვრელი ისტორია სიყვარულზე
,,ცოლ-ქმარი საკრუიზო ლაინერით მოგზაურობდა. ლაინერმა კატასტროფა განიცადა. ცოლ-ქმარმა გაჭირვებით მიაღწია სამაშველო ნავებამდე, მაგრამ იქ მხოლოდ ერთი ადგილი იყო დარჩენილი… სამაშველო ნავზე ქმარი გადავიდა, ცოლი კი გემზე დარჩა. სანამ ოკეანის წყლით დაიფარებოდა, ცოლმა ძალა მოიკრიბა და ქმარს უკანასკნელი ფრაზა გასძახა, – აქ მასწავლებელმა თხრობა შეწყვიტა და თავის მოსწავლეებს კითხვა დაუსვა: – ბავშვებო, თქვენი აზრით, რა დაუძახა […]
დღეს ევროპა გიორგი გაგნიძეს პირდაპირ ეთერში მოუსმენს
დღეს, 3 აგვისტოს ოპერის მოყვარულთათვის მნიშვნელოვანი დღეა. 20:55-ზე ევროპის უმთავრეს კულტურის არხზე Arte.tv-ისა და იტალიურ არხ Rai 5-ზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა ფესტივალი ღია ცისქვეშ ,,მატერა 2019″. ნეაპოლის ,,სან-კარლოს” თეატრთან ერთად ფესტივალზე მიიწვიეს ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე. პირდაპირ ეთერში წარადგენენ პიეტრო მასკანის ოპერას ,,სოფლის პატიოსნება”. სპექტაკლში ალფიოს როლს ქართველი ბარიტონი ასრულებს. უძველეს ქალაქ მატერას იუნესკო-მ ევროპის […]











